20 ოქტომბერს ამერიკულ როკ ჰილში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი დამთავრდა
20 ოქტომბერს ამერიკულ როკ ჰილში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი), რომელშიც კარგად იასპარეზა თბილისელმა ანა ტატიშვილმა: ალექსანდრა მიულერის (აშშ, 6:1, 6:1), ადრიანა პერესის (ვენესუელა, 6:4, 6:2) და მედისონ ბრენჯლის (აშშ, 6:2, 1:6, 6:0) ძლევის შემდეგ ჩვენებური ნახევარფინალში ასია მუჰამადს (აშშ) დაუპირისპირდა.

ეს ჩოგბურთელი კვალიფიკაციიდან აღზევდა ძირითად ბადეში. მეოთხედფინალში რეიტინგით 208-ე თანამემამულე ნიკოლ გიბსი ჩამოიშორა გზიდან (თავად მსოფლიო კლასიფიკაციაში 366-ეა). ტატიშვილს (რეიტინგით ორშაბათამდე 177-ე იყო) ოკეანისგაღმელი ერთხელ უკვე ჰყავდა დამარცხებული - 2011 წელს ლას ვეგასის (აშშ) 50.000-იანი საერთაშორისო ტურნირის პირველ წრეში - 2:6, 6:3, 6:2.

ჩვენებურმა ამჯერად უფრო იოლად აჯობა მეტოქეს - 6:2, 6:3 და ფინალში გავიდა, სადაც მას 101-ე ადგილზე მყოფი და ტურნირის რეიტინგფავორიტი, კოლუმბიელი მარიანა მარინო-დუკე დაუპირისპირდა.

ოთხი წლის წინათ ანამ კოლუმბიელს პრაღის (ჩეხეთი) ტურნირზე მოუგო 6:4, 6:3. ტატიშვილმა, სამწუხაროდ, 20 ოქტომბერს სწორედ ასეთივე ანგარიშებით დათმო ორივე სეტი და მე-2 ადგილს დასჯერდა.

ქართველი ჩოგბურთელი საასპარეზოდ ამერიკაშივე რჩება და ფლორენციის 25.000-იან ტურნირში იასპარეზებს, რომელშიც, სავარაუდოდ, მე-4 ნომრად იქნება განთესილი.

იაპონიაში, ჰამამასტუს 25.000 საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავს ძალებს თბილისელი სოფიო შაფათავა, რომელსაც მოასპარეზეთა შორის მესამე რეიტინგი აქვს.

ანტალიის (თურქეთი) 10.000-იანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებენ ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია, რომელთა მეტოქეების ვინაობა 21 ოქტომბერს გაირკვევა.

ყაზახეთის ქალაქ ჩიკენტში ასპარეზობა დაიწყეს ვაჟთა 10.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილეებმა, რომელთა შორისაა თბილისელი ალექსანდრე მეტრეველი.

პირველ წრეში მან მასპინძელ სერიჟან იესენბეკოვს მოუგო - 7:5, 6:2 და ძირითად ბადეში გასასვლელად ესპანელ ხოსე ვიდალ ასორინს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ATP CUP: ქართველი ჩოგბურთელის პირველი გამარჯვება ერთეულებში! [VIDEO]
3 ოპერაციის შემდეგ ანა ტატიშვილი დიდ ჩოგბურთს უბრუნდება
სიკვდილის ჯგუფში - ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
ანა ტატიშვილი: ახლა "უპატრონო მოთამაშე" აღარ ვარ
"ეს პოლიტიკაა და არა სპორტი" - ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონზე რუსი ჩოგბურთელების შესაძლო მოკვეთაზე
ავსტრალიის ღია პირველობა. II დღე: ამჯერად მშვიდი დღე
ᓨᓕ
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
ზურა ტყემალაძე ATP-ის რეიტინგში 449 ადგილით დაწინაურდა, მეტრეველი - 121-ით
"ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ..." - ანა ტატიშვილი განცხადებას ავრცელებს
ანა ტატიშვილმა მესამე ოპერაცია გაიკეთა
ალექსანდრე მეტრეველი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა