გოჩა თანდარაშვილის სიბრძნე სიცილისა
ოქტომბერში ნაკრების თამაშების მერე ვფიქრობდი, ნეტავ მალე დამთავრებულიყო 2010, წაუგებლები ვიქნებოდით მთელი წელი და შეიძლება უმნიშვნელო, მაგრამ მაინც სასიამოვნო ფაქტი იქნებოდა-თქო. ახლა მინდა, დიდხანს გაგრძელდეს ეს წელიწადი. აღარ მეშინია. ისე, ჩვენი ნება არაა? დავარქვათ, რომ ხორვატიასთან თამაში 2011 წელს კი არა, 2010 წლის მეორე მარტს გვაქვს და ისევ ისე გავაგრძელოთ...

- როდესაც გაზეთში არ ვწერდი, გული მწყდებოდა ხოლმე, რომ ჩემ აზრს ვერ გამოვთქვამდი ყველას წინაშე, მითუმეტეს, ისეთ დღეებში, გახარებული რომ ხარ და გინდა, ყველას გააგებინო ამის შესახებ, თან დაუსრულებლად ილაპარაკო (მგონი, ქართველების ერთ-ერთი საყვარელი თვისებაა). აჰა, ახლა მაქვს ამის შანსი, მაგრამ ცოტა სხვანაირად გამოვიყენებ. ჩემს გარდა იმ ხალხსაც ვალაპარაკებ, ვისაც ალბათ იგივე სურვილი აქვს, რაც მე მქონდა ხოლმე.

მოკლედ, ისე მოხდა, რომ სლოვენიასთან თამაშს სამსახურში ინტერნეტით ვუყურე. აგერ, გუშინდელ ნომერში, "ლელოს" ჟურნალისტ ვაჟა სიმონიშვილს დაუწერია, თან კალათბურს ვუყურებდი და თან ფეხბურთსო. მე უფრო მეტი ავიღე საკუთარ თავზე. ჩვენი ნაკრების თამაშს ხომ ვუყურებდი, თან ინგლის-საფრანგეთის მატჩის ფანჯარაც მქონდა გახსნილი და თან ინტერნეტით მეგობრები ერთმანეთს ჩვენი ბიჭების თამაშზე აზრებს ვუზიარებდით. მე თვითონ საწერი და სათქმელი მრავლად მაქვს, მაგრამ ძალიან მომინდა, რომ ის აზრები წაგაკითხოთ, რაც თამაშის დროს და მისი დამთავრებიდან კაი ხნის განმავლობაში სხვადასხვა ადამიანების მიერ ერთ-ერთი საიტის ჩემ გვერდზე დაიწერა. მგონი ყველაზე ნაღდი და ალალი ეს იქნება. ერთსაც დავამატებ, ცხადია, ყველა მესიჯს არ დავწერ, მაგრამ იმიტომ არა, რომ რამე არაკორექტული იყო, როგორც ჩანს, როცა რაღაც გიხარია, სალანძღავ სიტყვები სულ გავიწყდება კაცს (ასეთი სიტყვების საკმაოდ დიდი მარაგის მქონე ქართველებსაც კი). ფრჩხილებში კომენტარები ჩემი იქნება. ყველაფერი გურულის გოლის შემდეგ იწყება (ახლა დავაფიქსირე, აქამდე ჩუმად ვყოფილვართ):

- გენაცვალეეე, ამ კაცის მაიკა მაქვს !!!!!

- (დაახლოებით 1 წუთში):

- აეეეეე, ქართული სასწაულიიიი!

- ასეთი რაღაც ჩვენ ისტორიას არ ახსოვს - 2 წუთში 2 გოლი - გასვლაზე!!!

- აბაა. არ ჩაგვშხამდეს რააა.

- დაცვაში არ ჩადგეს და შევინარჩუნებთ.

- აუ, დაცვას აძლიერებს ტო! კანკავა კი უთამაშებელია და ვერ გაძლებდა ალბათ ბოლომდე, მაგრამ ცენტრია ახლა მთავარი.

- ჰო, გეთანხმები, აუ, გავძლებთ!

- ნახე, ბავშვებმა რა გაუკატავეს?: (

- მაგარია ძალიან. საღოლ ოქრიაშვილი, გურული კარგია.

- 5 წუთი დარჩა მოგებამდე. უჰ, მაკანკალებს.

- უჰ, "სუდია", გენაცვალე ბრიტანულ სამართალში (ეს უეჭველი იმის მერეა, მსაჯმა სიმულაციისთვის სლოვენიელი რომ გააფრთხილა).

- არ გამოვიდნენ ეს სლოვენიელებიც იტალიელი აფერისტები? ( ყოჩაღ მსაჯი!

- ეგეც შენი მსოფლიოზე ნათამაშები ნაკრები. თან რა "სასტავით" ვართ ტო!

- გილოცავთ, მოვიგეთ!

- ბრავოოო! აი, ეგრე!

- ჯანომ ისე წყნარად დაარტყა და გაიტანა, გეგონება კაი გამოცდილი ვეტერანი ურტყამსო. არადა, წესით, სკოლის მოწაფე უნდა იყოს.

- შემეშინდა ისე მაგ მომენტის, ნელა გააკეთა ყველაფერი, მაგრამ იცოდა რა...

- 1:1 ველოდი და 2:1 მოვიგეთ. ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ აზრზე, რა კარგი ყოფილა ასეთი მოგება.

- აბააა, არაქართულად მოვიგეთ.

- აეეეე, საღოლ ბიჭებო, აეეეეეეე (ეს კახაა ალანია, ჩვენი რაგბის ნაკრების ყოფილი მოთამაშე. დღესაც იგივეს იყვირებს ალბათ)

- თან ვისთან, თან სტუმრად, თან ვაგებდით, თან მოვიგეთ, თან ერთ წუთში......... მადლობააა!!!

- მადლობა კი არა, უდიდესი მადლობა!!!

- მაგარი იყო. ბრავისიმო ქეცბა!

- სლოვენია (A) – საქართველო (B) 1:2. ალბათ ეს შეეფერება ამ თამაშს.

- ამ თამაშის წყალი გადმოგვსხმოდეს შემდეგ თამაშებშიც ვედროებით.

- ჯიგრები არიან. გაიხარეთ ბიჭებო (ეს ზაზაა ფაჩულია).

- ჰა, ზაზა, რაღაც ისეთი ქვეყანა ვხდებით რა... მორაგბეებმა დაიწყეს, თქვენ გააგრძელეთ, იქით წყალბურთმა აიდგა ფეხი, აგერ მგონი აქაც გვეშველა და... უჰ, ცუდად ვხდები მომავალი წლის შემოდგომაზე რომ ვფიქრობ): რაგბის მსოფლიო თასი, კალათბურის ევროპა, ფეხბურთის შესარჩევების ბოლო თამაშები... აეეეეეეეეეეეეეეე...

- ლორია, კაშია, ხუბუტია, კვირკველია, ხოჯავა, კანკავა, კაკუბავა... მე ამათ გამოვარჩევდი. მერე ამათ დაემატებათ გოგუა, კვეკვესკირი, ყენია, გვაზავა და ვინ გაგვაჩერებს ჰა? ( (ხომ ეტყობა, ეს ჩემი მეგრული წარმომავლობის მეგობარი ხუმრობს).

ელიავაც იყო გამოძახებული (

- ეჩებერია დაბერდა თორემ, ეგეც კარგი იქნებოდა.

- (ამ დროს უკვე ჩემმა მეგობარმა თავის გვერდზე თემურ ქეცბაიას სურათი დადო და ტალღამ იქით გადაინაცვლა).

- აუ, ამას ვენაცვალე მე. მაგარი კაცია ძალიან.

- მეც ვენაცვალე, კაი ხნის წინ უიმედოდ დაკარგულ ემოციას თუ დავიბრუნებდი, არ მეგონა.

- შენც ჩემსავით შოკში ხარ? ხვალ თეთრ ბილეთს ვიღებ

- ხალხნო, ახლა სამჯერ დააკაკუნეთ ყველამ. მგონი, ჩვენ ქვეყანაში ფეხბურთი იწყებს დაბრუნებას და...

- წავედი, დავიძინე. სიზმარში ნაკრებს და ქეცბას ვნახავ, ალბათ. კარგად.

- ქეცბა ქართული საფეხბურთო ჯარის გენერალია!

- უამაყესი ვარ!

- ქეცბა, შენ თუ გაგიხარდება, ყველანი გავმელოტდებით და მერე მელოტი, მაგრამ გამარჯვებულის ფსიქოლოგიის ნაკრები ვიყოთ. ჭკვიანი და იღბლიანი!

უჰჰ, აბა შაბათსაც შევირგოთ მოგება.

ვინც დღეს, ანუ შაბათს, დღის 2 საათამდე კითხულობთ ამას, სტადიონზე სანამ წახვალთ (და ვიცი, რომ წახვალთ), მეგობრებს შეეხმიანეთ, დღეს ბევრი უნდა ვიყოთ! და ვინც 4 საათის მერე კითხულობთ (აბა, 2-დან 4-მდე საკითხავად არ გეცლებათ), რა დროს კითხვაა, რაგბის მოგების მერე რამდენიმე კათხა ლუდს და მეგობრებთან ჯიგრული თამაშის ხმამაღლა გარჩევას რა ჯობია?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
მუსიალამ ბოლო სამ დღეში მოედანზე გონება მეორედ დაკარგა - ფეხბურთელმა ამის მიზეზი ახსნა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს