მოსკოვის "დრაკონებისა" და ინგლისური "სევენ ოუქსის" მასპინძლობის შემდეგ, ამჯერად თბილისს პოლონური "ოლდ ქროჯერსი" ესტუმრა
ქართული სამოყვარულო სარაგბო გუნდი "დევები" დამკვიდრებულ ტრადიციას არ ღალატობს და დროდადრო საერთაშორისო მატჩებს მართავს სხვადასხვა ქვეყნის მოყვარულ და ვეტერანთა გუნდებთან.

მოსკოვის "დრაკონებისა" და ინგლისური "სევენ ოუქსის" მასპინძლობის შემდეგ, ამჯერად თბილისს პოლონური "ოლდ ქროჯერსი" ესტუმრა.

"ბებერი ძუნწების" შემადგენლობა სხვადასხვა საერთაშორისო მისიით პოლონეთში მოღვაწე ირლანდიელი, შოტლანდიელი, ინგლისელი და ფრანგი ვეტერანი მორაგბეებით არის დაკომპლექტებული და საკმაოდ სერიოზულ ძალასაც წარმოადგენს, რისი მომსწრეც "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" შეკრებილი 200-მდე გულშემატკივარიც გახდა.

მატჩის წინ გადაწყდა, რომ მოწინააღმდეგეები საჯარიმოებს კარში არ დაარტყამდნენ და ხელდახელ ითამაშებდნენ, ხოლო ტაიმის ხანგრძლივობა 30 წუთი იქნებოდა.

შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და პირველივე წუთებიდან ეშხიანი რაგბი გაჩაღდა. ორივე გუნდის მორაგბეები ცდილობდნენ, ლამაზი საშემსრულებლო ოსტატობის ხარჯზე გასულიყვნენ ფონს და ლაღად ეთამაშათ.

"დევების" თამაშს ცხრა ნომრის პოზიციიდან უნარიანად ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალზელანდიელი მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, რომელმაც თავისი განხორციელებული სოლო-რეიდებით და თავგანწირული თამაშის წყალობით არაერთხელ მოსწყვიტა ტაში ტრიბუნას.

სტუმართა რიგებში საკმაოდ უნარიანად ირჯებოდა შუამარბთა დუეტი. გამორჩეული იყო ასევე საფრანგეთის ნაკრების უკანახაზელ ორელიან რუჟერის უფროსი ძმა ბატისტი.

უშეღავათო ბრძოლაში განვლილმა პირველმა ტაიმმა, მოულოდნელად, მოპოვებული ქულების გარეშე ჩაიარა, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში თამაში გაიხსნა.

43-ე წუთზე დაცვაში მყოფმა "ოლდ ქროჯერსმა" რაკში ბურთი მოიპოვა და სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო. ირლანდიელმა შონ დოილმა ცრუმოძრაობებით ერთბაშად რამდენიმე მოწინააღმდეგეს აუარა გვერდი და ლელო ძელებს შუა გაიტანა. სტუმრებმა გარდასახვა ზუსტად ვერ გაიტანეს - 0:5.

მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა გია ჭუმბურიძემ რამდენიმე დროული ცვლილება განახორციელა, რამაც შედეგი მყისიერად მოიტანა.

"დევებმა" ხუთი წუთის ინტერვალით ორი ლელო გაიტანეს და ანგარიშში დაწინაურდნენ - 10:5.

იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ქართული გუნდი მოახერხებდა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებას და გამარჯვებასაც იზეიმებდა, თუმცა შეხვედრის ბოლო წუთზე "ბებერმა ძუნწებმა" სწრაფად გაათამაშეს მოპოვებული საჯარიმო საკუთარ 22-მეტრიანი ზონის ხაზთან და ხელდახელ შემოუტიეს.

პოლონური გუნდის შუამარბების დუეტმა შესანიშნავი ორსვლიანი კომბინაცია გაითამაშა, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მათ ამჯერადაც იოლად გადალახეს მეტოქეთა წინააღმდეგობა და ანგარიშის გამთანაბრებელი ლელო გაიტანეს.

"ოლდ ქროჯერსის" სათადარიგოთა სკამი ამღერდა - KING STIVEN. სიმღერის ფონზე სტუმრებმა გარდასახვაც იოლად გაიტანეს და "დევებს" თავის არსებობის ისტორიაში პირველი საერთაშორისო მარცხი აგემეს - 12:10.

მატჩის დასრულების შემდეგ ტრადიციული მესამე ტაიმი გაიმართა, სადაც "დევები" უდავო ფავორიტის სტატუსით იმყოფებოდნენ და, რაღა თქმა უნდა, გაამართლეს მოლოდინი.

მილტონ ჰეიგი, "დევების" მორაგბე:

"ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში რაგბის განვითარებისათვის ასეთი მატჩების გამართვა და ქართული კლუბებისთვის საერთაშორისო დონეზე ხშირი ასპარეზობა. უკვე მესამედ ვითამაშე "დევების" მაისურით და უდიდესი სიამოვნებაც მივიღე. მოედანზე ორი თანაბარი ძალის მეტოქე იყო და სანახაობრივი მატჩი გამოვიდა".

შონ დოილი, "ოლდ ქროჯერსი":

"საქართველოში უკვე სამი დღეა რაც ვიმყოფებით და მასპინძელთა მხრიდან უდიდესი სითბო და ყურადღება ვიგრძენით. გამართული მატჩიც მშვენიერი გამოვიდა, უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა და იოლად არავინ არაფერს თმობდა... შესანიშნავი ვოიაჟი გამოვიდა, ბევრი კარგი ადამიანი გავიცანით და დავმეგობრდით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" | ინგლისური გაკვეთილი "ნორთჰემპტონისგან"
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - კონფლიქტის ზღვარზე? მბაპემ და დემბელემ ერთმანეთის მიმართ მოულოდნელი სიტყვები გაცვალეს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან