სამწუხაროდ, ისღა დაგვრჩენია, მხოლოდ "თეთრი შურით" ვუყუროთ მუნდიალის საგზურის მოპოვებით გაბედნიერებულ ბოსნიელებს
15 ოქტომბერს ევროპაში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ბრაზილიაში გასამართი მუნდიალის საგზური 9 ევროპულმა ქვეყანამ გაინაღდა (იხილეთ ვრცლად).

ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს ისტორია "შტუტგარტის" ფორვარდმა ვედად იბიშევიჩმა შეუქმნა - მისი ერთადერთი გოლის წყალობით სლავებმა სტუმრად ლიტველები დაამარცხეს და პირველ ადგილზე დაასრულეს შესარჩევი ციკლი.

ის, რაც 15 ოქტომბრის საღამოს სარაევოს ქუჩებში ხდებოდა, სიტყვებით ძნელი გადმოსაცემია და თანაც, ამისთვის ვიდეო არსებობს. ჩვენი კი, ისღა დაგვრჩენია, მხოლოდ "თეთრი შურით" შევხედოთ მუნდიალის საგზურის მოპოვებით გაბედნიერებულ გულშემატკივართა არმიას.

ეჰ, ნეტავ, თბილისის ქუჩებში როდის დადგება მსგავსი დღესასწაული?..

იხილეთ ვიდეო

ukr
სტატიის ავტორს:რომ წერთ ...ეჰ, ნეტავ, თბილისის ქუჩებში როდის დადგება მსგავსი დღესასწაული?...როგორ,საქართველოს სხვა ადგილ-ქუჩებში გლოვა ხომ არ იქნება???!!! ძალიან გთხოვთ,დაუკვირდეთ საკუთარი "შედევრის" შინაარსს,საქართველო მარტო თბილისი არ არის!!!!!!
qutaiseli
მწვრთნელი უხელფასოდ მუშაობდაო თან გუნდთან რომელიც საქართველოს ნაკრებზე მაღლა დგას აი ეს არის საქმის სიყვარული და ქვეყნის დაფასება ვენაცვალე ამ ხალხს აქ ვინც წერს სკოლები არარი საფეხბურთო საქართველოშიო ყიფოს და შენგელიას დროს სად იყო ბევრი სკოლები მაგრამ იყვნენ კარგი სელექციონერები და მწვრთნელები რომლებიც სულს და გულს დებდენ ბავშვებში და იყო შედეგიც თორე ამდენი სკოლა მე 50 წლის ვარ და არ მახსოვს რომ ყოფილიყო იმ დროში.ეს არი მთავარი ხარისხი და არა მაყუთი.ათასი აკადემია რო ააშენო თუ მწვრთნელი და სელექციონერი არ გივარგა კაპიკია ფასი ბავშვებში ნიჭის დანახვის უნარი და მისი სწორად გაზრდის თავი თუარააქ მწვრთნელს ისე არაფერი არ გამოვა.
მამუკა
თუ ვინმე დამისახელებს ერთ ფაქტს მაინც კაცობრიობის ისტორიაში,რომ შენობა სახურავიდან აეშენებინოს ვინმეს ბოდიშს მოვიხდი იმ მშენებლების წინაშე.ბოდიშს მოვიხდი ფეხბურთის იმ სპეციალისტების წინაშეც ვინც ფიქრობს,რომ ბავშთა ფეხბურთის დღევანდელი დონით ჩვენს ფეხბურთს რაიმე პერსპექტივა აქვს.
Jaba

saqartvelo
მურტალოს - - - არადა ქეცბაია სანამ მივიდოდა, როგორ წინ ვიყავით, ისეთი საფეხბურთო ნაკრებებს, როგორიცაა: საფრანგეთი, ესპანეთი, ხორვატიას და ასე შემდეგ მათსავე მოედანზე ვამარცხებდით, ჯგუფში ყოველთვის მინიმუმ მე-3 ადგილს ვიკავებდით, ადგილს ვიკავებდით, ახლა კი საფრანგეთთან საკუთარ მოედანზე მხოლოდ ნულოვან ფრეს ვჯერდებით, ხორვატიას მხოლოდ საკუთარ მოედანზე გაჭირვებით ვამარცხებთ და ესპანეთთან საერთოდ ორივე მატჩს ვაგებთ. აბა რა ქეცბაია უნდა გადადგეს . . . . :)
pele
ქეცბაია რა შუაშია, საფეხბურთო სკოლა საქართველოში არაა წესიერი და ინფრასტრუქტურა. სად უნდა გაზარდო საფეხბურთო ნიჭი? ქუჩაში თუ მინდორში? რაც არ არის რა უნდა მოჰკლას? მთელი სისტემაა შესაცვლელი.
murtalo
თქვენი არ ვიცი, და ჩემთვის ზღვა სიხარული ის იქნება ქეცბაიას გაპანჩურების შესახებ სიახლეს რომ წავიკითხავ თქვენს სიახლეებში...ნუთუ ასე დაუსრულებლად უნდა კლას ქართული საფეხბურთო ნიჭი?!...არ თქვათ მის მსგავსად არ გვყავს ფეხბურთელებიო, ჯობია დამუნჯდეთ...არ არის ყველაფერი სათანადო დონეზე, მაგრამ ფეხბურთელებიც გვყავს და მწვრთნელებიც, ეს კიბო მოგვაცილეთ და მალე ნახავთ რისი შნოც გვაქვს!
ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე