საქართველოს ნაკრები ავსტრიაში პირველ ივლისს შეიკრიბა. მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს თავის განკარგულებაში 14 კალათბურთელი ჰყავდა...

საქართველოს ნაკრები ავსტრიაში პირველ ივლისს შეიკრიბა. მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს თავის განკარგულებაში 14 კალათბურთელი ჰყავდა, გუნდს აკლდნენ ზაზა ფაჩულია და ნიკა ცქიტიშვილი. ზაზა თურქეთში იყო, ხოლო ნიკას სავიზო პრობლემა შეექმნა და თბილისიდან შტაინბურნისკენ მიმავალ კალათბურთელებთან ერთად ავსტრიაში გამგზავრება ვერ მოახერხა.

გუშინ ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა, ავსტრიაში ნიკაც ჩავიდა და ზაზაც. როგორც მიხვდით, ცქიტომ სავიზო პრობლემები მოაგვარა, ხოლო ფაჩულიამ თურქეთში გამართული კემპი 4 ივლისს დაასრულა და 5-ში ნაკრებს ავსტრიაში შეუერთდა. ზაზასთან ერთად სტამბოლის კემპში NBA-ს ვერსკვლავებიც მონაწილეობდნენ - ჰედო თურქოღლუ, მირსად თურქანი, ერსან ილიასოვა...

ასე და ამგვარად, ჩვენი ეროვნული ნაკრები ავსტრიის საკურორტო ქალაქ შტაინბურნში სრული შემადგენლობით ვარჯიშობს... თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს, რომ გუნდში ერთი დანაკლისია - მუხლის ტრავმის გამო ეროვნულს წლეულს ვერ დაეხმარება ვლადიმერ ბოისა. მან ტრავმა ხორვატიის ჩემპიონატის ფინალური სერიის მესამე მატჩში მიიღო და დღემდე მკურნალობს.

შარშანდელი გუნდიდან ნაკრებში ვოვა ბოისა და ტაირონ ელისი არ არიან, თუმცა იგორ კოკოშკოვს ორი ახალწვეული ჰყავს - ტორინ გრინი და ქიუნტონ ჰოსლი. ეს ამერიკელები შეკრებაზე პირველივე დღიდან გამოცხადდნენ. ქართველ კალათბურთელთა თქმით, ამერიკელები დადებითი პიროვნებები არიან და გუნდთან შეგუება არ უნდა გაუჭირდეთ. გრინისა და ჰოსლის სპორტულ შესაძლებლობებზე კი კონკრეტულად ლაპარაკი ჯერ ადრეა, რადგან გუნდი ამჟამად ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზეა ორიენტირებული...

ეროვნულ ნაკრებში ვარჯიშობს თორნიკე შენგელია, თუმცა შეიძლება მან შეკრება დროებით დატოვოს. საქმე ისაა, რომ B დივიზიონის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩები სწორედ ავსტრიაში გაიმართება (14 ივლისიდან) და თორნიკე, სავარაუდოდ, საწყის სამ მატჩში ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარება.

საქართველოს ეროვნული გუნდი შტაინბურნში 16 ივლისამდე დარჩება. 17-ში კი უნგრეთის ქალაქ სომბათჰეიში ადგილობრივ ნაკრებთან ერთ საკონტროლო შეხვედრას გამართავს. მატჩის დასრულებისთანავე ქართველები ავსტრიაში დაბრუნდებიან და სლოვაკეთის ნაკრებთან თამაშისთვის მოემზადებიან. სლავებთან შეხვედრა 19 ივლისს გაიმართება. 20-ში კი ეროვნული გუნდი თბილისში გამოემგზავრება. ნაკრების მენეჯერმა მერაბ რატიშვილმა ვარაუდი გამოთქვა, რომ გუნდი ავსტრიაში ადგილობრივ ნაკრებსაც გაეჯიბრებოდა, მაგრამ, როგორც შევიტყვეთ, ავსტრიელებთან საკონტროლო შეხვედრა არ შედგება.

აქვე ჩამოგითვლით შტაინბურნში მოვარჯიშე ნაკრების სრულ შემადგენლობას: ზაზა ფაჩულია (კაპიტანი), ნიკა ცქიტიშვილი, ქუინტონ ჰოსლი, ტორინ გრინი, ანატოლი ბოისა, კოტე ტუღუში, ლაშა გამყრელიძე, გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, კოკა ტომარაძე, ლევან შენგელია, ნიკა მეტრეველი, მიხეილ ბერიშვილი, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი.

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა