NBA: ერთადერთი მატჩი, რომელშიც ბრძოლა ვიხილეთ, პორტლენდში ჩატარდა
რეგულარული ჩემპიონატის ყველაზე უარესი გუნდის "ტიტულისკენ" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" მიისწრაფის. ამჯერად ვინი დელ ნეგროს შეგირდებმა მორიგი საშინელი მატჩი "ინდიანას" წინააღმდეგ ჩაატარეს. კალიფორნიელებმა თამაშიდან 33 პროცენტის სიზუსტით ისროლეს და 27 ქულით წააგეს. ეს იყო "კლიპერსის" ზედიზედ მერვე და 13 მატჩში მე-12 მარცხი. შემადგენლობაში ნიჭიერი ბლეიკ გრიფინისა და ერიკ გორდონის ყოფნის მიუხედავად, "კლიპერსი" აბსოლუტურად არშემდგარი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ისევ წააგო "ფინიქსმა". მაიამიში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, "სანზმა" ვერც აღმოსავლეთის მეორე ფავორიტ "ორლანდოს" მოუხერხა რამე. თავისი ლიდერის სტივ ნეშის გარეშე მოთამაშე "ფინიქსმა" ორი მეოთხედიც ვერ გაძლო. უკვე პირველ 12-წუთეულში ფლორიდელებმა 16-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, მეორეში კი ვერც "სანზის" რეზერვისტებმა გამოიჩინეს თავი და დიდი შესვენებისთვის ანგარიში 62:34 იყო. კოშმარული საღამო ჰქონდა "ორლანდოს" ყოფილ ფორვარდ ჰედო თურქოგლუს, რომელმაც ორი წლის წინ გადაწყვიტა, რომ "მეჯიქში" ცოტას უხდიდნენ და "ტორონტოში" წავიდა. ორლანდოელმა გულშემატკივრებმა ეს არ დაივიწყეს და გუშინ სტვენით შეხვდნენ თურქ ფორვარდს. მანაც ასეთ ზეწოლას ვერ გაუძლო და შეხვედრა საშინელი სტატისტიკით დაასრულა - 2 ქულა (თამაშიდან არც ერთი ჩაგდებული ბურთი) და დაცვაში სუსტი თამაში რაშარდ ლუისის წინაღმდეგ.

ერთადერთი მატჩი, რომელშიც ბრძოლა ვიხილეთ, პორტლენდში ჩატარდა. იქ ადგილობრივი "ბლეიზერსი" "დენვერს" იღებდა. ლიდერ ბრენდონ როის გარეშეც მასპინძლებმა ბრძოლა მოახვიეს თავს მეტოქეს. თუმცა შეხვედის დებიუტი არ გამოუვიდათ. "პორტლენდმა" ვერაფერი მოუხერხა კარმელო ენტონის. "ნაგეტსის" ფორვარდმა ფაქტობრივად მარტომ მოიპოვა თავისი გუნდისთვის 10-ქულიანი უპირატესობა. "პორტლენდის" დამრიგებელმა ნეიტ მაკმილანმა ენტონის კარგ თამაშს უეს მეტიუზი დაუპირისპირა. ყოფილმა იუტელმა ღირსეულად შეცვალა როი. მისი დუეტი ლამარკუს ოლდრიჯთან მასპინძელთა მთავარი დამრტყმელი ძალა გახდა.

მეორე ნახევარში "დენვერი" ძლივს უმკლავდებოდა "ბლეიზერსის" შეტევებს. სტუმრებმა მესამე მეოთხედში გაძლეს, მაგრამ მეოთხეში აშკარად დათმეს მატჩის სადავეები. "პორტლენდის" წარმატების საწინდარი დაცვაში კარგი თამაში გახდა - ბოლო 12 წუთში მან 12 ქულა გაუშვა და ამით ძალიან გაიმარტივა საქმე. კიდევ უფრო იოლი გახდა თამაში კარმელოს მიერ მიღებული მეექვსე პერსონალურის შემდეგ. მიუხედავად ამისა, სტუმრებს ბოლო წამებზე შეეძლოთ გადარჩენა. მათ გმირულად მოიგერიეს მეტოქის ბოლო შეტევა და ზუსტი სამქულიანის შემთხვევაში შეხვედრას ოვერტაიმში გადაიყვანდნენ, თუმცა ბილაპსისა და აფლალოს ტყორცნები არაზუსტი გამოდგა.

ინდიანა-კლიპერსი 107:80

22:25, 31:18, 27:16, 27:21

ი: გრეინჯერი (22+7 მოხსნა+5 პასი), ჰიბერტი (18+8 მოხსნა), პრაისი (14+6 პასი), რაში (14+ 5 მოხსნა+5 დაფარება), პოუსი (12), ფორლი (11+5 პასი).

კ: გორდონი (19), ამინუ (12+8 მოხსნა), გრიფინი (12+8 მოხსნა), კუკი (11).

ორლანდო-ფინიქსი 105:89

31:15, 31:19, 29:25, 14:30

ო: ჰოვარდი (20+12 მოხსნა), ნელსონი (15+12 პასი), რიჩარდსონი (15), კარტერი (13), ლუისი (13), პიეტრუსი (10).

ფ: ჰილი (21), კლარკი (12+6 მოხსნა), დადლი (11), ფრაი (10+6 მოხსნა), დრაგიჩი (10).

პორტლენდი-დენვერი 86:83

16:28, 27:17, 26:26, 17:12

პ: ოლდრიჯი (24+10 მოხსნა), მეტიუზი (20+10 მოხსნა), მილერი (16+6 პასი), ბატუმი (14+6 მოხსნა), კემბი (5+14 მოხსნა).

დ: ენტონი (18+8 მოხსნა), ჰარინგტონი (17), აფლალო (16+11 მოხსნა), ბილაპსი (13+5 პასი), ნენე (12+7 მოხსნა).

იუტას მწვრნელი დააკლდება

"იუტა ჯაზის" მთავარი მწვრთნელი ჯერი სლოუნი რეგულარული ჩემპიონატის ორ მომდევნო შეხვედრაში ("სან ანტონიოსთან" და "პორტლენდთან") ვერ უხელმძღვანელებს თავის გუნდს. ამის მიზეზი გახდა ოჯახის ერთ-ერთი წევრის გარდაცვალება. სლოუნი "იუტას" 23 ნოემბერს, "საკრამენტოსთან" მატჩში დაუბრუნდება.

ქალი კაცებს გაწვრთნის

უცნაური რეპორტაჟი გავიდა ამერიკის ეროვნული ტელევიზიის ეთერით - მაყურებელმა D-ლიგის (მასში NBA-ის ფარმ-კლუბები თამაშობენ) გუნდების ("ტექსასი" და "რიო გრანდე") მატჩის პირდაპირი ტრანსლიაცია იხილა, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა.

ამ შეხვედრას ასეთი პატივი ნენსი ლიბერმანის წყალობით ერგო. ცოტა ხნის წინ ის "ტექსასის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და ისტორიაში შევიდა იმით, რომ პირველი ქალი სპეციალისტია, ვინც მამაკაცთა პროფესიულ კლუბს ჩაუდგა სათავეში. თუმცა სადებიუტო შეხვედრაში ლიბერმანის შეგირდებმა 115:123 წააგეს.

არტესტი ფეხბურთელი გახდება

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ერთ-ერთმა ლიდერმა რონ არტესტმა გაარკვია რა საქმიანობას აირჩევს კარიერის დასრულების შემდეგ. კერძოდ, ფორვარდი ამერიკული ფეხბურთის ლიგაში (NFL) მოსინჯავს ძალებს.

როგორც არტესტი ამბობს, "ლეიკერსთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, 2013-14 წლების სეზონში შეკრებას გამართავს NFL-ის ლიგის რომელიმე კლუბში.

"თუ NBA-ში თამაშის შემდეგ ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგში მექნა, აუცილებლად გავივლი შეკრებას NFL-ის გუნდში, - განაცხადა არტესტმა. - ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა და თუ მისი ასრულება გამოვივა, უზომოდ ბედნიერი ვიქნები".

[VIDEO] დოსუნმუს ბრწყინვალე მატჩი, ჩხუბი და გაცოფებული იოკიჩი - "დენვერი" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დამარცხდა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
[VIDEO] "რეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან 90+4-ე წუთზე გაუშვა
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა
ნათია გადელიამ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!