საქართველოს ჩემპიონატის მომსახურე მსაჯები კუთვნილ საფროს მალე მიიღებენ
საქართველოს ჩემპიონატის მომსახურე მსაჯები კუთვნილ საფროს მალე მიიღებენ. ეს "ლელოს" პროფესიული ფეხბურთის ლიგის გენერალურმა მდივანმა პაატა ბურჯალიანმა განუცხადა.

”ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო თანხების გაცემა დაბრკოლდა. თუმცა ლიგა პრობლემის მოგვარებას ცდილობდა და უკვე შემიძლია გითხრათ, რომ საკითხი გადაწყვეტილია, თანხები გამოინახა და მსაჯები კუთვნილ ხელფასებს ამ კვირაში მიიღებენ. გეტყვით იმასაც, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები აღარ წარმოიქმნება", - ამბობს ბურჯალიანი.

შეგახსენებთ, რომ თვენახევრის დავალიანების გასტუმრების მოთხოვნით მსაჯებმა 10 ნოემბერს ეროვნულ სტადიონზე აქცია გამართეს და თანხის მიუღებლობის შემთხვევაში უახლოესი ტურის ჩაგდებით იმუქრებოდნენ. მათ პროფლიგის პრეზიდენტი გია ფირცხალავა შეხვდა და პრობლემის მოგვარებას ნოემბრის შუა რიცხვებამდე შეპირდა.

თუმცა 15 ნოემბერს პრობლემა კვლავ მოუგვარებელი იყო და გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მსაჯები ამჯერად განვლილი უქმეების ტურის ბოიკოტირებას აპირებდნენ. როგორც ჩანს, პრობლემის მოგვარება რეალური გახდა და ტურიც შეუფერხებლად ჩატარდა.

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად