ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მიხეილ გაბრიჩიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

მიხეილ გაბრიჩიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

გაბრიჩიძე სხვადასხვა დროს თამაშობდა "დინამოში", სტუ-ში, "შევარდენში", "მერანსა" და სდასუ-ში, ამჟამად კი "ჰიუნდაი ავტო საქართველოს" ტოპ-მენეჯერია
მიხეილ ახვლედიანი, ვლადიმერ ბოისა, კახა შენგელია... ამ თანმიმდევრობით განაცხადეს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი ზემოთ ჩამოთვლილმა კანდიდატებმა. მათ 23 ოქტომბერს მიხეილ გაბრიჩიძე შეუერთდა.

"ჰიუნდაი ავტო საქართველოს" ხელმძღვანელმა დავით გიორგობიანმა პრეზენტაციაზე "თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირისა" და საკალათბურთო სკოლა "ჰიუნდაის" ერთობლივი განცხადება გაგვაცნო:

"საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მომავალი არჩევნები უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ამ პროცესმა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უნდა განსაზღვროს ფედერაციის მართვის სადავეებში მყოფი პიროვნებების და იმ გუნდის ვინაობა, თუ ვის ანდობს საკალათბურთო საზოგადოება ჩვენი უსაყვარლესი სპორტის სახეობის მართვას.

კალათბურთის მომავალი და პერსპექტივა ჩვენი საერთო საქმის მომავალი და პერსპექტივაა. ეს ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილია.

ბოლო პერიოდში გავდიოდით კონსულტაციებს საკალათბურთო და ბიზნესწრეებთან, სპეციალისტებთან, გულშემატკივრების ჯგუფებთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკალათბურთო საზოგადოებას და ქართული სპორტის გულშემატკივარს წარვუდგინოთ ჩვენი საერთო კანდიდატი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე - მიხეილ გაბრიჩიძე".

იგი სხვადასხვა დროს თამაშობდა "დინამოში", სტუ-ში, "შევარდენში", "მერანსა" და სდასუ-ში; 1983 წელს საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ითამაშა; ამჟამად კი "ჰიუნდაი ავტო საქართველოს" ტოპ-მენეჯერია.

მოვუსმინოთ თავად მიხეილ გაბრიჩიძეს:

"კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 1-2 დღეში არ გადამიწყვეტია. ჩემს გუნდთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში ვბჭობდი აღნიშნულ საკითხზე და გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ.

40 წელიწადია კალათბურთში ვარ. კარიერის დასრულების შემდეგაც არ გამიწყვეტია კავშირი სპორტთან, სხვადასხვა ფორმით ვმონაწილეობდი; რისი გაკეთებაც შემეძლო, ვაკეთებდი კალათბურთისთვის.

ჩვენი კომპანია საქართველოში ერთ-ერთი წარმატებულთაგანია და კალათბურთს მხარში უდგას.

ბიზნესწრეებთან და უცხოელებთან კავშირი დამეხმარება, ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ორგანიზაციის კარგად მართვაში.

ამასთან, ყველას გვერდში დგომას ვთხოვ".

ჟურნალისტებმა ბატონ მიხეილს ქართულ საკალათბურთო სამყაროში არსებულ დაპირისპირებაზე საკუთარი აზრის გამოთქმა ვთხოვეთ.

- სამწუხაროა, რომ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაციები ზემოთ ნახსენებ სიტუაციაზე. ამას დაპირისპირებას ვერც დავარქმევდი, უფრო გაუგებრობაა.

არადა, შეიძლება ორივე მხარე პირისპირ დაჯდეს და დისკუსია-კამათში გადაწყვიტოს ყველა საჭირბოროტო საკითხი. თუ საჭიროა, ამ საქმეში მეც დავეხმარები. საკალათბურთო სამყარო პატარაა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ არამეგობარი არ მყავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• david

მიდი მიხეილ მიაწექი............

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია

ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხეილ გაბრიჩიძის სამოქმედო გეგმა