ლევან ყიფიანის პროექტის განხორციელებას ქართული კლუბები მოუთმენლად ელიან
8 ოქტომბერს პარლამენტის კომიტეტებში 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყეს. ეს პროცესი მალე უნდა დასრულდეს - 22 ოქტომბერს მთავრობას პროექტი შენიშვნებით უნდა გადაუგზავნონ. ჩვენთვის ეს თემა მნიშვნელოვანია, რადგან ქართული კლუბების უმრავლესობა სწორედ საბიუჯეტო დაფინანსებაზეა მიბმული...

ცნობილია, რომ არსებობს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის პროექტი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საკლუბო ფეხბურთის თანადგომას აპირებს. ეს დაპირება მინისტრმა ახლახან გააჟღერა. ამ პოსტზე საფეხბურთო სამყაროდან მისულ ყიფიანს, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც და ახლაც, ამ პრობლემების მოგვარებაზე ბევრჯერ უსაუბრია. შეიძლება ითქვას, ეს მისთვის მთავარი თემა იყო.

ცოტა ხნის წინათ მან "ლელოს" უთხრა, რომ საქართველოში ფეხბურთის განვითარების კონცეფცია უკვე არსებობს და დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს, პროექტზე კი შემდეგი განაცხადა:

"დაფინანსებულ ობიექტებში მოვიაზრებთ საფეხბურთო სკოლებს, პირველი და უმაღლესი ლიგის კლუბებს თავიანთი ინფრასტრუქტურით... როცა ეს პროექტი საბოლოოდ დაიხვეწება, ჯერ ფინანსისტებს წარვუდგენთ და ამის შემდეგ გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.

ეს ზამთრის პერიოდში მოხდება. პროექტისთვის კი წელიწადში, სავარაუდოდ, 30 მილიონი ლარი გამოიყოფა, რომლის 25-30 პროცენტი უმაღლესი ლიგის კლუბებს მოხმარდება".

ცხადია, ამ პროექტის განხორციელებას ქართული კლუბები მოუთმენლად ელიან, რადგან ამით მათ ხანგრძლივ წვალებასა და არასტაბილურობას წერტილი დაესმება.

რა მდგომარეობაა ამჟამად? აქვთ თუ არა კლუბებს ამის შესახებ სახელმწიფოსა და ადგილობრივ სტრუქტურებთან მოლაპარაკება დაწყებული?

ამის შესახებ "ლელომ" კომენტარები სახელმწიფო კლუბების წარმომადგენლებს სთხოვა...

"სიონის" მაქსიმუმი

ლადო ბურდული, ბოლნისის "სიონის" გენერალური დირექტორი:

"ცხადია, მუშაობა დავიწყეთ და ბოლნისის მუნიციპალიტეტს "სიონის" 2014 წლის ბიუჯეტის ჩვენეული პროექტი წარვუდგინეთ. ახალი წლიდან კლუბს 2 მილიონი ლარის დაფინანსება სჭირდება.

რას დაგვიმტკიცებენ, ჯერ არ ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ "სიონს" სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობა არც მომავალ წელს დააკლდება. საბოლოო პასუხი კი დეკემბერში გვეცოდინება".

მალხაზ ჭეჟია, "ზუგდიდის" დირექტორი:

"ჯერ ყველა არჩევნებზეა გადართული და ვერ ვაკონკრეტებთ, რა ბიუჯეტი გვექნება, მაგრამ ჩვენი ვარიანტი უკვე დაწერილია.

ჩემი აზრით, ნორმალურად რომ ვიარსებოთ - ანუ შეკრებები გავიაროთ, მოთამაშეები მოვამზადოთ, ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯები უზრუნველვყოთ, წელიწადში, მინიმუმ, 1.5 მილიონი ლარი მაინც გვჭირდება.

იმედია, ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება და "ზუგდიდი" ამბიციას შეინარჩუნებს".

დიმიტრი სანაკოევი, ცხინვალის "სპარტაკის" პრეზიდენტი:

"ჩვენ ახალი წლისთვისაც იგივე დაფინანსებას ვიმედოვნებთ, როგორც წინა წელს. ანუ მოთხოვნას 1.1-მილიონიან ბიუჯეტზე წარვადგენთ. თუმცა შესაძლებელია, ცხინვალის "სპარტაკი" არა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ, არამედ სხვა პროექტებიდან დაფინანსდეს.

საერთოდ, გვსურდა, რომ ხაშურში გადავსულიყავით, მაგრამ ჯერ ეს პროექტი ვერ ხორციელდება და თბილისში ვრჩებით".

"დილა": ინფრასტრუქტურა, პლუს ბავშვთა ფეხბურთი

ზვიად შერმადინი, გორის "დილას" დირექტორი:

"დღეისთვის გუნდში ნორმალური მდგომარეობაა და ახალი ბიუჯეტის პარამეტრებზე მუშაობა მიმდინარეობს. მართალია, გორის საკრებულოში ჯერ ადგილობრივი ბიუჯეტი არ განხილულა, მაგრამ ჩვენ თადარიგს ვიჭერთ საიმისოდ, რომ 2014 წელიც ნორმალურად ჩავატაროთ.

მაგრამ ერთი უკვე დანამდვილებით ვიცით - გორს იმდენი შემოსავალი არ აქვს, რომ მხოლოდ საკუთარი რაიონის იმედად ვიყოთ. ამიტომ აუცილებელია, "დილას" ცენტრალური ბიუჯეტიდანაც დაეხმარონ.

დარწმუნებული ვარ, უფულოდ არ დაგვტოვებენ, მაგრამ გუნდები მხოლოდ რაიონის იმედად რომ დარჩნენ, ზოგს მეტი ექნება და ზოგს - ნაკლები. ჩემი აზრით, "დილას" წლიურად, მინიმუმ, 2 მილიონი ლარი მაინც სჭირდება. ამას გარდა, 3 სტადიონი გვაქვს და საფეხბურთო სკოლაა მოსავლელი, სადაც 500 ბავშვი უფასოდ ვარჯიშობს. ცხადია, ეს უზარმაზარი ხარჯია და ამ ყველაფერს 2 მილიონი არ ეყოფა...

ჯერ არ ვიცი, რა პასუხს მივიღებთ. მომავალი წლის ბიუჯეტზე უკვე ველაპარაკე რაიონის ყველა ხელმძღვანელს - გამგებელს, საკრებულოს თავმჯდომარეს... ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულო".

მოკრძალებული გურულები

თემურ ალექსაია, ლანჩხუთის "გურიას" სპორტული დირექტორი:

"ბიუჯეტისთვის წარსადგენ მოთხოვნებზე მუშაობა გვიან დავიწყეთ, რადგან უცხოელი სპონსორის იმედი გვაქვს. თანაც, გუნდის საკუთრების ფორმის შეცვლა გვსურდა და "გურიას" შპს-ს ფორმით გადაკეთების საკითხიც განიხილებოდა.

მაგრამ ჯერ სპონსორთან შეთანხმება ხელმოსაწერია და კლუბი კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება. ამიტომ მხოლოდ კერძო სპონსორის იმედად ყოფნა გაუმართლებელი იქნებოდა. სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების საკითხებზე "გურიას" ფინანსისტი და ბუღალტერი მუშაობენ და თვის ბოლომდე ბიუჯეტის ჩვენეულ ვარიანტს შეადგენენ.

ახლანდელი გათვლებით, 2014 წლისთვის დაახლოებით მილიონიანი ბიუჯეტის მოთხოვნას წარვადგენთ. საქმე ისაა, რომ წლის ბიუჯეტი 600 ათასი ლარი უნდა იყოს, მაგრამ ერთი თვის ხელფასისა და ბოლო ორი მატჩის პრემიებისა და ბანკების დავალიანებები დაახლოებით 400 ათასამდეა და მისი გასტუმრებაც გვჭირდება. ანუ ამ ყველაფერს ვითვალისწინებთ. ყველა ვალის გასასტუმრებლად და ხარჯებისთვის 1 მილიონი ლარი მაინც დაგვჭირდება.

სიმართლე გითხრათ, პრობლემები მოულოდნელმა წარმატებებმა შეგვიქმნა. კარგად იცით, რომ "გურიამ" უკვე 5 შეხვედრა მოიგო და ხარჯიც გაიზარდა. ცხადია, უმაღლესი ლიგის გუნდისთვის მილიონი ლარიც მეტისმეტად მცირე თანხაა, მაგრამ ჩვენ საერთო მდგომარეობას ვითვალისწინებთ".

"ზესტაფონი": დახმარება იქნება, მაგრამ... ჯერ არჩევნები

სახელმწიფოსგან მცირე დახმარებას წლეულს პირველად ელის კერძო საკუთრებაში მყოფი "ზესტაფონიც". კლუბის მეპატრონე ილია კოკაიამ დასრულებული სეზონის შემდეგ ჩემპიონატიდან გასვლის სურვილი სახელმწიფოსგან "აგდებული დამოკიდებულების" გამო გამოხატა.

მთავრობა და კლუბი კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ - ინფრასტრუქტურასა (ბაზა, სტადიონი) და მის პერსონალს მუნიციპალიტეტი დააფინანსებდა, ხოლო საფეხბურთო საქმეებს კერძო ინვესტორი, ანუ თავად "ზესტაფონის" მეპატრონე კოკაია მიხედავდა.

თუმცა იანვრამდე მუნიციპალიტეტისგან დახმარება ვერ იქნება, რადგან რაიონის ბიუჯეტი წინასწარ გაწერილია. სამაგიეროდ, საკრებულოსგან იყო დაპირება, რომ სტადიონსა და ბაზაზე შუქისა და წყლის პრობლემა აღარ შეიქმნებოდა.

დავინტერესდით და აღმოჩნდა, რომ "ზესტაფონი" რაიონისგან მიზერულ თანხას ელის. ლაპარაკია ინფრასტრუქტურის (ბაზისა და სტადიონის) კომუნალურ გადასახადებზე, რაც 225 ათას ლარს შეადგენს და ინფრასტრუქტურის შენახვის ხარჯებს ანაზღაურებს, მაგრამ ჯერ ახალი არაფერია. ფეხბურთისთვის არჩევნების შემდეგ მოიცლიანო - ამის იმედი აქვთ "ზესტაფონში".

საერთოდ, ფეხბურთი ის სფერო არ არის, რომლისთვისაც პოლიტიკის შემდეგ იცლიან. მას არც თავისით ეშველება - მიზანმიმართული შრომა და დაფინანსებაა საჭირო. ამიტომაც დავინტერესდით საკითხით ბიუჯეტის დამტკიცებამდე, თორემ ურემი რომ გადაბრუნდება და ზაფხულში კლუბები ჯიბეგამოფხეკილები დარჩებიან, მერე გვიან იქნება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფეხბურთი და სახელმწიფო: პროექტი 30 მილიონით!

giorgi
ლევან ყიფიანის რა საქმეა აქვს სპორტის მინისტრატ დავალ დასვიდანია ლევან ყიფიანო გეტახმები გერასიმო უფრო კარგი კადიტატი ვერ მოდზებნეს სპორტის მინისტრატ მარტლა მიმიფურტხებია ამატ არცჰევასჰი წადი სჰენ არახარ სპორტის მინისტრი მასხარა ხარ წადი მალე დატოვე ადგილი
gerasimo
თქვენ რა კიფიანის დატოვებას აპირებთ მინისტრად??ეს არაკაცი უნდა განთავისუფლოს ოცნებამ,უკეთესი კადრი ვერ მონახეს??ზუსტად აი მაგაშია საკმე რომ არ ისპობება ახლობლობა და ასე შემდექ.პროფესანალები აგარ ჩირდებათ?სირცხვილი თკვენი ლევან კიფიანზე უკეთესი მინისტრი რომ ვერ მონახეთ.შემიფურთხებია თკვენს არჩევანს.
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
20 წ. | მსოფლიო მე-12 ადგილზე დავასრულეთ
"ფეხბურთს ჰყავს ოსტატი და მისი სახელია ლეო მესი" - მაქსი როდრიგესი
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა
"ჩელსიმ" "არსენალს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - როჯერსი "არისტოკრატებს" 140 მილიონ ევროდ შეუერთდება
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მუნდიალის აღმოჩენას, 40 წლის ვოზინიას, ისტორიულმა კლუბმა კონტრაქტი შესთავაზა
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე