ქუთაისური კლუბის აღმასრულებელი დირექტორი გოგა პაპიაშვილი: ეს არის მზარდი გუნდი, რომელიც შედეგს ეტაპობრივად მიაღწევს
ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული "ტორპედო" ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია. ქუთაისური გუნდი დინამიკურ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს.

თუ სამიოდე თვის წინათ "ტორპედოს" მიმართ ყველა სკეპტიკურად იყო განწყობილი, ახლა ის მომავლის გუნდად მიიჩნევა...

რა მიზნები აქვს ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელობას და როგორ აპირებენ გუნდის განვითარებას?

ამის თაობაზე კლუბის აღმასრულებელი დირექტორი გოგა პაპიაშვილი გვესაუბრება.

- თავდაპირველად, მიმდინარე ჩემპიონატში "ტორპედოს" გამოსვლა შევაფასოთ. გაახალგაზრდავებული გუნდისგან ასეთ სტარტს არავინ ელოდა და, ალბათ, კლუბის ხელმძღვანელობასაც არ აქვს უკმაყოფილების საბაბი...

- გეხსომებათ, ჩვენ მიერ განხორციელებულმა პროექტმა პირველ ეტაპზე დიდი პროტესტი და ვნებათაღელვა გამოიწვია. ვიცით, რომ ეს იყო არაპოპულარული გადაწყვეტილება და ის პროტესტიც, რაც გუნდის რეორგანიზაციას მოჰყვა, ლოგიკური იყო. მაგრამ მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს არის ის გზა, რომელმაც ქართული ფეხბურთი უნდა გააძლიეროს.

ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაზე კარგი გამოსავალი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე დაყრდნობა და მათი განვითარებაა. სამი წლის განმავლობაში, რაც "ტორპედოში" ვმუშაობ, ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი გავიცანი და მათ შორის მეგობრებიც შევიძინე, მაგრამ ფაქტია - ქართულ ფეხბურთს "სისხლის გადასხმა" სჭირდება. ახალი სახეები თუ არ გამოჩნდნენ და მათ შანსი არ მიეცათ, შორს ვერ წავალთ.

ვიცი, რომ ჩვენს გულშემატკივარს მომენტალური შედეგი ურჩევნია ლოდინს, მაგრამ ჩვენთვის მთავარი - სტაბილური, ახალგაზრდა გუნდის ჩამოყალიბებაა, რომელსაც ძლიერი ბირთვი და დასაყრდენი ეყოლება.

- გულშემატკივართა ერთი ნაწილი დღესაც მიიჩნევს, რომ "ტორპედოს" მფლობელებმა ეს ნაბიჯი იმისთვის გადადგეს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებით ევაჭრათ...

- იმასაც ამბობდნენ, "ვისოლი" კლუბიდან მიდისო... მოკლედ, ტყუილ-მართალი ერთმანეთში აირია. რეალურად კი, ჩვენი მიზანი გუნდის გაახალგაზრდავება და განვითარება იყო.

არ მინდა, ვინმემ იფიქროს - რადგანაც გუნდი წარმატებით თამაშობს, ასე ხმამაღლა ამიტომაც ვლაპარაკობ. მე თავიდანვე მქონდა ამ ბიჭების იმედი და დარწმუნებული ვიყავი, რომ სირთულეები მალე დაიძლეოდა. ახალგაზრდებზე აქცენტი იმის გამო არ გაგვიკეთებია, რომ ვინმე გავყიდოთ და ამით ფული ვიშოვოთ. ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ, ფეხბურთი ითამაშონ, თავიანთი შესაძლებლობები დაამტკიცონ და როცა ჩვენს ჩემპიონატში ამოწურავენ საკუთარ თავს, მერე ჩვენ თავად დავეხმარებით, რომ უკეთეს ლიგასა და კლუბში გააგრძელონ კარიერა.

"ტორპედოს" ფეხბურთელების 95%-ს კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს. ეს არის ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მათ უნდა დაამტკიცონ, თუ რა სიმაღლეზე შეუძლიათ თამაში...

სხვათა შორის, ამას წინათ საქართველოში იმყოფებოდა "ორჰუსის" სპორტული დირექტორი, დანიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ბრაიან სტეენ ნილსენი, რომელიც ჩვენი გუნდის ვარჯიშს დაესწრო. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ნილსენი ხვალვე დანიაში რომელიმე ჩვენს ფეხბურთელს წაიყვანს. "ორჰუსთან" თანამშრომლური ურთიერთობები გვაქვს, რაც სამომავლოდ კონკრეტულ საქმეებში აისახება.

- 8 ტურის შემდეგ "ტორპედო" მეორე პოზიციაზეა და ლიდერ "დინამოს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. მართალია, ჯერ ნაადრევია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ სტარტიდან გამომდინარე, ქუთათურებს საჩემპიონო მარათონში ჩაბმის რეალური შესაძლებლობა აქვთ. უმაღლესი მიზნის მისაღწევად გუნდის გაძლიერებას ხომ არ გეგმავთ?

- მადლობა მინდა გადავუხადო "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელ ჟერარდ სარაგოსას და მთლიანად გუნდის სამწვრთნელო შტაბს, რომლებმაც დიდი სამუშაო ჩაატარეს და გაახალგაზრდავებული "ტორპედო" ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად აქციეს.

ყოველდღიურად ვხედავ, თუ როგორ შრომატევად სამუშაოს ასრულებენ ვარჯიშებზეც და მის შემდეგაც. მატჩის წინ კი მეტოქეზე დაწვრილებით აგროვებენ ინფორმაციას, ერთი შეხედვით - უმნიშვნელოსაც კი, მოწინააღმდეგეს ბოლომდე სწავლობენ და გუნდს მათ სისუსტეებს აცნობენ. მოხარული ვარ, რომ "ტორპედოში" ასეთი პროფესიონალები გვყავს.

"ტორპედოს" ხელმძღვანელობა მწვრთნელების კომპეტენციაში არასდროს ერეოდა და ახლაც სარაგოსას მოქმედებისთვის სრული თავისუფლება აქვს მინიჭებული. თუ ის ჩათვლის, რომ გუნდს ახალი ფეხბურთელები სჭირდება, განვიხილავთ ამ საკითხს და გადაწყვეტილებასაც მივიღებთ.

არ დავმალავ და, "ტორპედოს" კარგი სტარტი ჩვენთვისაც სიურპრიზი იყო. მიმაჩნია, რომ ეს არის მზარდი გუნდი, რომელიც შედეგს ეტაპობრივად მიაღწევს. სეზონის წინ მწვრთნელებისთვის კონკრეტული მოთხოვნები არ წაგვიყენებია, თუმცა ასეთ სასიამოვნო სიურპრიზებზე, რა თქმა უნდა, უარს არ ვიტყვით.

- ერთი თვის წინათ "ტორპედოში" ორი ბრაზილიელი ფეხბურთელი ვარჯიშობდა. რას გვეტყვით მათთან დაკავშირებით? ლეგიონერებით გაძლიერებას ხომ არ გეგმავთ?

- ორი ბრაზილიელი ფეხბურთელი იყო ჩამოსული, გუნდთან ერთად ივარჯიშეს, მაგრამ უკანვე გაბრუნდნენ. როცა უცხოელს იწვევ, ის ორი თავით მაინც უნდა სჯობდეს ადგილობრივ ფეხბურთელს. თუ თანაბარი დონისანი არიან, მაშინ სჯობს, ისევ აქაურს ჰქონდეს თავის გამოჩენის შანსი. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი სპორტული დირექტორი გუგა კაჭახიძე, რომელიც აქტიურადაა ჩართული სელექციის საკითხებში.

- დღევანდელი გუნდის ლიდერად ვინ მიგაჩნიათ?

- ჩემის აზრით, ლიდერი მთლიანად გუნდია! ჩვენი წარმატება გუნდურ თამაშშია, ჟერარდ სარაგოსას მიერ გაკეთებული ტაქტიკური მონახაზები არ გვაძლევს რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევის საშუალებას, ყველა მონდომებულია, რომ კარგად ითამაშოს და გუნდს წარმატება მოუტანოს. თითოეული გამარჯვება თითოეული ფეხბურთელის დამსახურებაა.

- "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ ინფრასტრუქტურის გასავითარებლად დიდი სამუშაო გასწია. ამ მხრივ კიდევ ხომ არ არის სიახლეები?

- ულტრათანამედროვე დონეზე კეთდება "ტორპედოს" ბაზაზე არსებული სამზარეულო. 1-ელ ნოემბერს იგეგმება გახსნა და ყველა იხილავს, თუ როგორ პირობებში იმყოფება ჩვენი გუნდი... ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ზამთრის შეკრებასთან დაკავშირებით.

სავარაუდოდ, გუნდი კვიპროსში მოემზადება, თუმცა გვაქვს სხვა ვარიანტებიც და სადაც უკეთესი სპარინგ-პარტნიორები გვეყოლება, იქ გავემგზავრებით...

ბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წარმატებები ვუსურვო ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელს ვაჟა ტაბატაძეს, რომელიც მალე ჯვარედინი იოგების ოპერაციას გაიკეთებს. ამ საქმეში დიდი დახმარება გაგვიწიეს შოთა და არჩილ არველაძეებმა, მათი რჩევითა და შუამდგომლობით ტაბატაძეს ოპერაციას სტამბულში გავუკეთებთ.

იმედია, რეაბილიტაციის კურსის გავლის შემდეგ ვაჟა "ტორპედოს" კვლავ დიდ სამსახურს გაუწევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

koka
ტორპედო "ამართლებს" იმიტომ რომ ქართული ფეხბურთის დონე დაბალია და არა იმიტომ რომ წარმატებული ექსპერიმენტია.
L.E.S
"ულტრათანამედროვე დონეზე კეთდება "ტორპედოს" ბაზაზე არსებული სამზარეულო"......სამზარეულო მაგარი ხაზგასასმელია.....:). "ულტრათანამედროვე დონეზე კეთდება "ტორპედოს" ბაზაზე არსებული: სატრენაჟორო დარბაზი...საცურაო აუზი....ახალი სტადიონი" ეს იქნებოდა მაგარი
გივი-გაგა
სამი წლის მერე ისევ ლოკომოტივიდან ავიყვანთ ბავშვებს? აკადემია, აკადემიაო , ალბათ ჩაილულის წყალი დალია აკადემიამ ხსენებაც აღარაა. ბავშვთა ფეხბურთშიც უნდა ჩაიდოს ფული.
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"საქართველო საოცარი ქვეყანაა, მათ რუსები არ მოსწონთ და ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვთ" - ინტერვიუ "გაგრას" უკრაინელ ფორვარდთან
"იბერიამ" "ლეგანესიდან" მცველი დაიმატა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ქუთაისის "ტორპედო" - მატება მოსკოვიდან
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
თბილისის "ლოკომოტივი", შესაძლოა, გიორგი დევდარიანმა გაწვრთნას
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
დინამო (თბ)-ლოკომოტივი 3:1 - კიტეიშვილის ჰეთ-თრიკით [VIDEO]
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
თბილისის "ლოკომოტივი": გიორგი დევდარიანის კანდიდატურა განიხილება
უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
გიორგი დევდარიანი ახალ გუნდს აანონსებს: ყველაფერი შეიცვლება!