უხელფასობის გამო მოედანზე გასვლას არც ”კოლხეთის” ფეხბურთელები აპირებენ
გუშინ ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელებმა პროფესიული ფეხბურთის ლიგას წერილით აცნობეს, რომ გუნდში არსებული ფინანსური პრობლემების გამო, 21 ნოემბერს "ზესტაფონთან" საშინაო შეხვედრაში მოედანზე გასვლას არ აპირებდნენ.

ინფორმაცია ”კოლხეთის” პრეზიდენტმა თემურ ბარქაიამ დაგვიდასტურა: ”სამწუხაროდ, ”ზესტაფონს” დუბლებით დავხვდებით. როგორია ჩემპიონატის ლიდერთან ბავშვებით თამაში?! თუმცა ერთი შეხვედრის წაგებას ვინ ჩივის, გუნდია გადასარჩენი. გვეგონა, ვითარება გამოსწორდა, ფოთის პორტი 100 ათასი ლარის ჩარიცხვას დაგვპირდა და ოქტომბერში 50 ათასი ანგარიშზე მართლაც დაგვიჯდა. დარჩენილი ნაწილს 15 ნოემბრისთვის ველოდით, მაგრამ იმედი არ გამართლდა.

”კოლხეთის” შესანარჩუნებლად ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ასეთ ვითარებაში ეს შეუძლებელია. გასვლითი შეხვედრებზე მივლინების, ტრანსპორტირების, საწვავის ვალი პირადად ავიღე და უკვე სერიოზული თანხა დაგროვდა. ამ დროს გუნდის მეპატრონეც არ ვარ, ყველა რესურსი ამოვწურე და ვერავის ვეღარაფერს ვთხოვ. ვისი შეწუხებაც შეიძლებოდა, ყველა შევაწუხე. ამასთან, სხვა გუნდებთან შედარებით ”კოლხეთს” გასვლით შეხვედრებში მეტი ხარჯიც სჭირდება - ფოთი ხომ დასავლეთში ყველაზე შორი ქალაქია. მოკლედ, არ ვიცი, ”კოლხეთი” როგორ გადავარჩინო. უმძიმესი ვითარებაა, 50 ათასი ლარით უმაღლესი, პირველი და ჭაბუკთა ლიგების გუნდებს ჯადოქარიც ვერ შეინახავს”.

ფინანსური გაჭირვების გამო, გაფიცვას ეროვნული ჩემპიონატის მომსახურე მსაჯებიც აპირებდნენ. მათ თვენახევრის ხელფასები ჰქონდათ ასაღები და 10 ნოემბერს ეროვნულ სტადიონზე საპროტესო შეკრება გამართეს. პროფლიგის პრეზიდენტი გია ფირცხალავა მათ დავალიანების გასტუმრებას ნოემბრის შუა რიცხვებამდე შეპირდა.

თუმცა მსაჯებმა თანხა 19 ნოემბერსაც ვერ მიიღეს, ”ლელოს” კი საქმეში ჩახედულმა პიროვნებამ აცნობა, შაბათ-კვირის შეხვედრებს მსაჯები არ მოემსახურებიანო. კომენტარისთვის სამსაჯო და სადამკვირვებლო განყოფილების უფროსს ლევან ფანიაშვილს მივმართეთ: ”როგორც ვიცი, თანხა ჩვენ ანგარიშზე ხვალამდე უნდა დაჯდეს. ტურის მატჩებზე მსაჯები დავნიშნეთ და ამის თაობაზე ყველა გაფრთხილებულია. თუ მოედანზე გასვლას არ აპირებენ, ხვალ გამოჩნდება. თუმცა, ვინც თამაშზე არ გამოცხადდება, მერე თავის თავს დააბრალოს”.

ისე, უპრიანი იქნება, მსაჯებმა აქცია ურჩი გადამხდელების ოფისებთან მოაწყონ - ჩვენი ინფორმაციით, საწევრო უმაღლესი ლიგის მხოლოდ ორმა გუნდმა გადაიხადა, დანარჩენი რვა კი, თითქოს უხილავი დირიჟორის ბრძანებით, ჯერ ამას არ თუ ვერ ახერხებს. არადა, ათიდან ოთხ გუნდს უჭირს და არა რვას, პროფლიგა კი მსაჯთა ხელფასებს სწორედ საწევროებით იხდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

tbiliskii
ხო ხვდება ეს ფირცხალავა რო ვერ გაქაჩა რას ჩაჭიდებია იმ სკამს ადგეს და წავიდეს,სანამ კარებს არ აუჭედავენ ჩვენთან წასვლა არ იციან
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა