ლა ლიგა: ესპანეთში ლამის მხოლოდ მომდევნო ტურის "კლასიკოზე" ლაპარაკობენ
დღეს "სანტიაგო ბერნაბეუს" ბილბაოს "ატლეტიკი" ეწვევა, მადრიდულ-ბასკური დაპირისპირება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა და ახლაც ასეა, როცა ბილბაოელთა რიგებში მსოფლიოს ჩემპიონი ფორვარდი ფერნანდო ლორენტე ბრწყინავს, მაგრამ არის ერთი მატჩი, რომელიც ჩრდილში აყენებს ამ დაპირისპირებას - რა თქმა უნდა, "ელ კლასიკო"!

დიდი ესპანური დერბი შემდეგ ორშაბათს გაიმართება, მაგრამ ესპანეთში ლამის მხოლოდ ამ თამაშზე ლაპარაკობენ. "რეალის" არგენტინელი ვარსკვლავი ანხელ დი მარია მიიჩნევს, რომ "კლასიკოს" ბედი ორი კაცის ხელშია და ამ ორიდან ვინც იყოჩაღებს, იმის გუნდი გაიმარჯვებს ჩემპიონატის მთავარ დაპირისპირებაშიც. რა თქმა უნდა, დი მარია ლეო მესის და კრიშტიანო რონალდოს გულისხმობს.

"კლასიკოს" შევეშვათ და "რეალის" მწვრთნელი გავიხსენოთ, რომელიც დისკვალიფიცირებულია - ჟოზე მოურინიომ უკვე მოითხოვა, იმ ტრიბუნაზე ადგილი, რომლის წინაც მასპინძელთა სათადარიგოების სკამია. თუმცა პორტუგალიელი შეიძლება კიდევ ერთხელ დასაჯონ. საქმე იმაშია, რომ ესპანეთის პროფესიულ საფეხბურთო ლიგაში საშინლად არ მოეწონათ ჟოზესა და "სპორტინგის" თავკაც მანუელ პრესიადოს "გადაძახილი". ისინი ფიქრობენ, ორივე მწვრთნელს სანქცია გამოუწერონ წაკინკლავებისთვის და მედია საშუალებებით ერთმანეთის შეურაცხყოფისათვის.

შეგახსენებთ, რომ ჟოზემ "სპორტინგს" დააბრალა, "ბარსელონას" ჩემპიონობისთვის ბრძოლას უიოლებსო, რაზეც პრესიადოსგან შემდეგი ეპითეტები მიიღო: "ღორი" და "ცუდი კოლეგა". ხიხონელთა თავკაცმა კიდევ ეს თქვა: "ვინ არის ეს ტიპი და რა უფლებით აძლევს თავს უფლებას ასეთი რამ ილაპარაკოს ჩვენზე? საიდან მოეთრა".

მადრიდელებს ისევ ის სამი ფეხბურთელი არ ეყოლებათ "ატლეტიკის" წინააღმდეგ, რომელთა გამოჯანმრთელებას საშველი არ დაადგა: ესეკიელ გარაი ახლა უშინაურდება ვარჯიშებს, ფერნანდო გაგო სამშობლოში გადის აღდგენით კურსს, მას მომავალ კვირას ელიან ესპანეთში, კაკა ახლა მიდის ბრაზილიაში, რათა სპეციალისტმა მისი მუხლის მდგომარეობა შეამოწმოს. ასე რომ, "რეალს" ალბათ უცვლელი შემადგენლობით ვიხილავთ.

ბასკთა პრობლემა დისციპლინარული ხასიათისაა: კოიკილი, კარლოს გურპეგი და ჩაბიერ კასტილიო დისკვალიფიცირებულნი არიან და გუნდს "ბერნაბეუზე" ვერ დაეხმარებიან. აიტორ ოსიომ და იბაი გომესმა ჯერ ვერ მოირჩინეს ტრავმები, ფერნანდო ამორებიეტასა და გაისკა ტოკეროს მდგომარეობას ექიმები დღეს შეამოწმებენ და ხოაკინ კაპაროსს მხოლოდ ამის შემდეგ ეცოდინება შეძლებენ ისინი თამაშს თუ ვერა.

"ბარსელონა" ქვეყნის სამხრეთში მიემგზავრება და "ალმერიას" სტუმრობს. შეგახსენებთ, რომ კატალონიური კლუბი პრიმერაში მდევრის როლშია. ხოსეპ გვარდიოლას ინგლისიდან ტრავმით ჩამოუვიდა ერიკ აბიდალი, ფრანგის თამაში გამორიცხულია. არც გაბი მილიტო და ჟეფრენ სუარესი იქნებიან. დაცვის მარცხენა ფლანგს მაქსველი დაუბრუნდება. "ალმერიას" რიგებში საეჭვოა ალბერტ კრუსატისა და მოდესტე მბამის თამაში. ნიგერიელი კალუ უჩე კი ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, მაგრამ ნიგერიისა და ირანის მატჩი მოულოდნელად გაუქმდა.

შაბათის მესამე (უფრო ზუსტად კი პირველი თუკი ქრონოლოგიას მივყვებით) არანაკლებ საინტერესოა - სეზონის მეორე ვალენსიური დერბის (პირველი "ლევანტე"-"ვილიარეალი" იყო) დრო მოსულა, "ვილიარეალი" "ვალენსიას" მასპინძლობს. თამაში ხომ როგორც დერბი ისედაც საინტერესოა, ასევე მნიშვნელობას ჰმატებს გუნდების სატურნირო მდგომარეობა. ესპანეთში ამ გუნდების დაპირისპირებას ახლა მე-3 ადგილისთვის მატჩს ეძახიან.

ხუან კარლოს გარიდოს ყველა ფეხბურთელი ჯანზე ჰყავს, ვეტერანი მარკოს სენაც კი, რომელიც ბოლო დროს ტრავმას იშუშებდა. სტუმრებს არ ეყოლებათ ფრანგი მარცხენა მცველი ჟერემი მატიო. "ვალენსიას" ტრავმირებული ჰყავს ვეტერანი გოლკიპერი სესარ სანჩესი, საეჭვოა ხუან მატას და მეჰმეთ თოფალის თამაშიც.

ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტურის წინ

დღეს

ვილიარეალი-ვალენსია 21:00

ალმერია-ბარსელონა 23:00

რეალი-ბილბაო 01:00

ხვალ

ესპანიოლი-ერკულესი 20:00

დეპორტივო-მალაგა 20:00

ლევანტე-რასინგი 20:00

ოსასუნა-სპორტინგი 20:00

სევილია-მალიორკა 22:00

რეალ სოსიედადი-ატლეტიკი 00:00

ზეგ

ხეტაფე-სარაგოსა 00:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 11 9 2 0 28-5 29

2. ბარსელონა 11 9 1 1 25-8 28

3. ვილიარეალი 11 7 2 2 22-11 23

4. სევილია 11 6 2 3 18-17 20

5. ვალენსია 11 6 2 3 16-11 20

6. ესპანიოლი 11 6 1 4 9-13 19

7. ატლეტიკო 11 5 2 4 16-12 17

8. ბილბაო 11 5 1 5 19-18 16

9. სოსიედადი 11 5 1 5 14-14 16

10. მალიორკა 11 4 3 4 11-12 15

11. ხეტაფე 11 4 1 6 15-18 13

12. ოსასუნა 11 3 3 5 11-13 12

13. ერკულესი 11 3 3 5 11-16 12

14. რასინგი 11 3 2 6 9-16 11

15. დეპორტივო 11 2 5 4 8-15 11

16. მალაგა 11 3 1 7 15-22 10

17. სპორტინგი 11 2 4 5 10-17 10

18. ალმერია 11 1 6 4 8-10 9

19. ლევანტე 11 2 2 7 10-19 8

20. სარაგოსა 11 1 4 6 11-19 7

ბომბარდირები: 11 - რონალდო (რეალი); 10 - მესი (ბარსელონა); 8 - ლორენტე (ბილბაო); 7 - როსი (ვილიარეალი), ნილმარი (ვილიარეალი); 6 - იგუაინი (რეალი), ვილია (ბარსელონა), ტრეზეგე (ერკულესი); 5 - ნეგრედო (სევილია), ფორლანი (ატლეტიკო); 4 - დ. კასტრო (სპორტინგი), ვალდესი (ერკულესი), გაბილონდო (ბილბაო).

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო