გულიტი მიიჩნევს, რომ ცვლილებების დროა
"მილანის", "ჩელსისა" და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი რუუდ გულიტი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" იანვარში შემადგენლობის გაძლიერების გარეშე ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსიც კი აღარ დარჩება. მისი თქმით, "ეშმაკებს", მინიმუმ, სამი ახალი ფეხბურთელის ყიდვა სჭირდებათ.

"მესმის, დევიდ მოიესმა ხელმძღვანელობისგან ტრანსფერებისთვის ფული რატომ მოითხოვა. "იუნაიტედმა" როგორმე უნდა შეძლოს და შიდა თუ ევროპულ ტურნირებზე კონკურენტუნარიანი დარჩეს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ კლუბი საამისოდ ფინანსებს გამონახავს, რადგან შემადგენლობის გაძლიერება სასიცოცხლოდ აუცილებელია. შარშანდელი სეზონის შემდეგ გუნდში, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა. ჩემი აზრით, არასტაბილური ასპარეზობაც სწორედ ამის ბრალია," - განუცხადა "მირორს" 51 წლის ჰოლანდიელმა.

გულიტი "ეშმაკებს" იმისკენ მიანიშნებდა, რომ "ოლდ ტრეფორდზე" ტოპ-კლასის მოთამაშეთა ნაკლებობაა. ფრანგული წყაროების მტკიცება, რომ "იუნაიტედი" სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ "მონპელიედან" რემი კაბელას ყიდვას აპირებს, ამ სცენარში არ ჯდება. 23 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ფრანგულ ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში არაჩვეულებრივად ასპარეზობს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ის უკანასკნელ ტურში "ლიონთან" (5:1), სადაც დუბლის გარდა, 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

იანგი მიდის

"იუნაიტედის" 28 წლის განაპირა ნახევარმცველი ეშლი იანგი უკვე დიდი ხანია, აღარ ჰგავს საკუთარ თავს. 7 ტურში მან 4 თამაში ჩაატარა, აქედან 3 ძირითადში და მოედანზე გატარებულ 204 წუთში მხოლოდ 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. იმის გათვალისწინებით, რომ 18 წლის ადნან იანუზაი საუცხოო ფორმაშია, ინგლისის ნაკრების წევრს ძირითადში დაბრუნება ძალიან გაუჭირდება.

დევიდ მოიესი აცხადებს, რომ მას სჯერა ფეხბურთელის, თუმცა იმისთვის, რომ იანგმა მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის შანსი შეინარჩუნოს, მზადაა, იანვარში ის იჯარით პრემიერლიგის რომელიმე კლუბში გაუშვას. ნახევარმცველის გადაბირების მსურველები უკვე გამოჩნდნენ, მაგალითად, "ვესტ ჰემი" და "ნიუკასლი". დრო იმისთვის, რომ გუნდისთვის საკუთარი საჭიროება დაამტკიცოს, იანგს იანვრამდე აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ჩელსიში" რუუდ გულიტის ორეული თამაშობს

