ესპანელი ბრუნდება
ხავი მარტინესი "ბაიერნს" ტრავმის გამო დაახლოებით 7 კვირის მანძილზე აკლდა; ახლა კი 25 წლის ესპანელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, რომელიც რეკორდმაისტერს 40 მილიონ ევროდ ჰყავს ნაყიდი, სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა და ბრუნდება.

თუმცა, ცხადია, რომ შესანიშნავად შეთამაშებული "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში თავიდანვე დამკვიდრება ძალიან გაუჭირდება და ალბათ ამიტომაც ამბობს, დაცვაშიც შემიძლია თამაშიო.

"წარმატებულ გუნდს ბევრნაირი ტიპის ფეხბურთელი სჭირდება. მაგალითად, გუნდში საჭიროა როგორც მებრძოლი, ისე მუშა, ტექნიკური და პასების გამნაწილებელი ფეხბურთელი. ვფიქრობ, ჩემი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მრავალმხრივი მოთამაშე ვარ. თუ ბრძოლაა, მებრძოლი ვიქნები; თუ მოკლე პასებით თამაშს დამავალებენ, მოკლე პასებით ვითამაშებ," - აცხადებს მარტინესი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მარტინესი მზადაა, შეითავსოს ნებისმიერი როლი, რასაც რეკორდმაისტერის თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა დააკისრებს: "მთავარია, სასტარტო შემადგენლობაში ვიყო და სადაც მეტყვიან, იქ ვითამაშებ. თუ ნახევარდაცვაში ჩემი ადგილი არ მოიძებნება, დაცვის ცენტრშიც შემიძლია თამაში. "ბაიერნი" მსოფლიოში საუკეთესო გუნდია და ლოგიკურია, რომ ამ გუნდში უდიდესი კონკურენციაა. ჰოდა, ნებისმიერ პოზიციაზე თამაშით კმაყოფილი ვიქნები."

აღსანიშნავია, რომ გვარდიოლას მარტინესში ყველაზე მეტად სწორედ მისი მრავალმხრივობა მოსწონს: "ხავის ყველგან შეუძლია თამაში - ნახევარდაცვაში, დაცვაში, "ჩელსისთან" კი თავდამსხმელივით თამაშობდა. მიხარია, რომ ბრუნდება," - ამბობს პეპი.

შეგახსენებთ, რომ ხავი მარტინესი "ბაიერნში" მეორე სეზონს ატარებს. წინა სეზონში მან რეკორდმაისტერის ფორმით 43 ოფიციალურ მატჩში იასპარეზა და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ "ბაიერნმა" ჰეთ თრიქი შეასრულა. ამ სეზონში კი მან მოედანზე მხოლოდ 81 წუთი დაჰყო და ოდენ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ხავი მარტინესმა ვარჯიში განაახლა

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
"ჩემი ყოფილი ცოლია, წარმოუდგენლად მიყვარს, მაგრამ ვნება დავკარგეთ..." - როგორ მიმართა ლეგენდარულმა გვარდიოლამ ფეხბურთელებს
"პრესა სასტიკად მოექცა" - მარტინესმა ხავი დაიცვა
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
Marca: "ბარსელონას" მთავარი სამიზნე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ცნობილია
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
ხავი მარტინესი: სანშეშს საექსპონატო პენისი აქვს
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ესპანეთს იტალიასთან მატჩში ხავი მარტინესი დააკლდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ყველაზე ძვირად ღირებულ ესპანელ ფეხბურთელთა ნაკრები პოზიციების მიხედვით
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
GAME OVER - მწვრთნელების ხუშტურებს შეწირული ვარსკვლავები
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია