"ჯორდებს" არ მოსწონთ "ნიუკასლის" ფრანგული დაჯგუფების გაძლიერება
"ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელის, ალან პარდიუს თქმით, დროა, კლუბმა აქცენტი ბრიტანელ ფეხბურთელებზე გააკეთოს. ამით ის გულშემატკივართა განწყობას გამოხატავს, რომლებიც სულ უფრო ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას იმით, რომ "სენტ ჯეიმს პარკზე" უფრო მეტი ფრანგულენოვანი ფეხბურთელი (10) ასპარეზობს, ვიდრე ინგლისურად მოლაპარაკე (8).

სიმართლე ითქვას, ფრანგული ექსპანსიის მომხრე თავის დროზე უშუალოდ პარდიუ იყო, ახლა კი, როგორც ჩანს, მას აღარ ხიბლავს ის შედეგი, რაც მიიღო. შედეგი კი ის არის, რომ ფეხბურთელთა შორის დაჯგუფებები ჩამოყალიბდა, რაც გუნდის ერთიანობას ხელს უშლის.

შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, 52 წლის სპეციალისტი "კაჭკაჭების" პრეზიდენტის რიგ გადაწყვეტილებებსაც გადასწვდა და განაცხადა, რომ მაიკ ეშლის ხანდახან არ ესმის, რა შედეგს გამოიღებს მის მიერ გადადგმული ნაბიჯები. ცხადია, უპირველესად, ის სპორტული დირექტორის პოსტზე ჯო კინეარის დანიშვნას გულისხმობს, ვისაც პარდიუსთან "ნიუკასლამდეც" ცუდი ურთიერთობა ჰქონდა:

- აუცილებელია, რომ ბრიტანელ ფეხბურთელებსაც გადავხედოთ წყალობის თვალით. როგორც ჩანს, გუნდში ძალიან ბევრმა უცხოელმა მოიყარა თავი. მაიკი ძლიერი პიროვნებაა, ის მთელი ცხოვრების განმავლობაში წარმატებულია ბიზნესში.

ამ მხრივ, შესაძლოა, ის გენიოსიც კი იყოს, მაგრამ ფეხბურთს რაც შეეხება, მისი ლოგიკა ხშირად არ მუშაობს. მაიკს ძალიან უყვარს "ნიუკასლი", თუმცა ხშირად ვერ აცნობიერებს, ამ სამყაროში რა და როგორ მუშაობს. ეს მას თავგზას ურევს. გაბრაზებულზე კი ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც, საბოლოო ჯამში, კლუბს ვნებს. არადა, მან ამ ორგანიზაციას იმდენი ამაგი დასდო, რომ ჩვენ ყველანი ვალში ვართ მის წინაშე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალან პარდიუს ენდი კეროლის "ნიუკასლში" დაბრუნების იმედი აქვს

"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
"ჩელსიმ" ლამაზი თამაშით მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაბრუნდა [VIDEO]
"კრისტალ პალასი": ალან პარდიუ გაუშვეს
"ნიუკასლის" არაბული მილიარდები იქოქება - მწვრთნელად 3 ტოპ სპეციალისტს განიხილავენ
"ვესტ ბრომვიჩის" ფეხბურთელმა გარდაცვლილი შვილის შეგინება ვერ მოითმინა [VIDEO]
ინგლისის ნაკრები: "სამი ლომი" ახალ მწვრთნელს ელის
"ნიუკასლს" არაბი მილიარდერების კომპანია ყიდულობს
პოჩეტინომ "ნიუკასლს" პირობა წაუყენა: იყიდეთ ის და მე გავხდები მწვრთნელი
ბანანის სროლა და შეურაცხყოფა - რა მოხდა ბულგარეთში საქართველოსთან მატჩამდე? - პარდიუ სასწრაფოდ წავიდა...
The Sun: ინგლისის ნაკრებს ალან პარდიუ გაწვრთნის
"ნიუკასლი" ბეილის სანაცვლოდ დიდ ფსონს ჩამოდის
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"ნიუკასლის" ფანები კლუბის მფლობელის წასვლას ითხოვენ
ბრიტანელი პოლიტიკოსები პრემიერს მიმართავენ: არ მიჰყიდო არაბებს "ნიუკასლი"!
მაიკ ეშლი "ნიუკასლს" ყიდის
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა