ისტლენდელები 5 ფეხბურთელის გაყიდვით 50 მილიონი ფუნტის მოხვეჭას აპირებენ

„მანჩესტერ სიტიმ“ გადაწყვიტა იანვარში, როდესაც სატრანსფერო ბაზრის კარი გაიღება, 5 ფეხბურთელის გაყიდვით 50 მილიონი ფუნტი იშოვნოს. ლაპარაკია ემანუელ ადებაიორზე, შონ რაიტ-ფილიპსზე, უეინ ბრიჯზე, როკე სანტა კრუსსა და ჟოზე.

ამათ შეიძლება მეკარე შეი გივენიც მიამატონ, მაგრამ მისი ფასი 7 მილიონი ფუნტია და პენი არ დააკლდებაო, ამბობენ ისტლენდელები. საინტერესოა, რომ ექვსივე ჩამოთვლილი ფეხბურთელი რობერტო მანჩინის წინამორბედის მარკ ჰიუზის ნაყიდია და მათში კლუბს 87, 5 მილიონი ფუნტი აქვს გადახდილი.

ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ ეს მოთამაშეები მიმდინარე ჩემპიონატში ძალიან იშვიათად ხვდებიან „სიტის“ ძირითად შემადგენლობაში და მეტიც, მანჩინის აზრით ზოგი მათგანი დანარჩენ ფეხბურთელებზე უარყოფით გავლენას ახდენს. პრესისთვის ცნობილი გახდა, რომ გასაყიდთა სია მწვრთნელს კლუბის აღმასრულებელმა შეფმა გერი კუკმა და თავმჯდომარემ ხალდუნ ალ მუბარაქმა აბუ დაბიში, მეპატრონე შეიხ მანსურთან გამგზავრების წინ გამოართვეს. კუკმა და ალ მუბარაქმა შეიხს მანჩინის სხვა გეგმებიც ჩაუტანეს განსახილველად. მათ შორის არის „ვოლფსბურგიდან“ ედინ ძეკოს 35 მილიონ ფუნტად ყიდვაც. ყველაზე ძვირად მანჩესტერელები, რასაკვირველია, ადებაიორისა და სანტა კრუსის გაყიდვას აპირებენ.

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"