შევჩენკოს შვილმა ინგლისის მეშვიდე დივიზიონში გუნდი გამოიცვალა
ალონსოს ნდობას უცხადებენ - "სტემფროდ ბრიჯზე" ესპანელი სპეციალისტის სჯერათ
[VIDEO] პოჩეტინოს კოშმარული დებიუტი - რა ეშველება "მანჩესტერ იუნაიტედს"?
"ხეტაფესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
"ოქროს ბურთი"? საერთოდ არ მაინტერესებს" - ჯუდ ბელინგემი
"ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ" - "საბაჰის" მწვრთნელი "ბარსელონასთან" 1:4 მარცხის შემდეგ
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში OAKA არენაზე
[VIDEO] ისაკის დუბლი, ალისონის საგოლე პასი - "ლივერპულმა" "ბრიუგეს" დიდი ანგარიშით მოუგო
[VIDEOS] მიქაუტაძეს "სლავიასთან" 15+ წუთი აკმარეს - "ბარსელონამ" ბაქოში ადვილად გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 მეშახტე. ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა დასრულდა...
[VIDEO] კარგი მეორე ტაიმი, ადუაშვილის ლამაზი გოლი და თბილისის "დინამოს" ფრე "ფიორენტინასთან"
სანიოლი გამოირიცხა - პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი გადაყენებას გადაურჩა
შევჩენკოს შვილმა ინგლისის მეშვიდე დივიზიონში გუნდი გამოიცვალა
ამაშუკელი ლონდონში იმსაჯებს
ცოლი ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში 17 წლით უმცროსი გოგოს გამო მიატოვა - ნოიერის კრიტიკას ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელების პარტნიორებიც შეუერთდნენ
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 ტორპედო. ისევ ტორპედოელი, ისევ ლეგიონერი...
"ბაიერნმა" მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა
რონალდოს გაასწრო და ბეილთან ერთ ნაბიჯშია - მბაპე უკვე "რეალის" ტოპ 20-შია
"საბაჰს" ესპანური გუნდის ფილოსოფია აქვს" - რა თქვა ფლიკმა აზერბაიჯანული მატჩის წინ
კვარაცხელიას და დუეს შემცვლელი სკანდალურად ცნობილი ფეხბურთელი იქნება? - პსჟ-ის ახალი ვარიანტი აქვს
"თავი უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი ამიტომ ვთქვი" - გვარდიოლამ "სკუადრა აძურას" შესაძლო ჩაბარებაზე ისაუბრა
"ფროზინონეს" სტადიონს იტალიაში საქართველოს ელჩი ესტუმრა
"უმაღლესი კლასის სპეციალისტია" - ენრიკემ "რომასთან" მატჩამდე გასპერინი აქო და ადიდა
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
ეშლი იანგი "ბარსელონასთან" მარცხზე: პირველი გოლი რომ გაგვეტანა...
ეშლი იანგმა "ინტერში" გადასვლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" მიმართა
სააბაზანოში ის და მისი ცოლი გვერდიგვერდ მდგომ უნიტაზზე ერთად ისაქმებდნენ - რუნის გაკეთებულ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა
ადნან იანუზაი: პირველ გოლს ვან გაალს მივუძღვნი
ეშლი იანგი "მანჩესტერის" ახალი კაპიტანია
ადნან იანუზაი ლა ლიგის მორიგ კლუბში გადავიდა
ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
"ვესტ ჰემს" მაგუაიერი სურს - ტრანსფერს პირადად მოიესი ითხოვს
"პსჟ-ის წარმატების საიდუმლო სწორედ ესაა" - გულიტმა კვარაცხელიას გუნდზე ისაუბრა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
[VIDEO] პოჩეტინოს კოშმარული დებიუტი - რა ეშველება "მანჩესტერ იუნაიტედს"?
"ვიბრძვით იმისთვის, რომ გადავრჩეთ" - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობაზე ისაუბრა
ადნან იანუზაი "რეალ სოსიედადში" გადასვლასთან ახლოსაა
რუუდ გულიტმა რობერტო მანჩინი გამოლანძღა
"ევერტონმა" დაიჩი გაათავისუფლა, "კანფეტებს" დიდი ალბათობით, მოიესი ჩაიბარებს
ჩისკო იანგს "უოტფორდში" ეპატიჟება
ევრო 2016-ის ამბები: ინგლისმა სტარიჯი დაკარგა?
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტანდარტები დაბლა დასწია" - დევიდ მოიესმა "წითელ ეშაკებში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ოფიციალურად: მოიესმა "ევერტონი" მეორედ ჩაიბარა
[VIDEO] ისაკის დუბლი, ალისონის საგოლე პასი - "ლივერპულმა" "ბრიუგეს" დიდი ანგარიშით მოუგო
ხაბი ალონსომ შესაძლოა, პრემიერ ლიგის კლუბი ჩაიბაროს
გულიტი: პირადად მე, პატივს ასეთ ფეხბურთელებს ვცემ
რუუდ გულიტმა ჰოლანდიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობა არ ისურვა
31 წლის ასაკში შვაინშტაიგერი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდულ გუნდში გადაიყვანეს
ეშლი იანგმა "ინტერში" დებიუტისას გააკეთა ის, რაც "მანჩესტერში" ნახევარი სეზონი არ გაუკეთებია
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა შესაძლოა გუნდი სეზონის ბოლოს დატოვოს
რუუდ გულიტი: გვარდიოლა მეცოდება - ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, რადგან მესი არ ჰყავს
რუუდ გულიტი: დაცვის ცენტრის გაძლიერება "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" პრიორიტეტული ამოცანა უნდა ყოფილიყო
"სოსიედადში" გადაბარგებამდე იანუზაიმ ინგლისში სახლი 9.8 მილიონად შეიძინა