დევიდ მოიესი კმაყოფილია
"იუნაიტედმა" "სოსიედადთან" გახსნილი თამაში შემოგვთავაზა და მეტოქისგანაც ანალოგიური პასუხი მიიღო. მომენტები ორივე გუნდმა ბლომად შექმნა. თამაშის შემდეგ როგორც დევიდ მოიესს, ისე ხაგობა არასატეს ჰქონდათ უკმაყოფილების საფუძველი. წინ "ანოეტაზე" დაძაბული თამაში გველის. იქამდე კი ინგლისის ჩემპიონთა დამრიგებელმა მატჩი ასე შეაფასა:

დევიდ მოიესი: "დღევანდელი შეხვედრა რაღაცით "საუთჰემპტონთან" შაბათის თამაშს ჰგავდა. 5-6 აშკარა მომენტი გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. თვალში მომხვდა, რომ საკუთარ საჯარიმოსთან ბევრჯერ დავარღვიეთ თამაშის წესი.

გუნდმა რამდენჯერმე მცდარი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საბოლოოდ მაინც იმარჯვა. ვან პერსის ჯანმრთელობის პრობლემები ჯერ კიდევ სანაკრებო შეხვედრებამდე ჰქონდა, რაც მის თამაშზე აისახა კიდეც. ვიფიქრე, რომ დრო იყო, მისთვის დასვენების საშუალება მიმეცა. საბედნიეროდ, რობინის გარეშეც გავიმარჯვეთ. დღეს საღამოს მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა რუნი ნამდვილად საუკეთესო იყო. მას შემდეგ, რაც "იუნაიტედში" ვმუშაობ, კაგავამ საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა.

ის ოპტიმალური ფორმისგან შორს არის, თუმცა დღეს აშკარად დავინახე მასში ის პოტენციალი, რასაც აქამდე ვერ ვატყობდი, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ".

უეინ რუნი: "ვფიქრობ, რომ შესანიშნავი ფეხბურთი ვაჩვენეთ და მინიმუმ 4-5 გოლის გატანა კიდევ შეგვეძლო. ადრევე დავწინაურდით და იმისთვის, რომ თავი სამშვიდობოს დაგვეგულებინა, ერთი ბურთი კიდევ გვჭირდებოდა. ბოლო წუთებში უზარმაზარი უპირატესობა გვქონდა, თუმცა სულ ტყუილად.

მიუხედავად ამისა, მიხარია, რომ სამი ქულა ავიღეთ, რადგან ცხრილში მდგომარეობა გამოვასწორეთ. დღეს დაცვამ ითამაშა დამაჯერებლად, რაც გუნდს საკუთარი ძალების რწმენას მატებს. სამწვრთნელო შტაბი სიტუაციას სულ უფრო უკეთ უღებს ალღოს. დევიდ მოიესთან მუშაობით ბედნიერი ვარ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. A ჯგუფი: ორი ნამდვილი ერთი მოჩვენების შემდეგ [VIDEO]

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
ბუნდესლიგა. XXXI ტურის ფაქტები და სტატისტიკა: სუპერპროდუქტიული მხითარიანი
"ვიცით, რომ არგენტინა ასე თამაშობს, მაგრამ მესისგან ამის დანახვა სამწუხარო იყო" - რუნიმ "ლა პულგა" გააკრიტიკა
"მისი დაუფასებლობა არ შეიძლება" - რუნიმ მბაპეზე ისაუბრა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
"ვესტ ჰემს" მაგუაიერი სურს - ტრანსფერს პირადად მოიესი ითხოვს
შინჯი კაგავა "გალათასარაიში" გადასვლასთან ახლოსაა
ᕑ
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
"რეალ სოსიედადი": დევიდ მოიესი დაინიშნა
ჩემპიონთა ლიგაზე გასულ გუნდს 35 წლის მწვრთნელი დაუნიშნეს
"ევერტონმა" დაიჩი გაათავისუფლა, "კანფეტებს" დიდი ალბათობით, მოიესი ჩაიბარებს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტანდარტები დაბლა დასწია" - დევიდ მოიესმა "წითელ ეშაკებში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ოფიციალურად: მოიესმა "ევერტონი" მეორედ ჩაიბარა
ხაბი ალონსომ შესაძლოა, პრემიერ ლიგის კლუბი ჩაიბაროს
ახალი "დორტმუნდი": მხიარული, შემტევი და პერსპექტიული
დევიდ მოიესი შესაძლოა "რეალ სოსიედადის" ისტორიაში ყველაზე მაღალხელფასიანი მწვრთნელი გახდეს