"მარუსიას" ყოფილი ტესტ-პილოტის ცხოვრების ტრაგიკული დასასრული
ფორმულა 1-ის რუსული საჯინიბოს "მარუსიას" ყოფილი ტესტ-პილოტი მარია დე ვილიოტა ქალაქ სევილიას ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვნეს.

სამედიცინო სამსახურმა გამოძახება ადგილობრივი დროით დილის შვიდ საათზე მიიღო, მაგრამ 33 წლის პილოტის რეანიმირება ვერ მოხერხდა. დე ვილიოტა სევილიაში კონფერენციაზე გამოსასვლელად ჩავიდა. გასული კვირის ბოლოს, ესპანელმა საკუთარი ცხოვრების შესახებ წიგნის პრეზენტაცია მოაწყო.

"ამ მომენტისთვის ერთადერთი რამ არის ცნობილი: მისი თანაშემწე არანჩა ოთახში შევიდა და მარიას გაღვიძება სცადა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ის არ სუთნქავდა. როგორც ჩანს, ეს არ ყოფილა ან ძალადობრივი სიკვდილი ან თვითმკლელობა", - განაცხადა ესპანეთის ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა კარლოს გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში, ბრიტანეთის ქალაქ დაქსფორდში მარია დე ვილიოტა "მარუსიას" ტესტებისას უმძიმეს ავარიაში მოხვდა. ექიმებმა შეძლეს პილოტის სიცოცხლის შენარჩუნება, თუმცა მარიამ თვალი დაკარგა, რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა და იძულებული გახდა ავტოსპორტიდან წასულიყო. ინციდენტის შემდეგ, დე ვილიოტამ კომენტატორობა სცადა, აგრეთვე მუშაობდა ფორმულა 1-ში უსაფრთხოების საკითხებზე.

გთავაზობთ დე ვილიოტას იმ ინტერვიუს ნაწყვეტს, რომელიც მან ამა წლის აპრილში "გაძეტა დელო სპორტს" მისცა: "

"მთლიანად შემეცვალა წარმოდგენა ცხოვრებაზე, შეიცვალა ფასეულობების სკალა. ახლა მე ვიცი, რომ ყველა პრობლემა ფარდობითია. და ცხოვრებას ოპტიმიზმით ვუყურებ. თავიდან გავბრაზდი ექიმზე იმის გამო, რომ თვალი ვერ გადამირჩინა, მაგრამ შემდეგ თანდათან გავაცნობიერე, რომ ამ დანაკარგის სიმძიმე ისეთი დიდი არ არის, რადგან მე სიცოცხლე დამიბრუნეს. ეს არის მთავარი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მარია დე ვილიოტა: ავარიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად