მცირე უპირატესობით ტიმოტი ბრედლიმ იმარჯვა
შაბათს, საკრივო სამყაროში ერთი საინტერესო ბრძოლა გაიმართა: ნახევრადსაშუალო წონაში (66.7 კგ-მდე) WBO-ის ტიტულისთვის იბრძოდნენ ამერიკელი ტიმოტი ბრედლი (31-0-0, 12KO) და მექსიკელი ხუან მანუელ მარკესი (55-7-1, 40KO). ეს ის მოკრივეები არიან, რომლებმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ლეგენდარული ფილიპინელის მენი პაკიაოს დამარცხება შეძლეს.

ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართა და მარკესმა ვერ შეძლო კარიერაში მეხუთე წონით კატეგორიაში ტიტულის მოპოვება. მან მსაჯების არაერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო: ორმა არბიტრმა უპირატესობა ბრედლის მიანიჭა (116:112, 115:113), ერთმა - მარკესს (115:113). საერთო ჯამში, ეს კანონზომიერი შედეგი იყო, რადგან ამერიკელი უფრო უკეთ გამოიყურებოდა.

ტიმოტიმ ფრთხილად დაიწყო ბრძოლა და ზვერავდა მექსიკელის მოქმედებას. ამერიკელის ასეთმა პასიურობამ მარკესს პირველი ორი რაუნდის მოგების საშუალება მისცა, რაც რამდენიმე ზუსტი კონტრშეტევის დამსახურება იყო. მაგრამ, მესამე რაუნდიდან ბრედლიმ ჯებების რაოდენობასა და დარტყმების სწრაფ სერიებს უმატა. საერთოდ, შეხვედრის შუაში ყველა რაუნდი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და რომელიმე მოკრივისთვის უპირატესობის მინიჭება ძალიან რთული იყო: ბრედლი ბევრ დარტყმას ასრულებდა, იმ დროს, როცა მარკესის დარტყმები უფრო ზუსტი და სოლიდური იყო.

40 წლის მექსიკელისთვის ყველაზე წარმატებული იყო მეცხრე რაუნდი, როცა მან ბევრი აქცენტირებული დარტყმა შეასრულა თავისა და კორპუსის არეში. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ტიმოტი ნოკდაუნთან ახლოს იყო.

თუმცა ბრედლის აქვს ერთი კარგი თვისება - სწრაფად აღდგენა ურთულესი დარტყმების მიღების შემდეგ. ამით ის უფრო მობილიზებული და კონცენტრირებული დაბრუნდა შემდეგ რაუნდში და ბრძოლა ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. შეხვედრის დასასრულს აქტიური კრივი ვიხილეთ, განსაკუთრებით მარკესის შესრულებით, მაგრამ მექსიკელმა მაინც ვერ დააგდო რინგზე მოწინააღმდეგე. პირიქით, ბრედლიმ კონტრშეტევისას ბრწყინვალე ჰუკით კინაღამ ნოკდაუნში გაგზავნა მოწინააღმდეგე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მენი პაკიაო 30 მილიონს ერთი ბრძოლისთვის მიიღებს

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ფლოიდ მეივეზერმა მეტოქე დაასახელა
დიდი გასამრჯელო ორივეს და მოკრივეების პროგნოზები "უაილდერი - ფიური 2"-ზე
მენი პაკიაოს ბოლო ბრძოლა 9 აპრილს გაიმართება?
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
მენი პაკიაომ ტიმოტი ბრედლი დაამარცხა და კარიერა დაასრულა
ფლოიდმა მენის დასცინა
მენი პაკიაო 30 მილიონს ერთი ბრძოლისთვის მიიღებს
კონორ მაკგრეგორი: კრივში მსოფლიო ჩემპიონი გავხდები, ბრძოლა პაკიაოს შევთავაზეთ
რეკორდი და განაწყენებული მენი პაკიაო
ESPN-მა კანელო ალვარესი წლის საუკეთესო მოკრივედ დაასახელა - ხუთეულში 41 წლის ჩემპიონიცაა
ფლოიდ მეივეზერი დიდი ბრძოლისთვის ბრუნდება? - მოკრივემ ვარჯიშის კადრები გაავრცელა [VIDEO]
ᓓ
კლიჩკოების ფიცი: ვლადიმერი წააგებს? ვიტალი რევანშს აიღებს
ჩემპიონი 8 წონით კატეგორიაში და ახლა ფილიპინების პრეზიდენტიც? - პაკიაო პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის
ᓛ
ᓞᓐᓙᕘᓐᓝ-ᓑᕠᓔᓓᓚᓘ: ᓠᓔᓕᓐᓜᓨᓘ ᓨᓔᓓ
12 ᓐ
ᓮᓣᓐᓜ ᓛᓐᓜᕣᕔᓚ ᓛᓐᓠᓙᓔᓡᓘ ᓛᓔᓜᓘ ᓞᓐᓙᓘᕐᕝᓡ ᓛᓘᕣᓐᓮᓚᓝᓕᕓᓐ