ცხინვალის "სპარტაკმა" "ვიტ ჯორჯიასთან" სტუმრად დამსახურებულად გაიმარჯვა

მერაბ კოჭლაშვილმა სტადიონზე შეკრებილი რამდენიმე ათეული მაყურებელი მატჩის დაწყებისთანავე გააოცა: "ვიტ ჯორჯიას" მთავარმა მწვრთნელმა თავდასხმაში მარჯვენა მცველი გიგა ბეჭვაია და უკანდახეული ფორვარდი ჯაბა ლიპარტია დააყენა, თავდამსხმელები ბესიკ ჩიმაკაძე და ბექა ზაქრაძე კი სათადარიგოებში დატოვა. მართალია, ბეჭვაიას მარჯვენა ფლანგის შემტევად 4-3-3 განლაგებაში აქამდეც უთამაშია, მაგრამ მისი ასეთი "დაწინაურება" მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.

მოვლენებს გავუსწრებთ და მატჩის შემდეგ ბატონ მერაბს ამ გადაწყვეტილებების ახსნა ვთხოვეთ - უხალისოდ გვიპასუხა, ასე ჩავთვალე საჭიროდო და გასახდელს მიაშურა. აღარ ჩავძიებივართ, მწვრთნელი აუტსაიდერთან საშინაო მარცხით განერვიულებული იყო და ისედაც, მას ექსპერიმენტის უფლებას ვერავინ წაართმევს.

ვერც იმას დავიჩემებთ, რომ წაგება სწორედ ექსპერიმენტის ბრალი იყო, მაგრამ ფაქტია, "ვიტ ჯორჯიამ" კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა, ცხინვალის "სპარტაკმა" კი დამსახურებულად გაიმარჯვა. უპირატესობის მიუხედავად, ვეტერინარები რეალურ საგოლე მომენტს ვერ ქმნიდნენ, ცხინვალელები კი ეფექტურ კონტრშეტევებს ახორციელებდნენ.

მასპინძლებს არც იღბალი სწყალობდათ: მე-13 წუთზე "სპარტაკის" მეცამეტე ნომერმა ვალერი ბოლქვაძემ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო შეასრულა, ბურთს ვერც ცხინვალელები შესწვდნენ, ვერც მასპინძელთა მცველებმა და მეკარემ მოიგერიეს და ბადე შეირხა - 0:1. მატჩის შემდეგ ბოლქვაძემ გაგვიმხილა, ეს ეფექტური საჯარიმო ვარჯიშებზე დაამუშავეთო.

ცხინვალელთა სტანდარტულებს ვარჯიშებზე დამუშავება მართლაც ეტყობოდათ და აკი არასტანდარტულადც ასრულებდნენ - ეს ისე, "სპარტაკის" მომავალი მეტოქეების საყურადღებოდ. მაგალითად, 25-ე წუთზე შოთა კაშიამ ჩაწოდების ნაცვლად ბურთი კარში გაგზავნა - ამჯერად მიქაბერიძემ საიმედოდ ითამაშა.

პირველ ტაიმში ვიტჯორჯიელთაგან ყველაზე სახიფათო მომენტი ჯაბა ლიპარტიამ შექმნა - ბურთი კარს ოდნავ აცდა. ტაიმის მიწურულს "სპარტაკს" გიორგი ალავიძე და გიორგი ბაბულაიძე დაუშავდნენ და ცხინვალელთა თავკაცმა ბადრი კვარაცხელიამ იძულებით შეცვლებს მიმართა. ამის მიუხედავად, სტუმრები თავს ყოჩაღად იცავდნენ.

მეორე ნახევარი უფრო სანახაობრივი გამოდგა, ვეტერინარები გამოცოცხლდნენ და სახიფათო მომენტებიც მოხშირდა. თუმცა ირაკლი კლიმიაშვილის, ბესიკ ჩიმაკაძისა და დათო მაისაშვილის შეტევები უშედეგოდ დასრულდა.

აქვე ვიტყვი, რომ შესვენების შემდეგ ბეჭვაიამ ჯერ მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე დაიხია, შემდეგ კი დაცვაში ჩვეულ ადგილს დაუბრუნდა. ასე რომ, საკმაოდ უჩვეულო რამ ვიხილეთ, ვიტჯორჯიელმა სამი ამპლუა გამოიცვალა.

ვეტერინარებმა წაგების საფრთხე იგრძნეს, მატჩის ბოლოსკენ მთელი გუნდით შეუტიეს და დაცვა მოაშიშვლეს - ამან `სპარტაკს" სახიფათო კონტრშეტევების განხორციელების საშუალება მისცა. განსაკუთრებით სახიფათო ბოლქვაძის დარტყმა გამოდგა, რომელიც ძელს მოხვდა.

საბოლოოდ სტუმრებმა გაიმარჯვეს, "სპარტაკმა" სამი თვისა და თერთმეტ ტურის შემდეგ მოიგო - ცხინვალელებმა ბოლოს მე-4 ტურში, 29 აგვისტოს ბოლნისის "სიონს" სძლიეს (3:0).

ბადრი კვარაცხელია, ცხინვალის "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი:"კმაყოფილი ვარ არა მხოლოდ თამაშით, არამედ იმითაც, რომ თერთმეტმატჩიანი მოუგებელი სერია შევწყვიტეთ. დღეს გარკვეული იძულებითი გადაადგილებები მოგვიხდა. ალავიძე და ბაბულაძე კი მატჩის მსვლელობისას დაშავდნენ და ამან დაგვასუსტდა. ამის მიუხედავად, ბიჭებმა იბრძოლეს და როგორც იქნა, გავიმარჯვეთ".

მერაბ კოჭლაშვილი, "ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელი:"სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, ამას გამართლება არ მოეძებნება. არადა, წასაგები თამაში არ გვქონდა".

21 ნოემბერი. რუსთავი. `ფოლადი". 80 მაყურებელი.

ვიტ ჯორჯია 0:1 სპარტაკი

0:1 ვ. ბოლქვაძე (13).

4-1-3-2 4-2-3-1

ვიტ ჯორჯია სპარტაკი

მიქაბერიძე გრიშიკაშვილი

ხურცილავა აქუბარდია

ლომაია ალავიძე

ადამაძე ბოიომო

ღანიაშვილი ლობჟანიძე

ვასაძე კაშია

კლიმიაშვილი შონია

ჯანელიძე ბაბულაიძე

გურამ გურეშიძე ვ. ბოლქვაძე

ლიპარტია ჭაფოძე

ბეჭვაია ბუზალაძე

ვიტ ჯორჯია:

58. ჯანელიძე - ჩიმაკაძე

61. გურეშიძე - მაისაშვილი

64. ხურცილავა - ზაქრაძე

სათადარიგოები: ძაძამია, კასრაძე, ჭანკვეტაძე, გოგიაშვილი.

სპარტაკი:

36. ალავიძე - ტეტუნაშვილი

40. ბაბულაიძე - ბარაბაძე

72 ბუზალაძე - კლოვისი

სათადარიგოები: ნ. დაუშვილი, კაკაშვილი, კორსანტია, ნარიმანიძე.

გაფრთხილება: ბეჭვაია (78)

არბიტრი: ლ. სილაგავა

kako
კაია ტორპდოს კონკურენტია ვიტჯორჯიაა საღოლ სპარტაკკკკ
dinamoeli
ამ მოგების სანაცვლოდ სპარტაკი ვიტ ჯორჯიას თასის ნახევარფინალში თუ ,,გაატარებს", 2 წლის წინანდელი ვიტ ჯორჯია-ოლიმპის თამაშები გამახსენდება...
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს