დუბაიში გამართულ მე-12 ახალგაზრდულ საჭადრაკო ფესტივალზე 14 წლის გორელი სპორტსმენი ლუკა ლიჩელი საუკეთესო აღმოჩნდა
ამას წინათ დუბაიში გამართულ მე-12 ახალგაზრდულ საჭადრაკო ფესტივალზე 14 წლის გორელი სპორტსმენი ლუკა ლიჩელი საუკეთესო აღმოჩნდა.

გორისთვის ჭადრაკში მოპოვებული მიღწევა რომელ ასაკშიც უნდა იყოს, აღსანიშნავი თემაა და ამიტომაც ამ ჭაბუკს უკეთ გასაცნობად გორის ცენტრალური სასპორტო სკოლის ჭადრაკის სექციაში ვეწვიეთ. იქვე მის ერთ-ერთ მწვრთნელ ოთარ დოლიძესაც ვესაუბრეთ.

ლიჩელი საქართველოში გამართული არაერთი შეჯიბრების გამარჯვებულია. მან წლეულსაც ფოთის (ნანა ალექსანდრიას სახელობის) და ბათუმის ტურნირები მოიგო.

ცოტა ხნის შემდეგ კი დუბაის ტურნირის ორგანიზატორთა მიერ გამოგზავნილი მიწვევაც მიიღო. იქ საასპარეზოდ 145 სპორტსმენი იყო შეკრებილი. საქართველოდან, ლიჩელის გარდა, ქუთაისელი გურამ კოკაია მონაწილეობდა, რომელიც მეექვსე ადგილით დაკმაყოფილდა. სამაგიეროდ, გორელმა სპორტსმენმა შეძლო პირველობის მოპოვება.

"ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა და, სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც პირველი ადგილის დაკავებაზე ფიქრი მიჭირდა. შეჯიბრების ფავორიტი 12-წლამდელთა შორის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი აზერბაიჯანელი აბდულა გადიმბაილი იყო, მე კი მეთერთმეტედ ვიყავი განთესილი.

პირველი ტურიდანვე დიდი მონდომებით ჩავერთე პაექრობაში, ბოლომდე ლიდერობა არ დამიკარგავს და 8 ქულით ჩემპიონიც გავხდი. ამ შედეგით მომდევნო პოზიციებზე მყოფ ოთხ მოჭადრაკეს ნახევარი ქულით ვაჯობე" - გვითხრა ლუკა ლიჩელმა.

ლუკას თავიდანვე გორის სპორტსკოლის ჭადრაკის სექციის მწვრთნელი ოთარ დოლიძე ავარჯიშებს. ამჟამად კი მასთან ერთად დავით მაღალაშვილი წვრთნის.

"დუბაიში ლიჩელის წარმატებამ ძალიან გაგვახარა. ბუნებრივია, ეს დიდი სტიმულია სხვა სპორტსმენებისათვის, რათა გულმოდგინე ვარჯიშით მათაც იფიქრონ გამარჯვებებზე. მე ამჟამად გორსა და ქარელში ვამეცადინებ ბავშვებს.

უმცროსი ასაკის წარმატებული მოჭადრაკე ქარელშიც გვყავს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ჩემპიონია 14-წლამდელთა შორის.

პირად აღსაზრდელთა წარმატებებით დღესდღეობით საქართველოში საუკეთესო მწვრთნელთა შორის ვარ. გორის მუნიციპალიტეტისგანაც ვგრძნობთ მხარდაჭერას - ასპარეზობაში მონაწილეობის მისაღებად ხელს გვიწყობენ, ლუკასთვის დუბაის ხარჯებიც მათ გაიღეს. ადრე მწირი დაფინანსება გვქონდა.

სასიხარულოა, რომ ჭადრაკის სექციაში ბავშვების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება გორშიც და ქარელშიც. ეს კი ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომით და ჩვენი შრომით კარგ შედეგებს აუცილებლად მოიტანს" - ამბობს ოთარ დოლიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება