როგორ შევინიღბე და დავურეკე "დიდ მაესტროს" - ავკრიფე რუსეთის კოდი, ნომერი და...
ჟურნალისტის ხელობას თუ გავითვალისწინებთ, რას არ მოიფიქრებს კაცი. არ არსებობენ ყოფილი, გადამდგარი და პროფესიაშეცვლილი ჟურნალისტები. თუ მართლა ჟურნალისტი ხარ, ეს არის... როგორც იტყვიან - ფორევერ, სამუდამოდ...

ჩვენთან ყველაფერი ნამდვილი ძალიან ძნელია და ასეა ჟურნალისტიკაშიც, სადაც სულაც არ არის საჭირო, იყო ყველაზე კარგი ჟურნალისტი, რათა გახდე ყველაზე წარმატებული თუნდაც იმ კანტორაში, სადაც მუშაობ.

ჟურნალისტი უნდა იყოს ცნობისმოყვარე. როცა ამერიკელ ინსტრუქტორებთან გავდიოდი ჟურნალისტიკის პრინციპების კურსს, ეს იყო პირველი, რაც ოკეანისგაღმელმა მასწავლებლებმა მითხრეს...

აქ უნდა შევწყვიტო საკუთარი ამბის მოყოლა, რადგან მკითხველს ეს არ აინტერესებს. ალბათ, ის უფროა საინტერესო, როგორ შევინიღბე და დავურეკე "დიდ მაესტროს".

საკუთარი თავი წარვადგინე, როგორც დამწყები საფეხბურთო აგენტი, ვინც სადაცაა აიღებს ლიცენზიას და მუყაითად შეუდგება ფეხბურთელების ტრანსფერების გაჩარხვას. მთავარია, პირველ წუთებს გავუძლო და "მაესტრომ" ტელეფონი არ გამითიშოს - ასეთი იყო შთაგონება საკუთარი თავისადმი.

მოკლედ, ავკრიფე რუსეთის კოდი, ნომერი და დაიწყო...

- გამარჯობათ, საქართველოდან გაწუხებთ...

- რომელი ხარ? რა გვარი ხარ და სად თამაშობ?

- ფეხბურთელი არ ვარ, დამწყები აგენტი გახლავართ. თქვენზე ლეგენდები დადის და ძალიან მინდა, თქვენგან რაღაც-რაღაცები მაინც ვისწავლო.

- ვაფასებ შენს იუმორს, ოღონდ მისამართი შეგეშალა. სადმე ინსტიტუტში მიდი და რაღაცას გასწავლიან. ინგლისურს მაინც ისწავლი, სხვა თუ არაფერი.

- თქვენ სად ისწავლეთ ინგლისური?

- მე ინგლისური არ მჭირდება, ამის გარეშეც გავხდი მილიონერი. მოკლედ, კარგად იყავი, შენთვის არ მცალია...

- ჩემთვის ნამდვილი კერპი ხართ. არ ვაზვიადებ, მართლა იმას გეუბნებით, რასაც ვფიქრობ.

- გამაცინე რა...

- ბევრ დროს არ წაგართმევთ. თქვენნაირი ალღოიანი კაცი უცბად შეამჩნევს, აგენტობაში რა შანსი მაქვს. იქნებ ისეც კი მოხდეს, რომ "პადძელნიკად" ამიყვანოთ და რაღაცაში მართლა გამოგადგეთ.

- შენღა მაკლდი რა... თუმცა ვაფასებ იმას, რომ ჩემი ტელეფონის ნომერი გაიგე და დარეკვაც გაბედე. ნომერს ლამის კვირაში ერთხელ ვიცვლი. შენ ყოჩაღი ჩანხარ და იქნებ მართლა მიაღწიო რაღაცას.

- აგენტის ლიცენზია უკვე მაქვს.

- ჰო, მანდ მწვრთნელობის ლიცენზიასაც იძლევიან და ჰგონიათ, რომ ლიცენზიის აღებით უკვე მწვრთნელები არიან. ამიტომაც არის ქართული ფეხბურთი ასეთ დღეში. ამ ვითომ მწვრთნელებს და ვითომ კარგ მენეჯერებს იმდენი კარგი ფეხბურთელი ავწაპნე, ფული მეც ვიშოვე და მათაც ვაშოვნინე.

- მართალია, რომ ტრანსფერის წილში მწვრთნელსაც ისვამთ და გუნდის მენეჯერსაც?

- კაი თავხედი ყოფილხარ. საინტერესოა, კიდევ რა ტყუილები გითხრეს ჩემზე?

- ამბობენ, რომ ჟურნალისტებსაც კი ქრთამავთ, რომ მათ "თქვენი" ფეხბურთელები რაც შეიძლება მეტჯერ შეიყვანონ ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

- კიდევ მითხარი რამე, იქნებ მართლა მომეწონო...

- იმასაც ამბობენ, რომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებსაც ქრთამავთ...

- ...და მსაჯებსაც რომ ვქრთამავ, ალბათ, ესეც გითხრეს...

- კი, მითხრეს, ოღონდ მსაჯებზე ისე მაგრად მუშაობენ, ისიც კი შეუძლიათ, ამა თუ იმ თამაშზე ის მსაჯები დაანიშვნინონ, რომელიც მას უნდაო...

- კარგია! თურმე, როგორ ვყვარებივარ ხალხს სამშობლოში...

- მართალია, თითქოს ფეხბურთელები აგენტს და მენეჯერს კი არა, არამედ "საკუთარი ოჯახის წევრს" გიწოდებენ?

- ჰო, ზოგჯერ სიმართლესაც ამბობენ ხოლმე ჩემზე...

- თქვენ რომ არ იყოთ, ქართველი ფეხბურთელები მშივრები დარჩებოდნენ - დაივიწყეთ თავმდაბლობა და გულწრფელად მითხარით - ეს მართლა ასეა?

- სამწუხაროდ, ასეა. საქართველოში არ იციან ფეხბურთელის ფასი. ყველა კლუბის ყველა პრეზიდენტი იმას ცდილობს, ფეხბურთელი მონად ჰყავდეს. გინახავთ, რა წერია მოწინავე ქართულ კლუბებსა და ფეხბურთელებს შორის გაფორმებულ კონტრაქტებში?

- რაღაც-რაღაცები მეც გამიგია...

- გაუგია ბიჭს! იცი, იქ რა წერია? ეს არის კონტრაქტი მონათმფლობელსა და მონას შორის.

- რუსეთსა და უკრაინაში ყველაფერი დალაგებულ-დავარცხნილია?

- აქ ფული აქვთ, ხარჯავენ, ქართული კლუბების პრეზიდენტები კი ფულს მუთაქებში ინახავენ. აზრზე არ ხარ, რა ხდება. ამიტომაც ამბობენ ბიჭები ჩემზე, აგენტი კი არა, ჩვენი ოჯახის წევრიაო. მე შევქმენი ისინი წარმატებულ ადამიანებად.

- საქართველოში მდიდრებსაც კი უჭირთ საფეხბურთო კლუბის შენახვა...

- იცი, რას გეტყვი? ჯერ ის კონტრაქტები წაიკითხე, რაზეც უკვე გითხარი, ახლა კი მისმინე ყურადღებით - მათ კარგად ისარგებლეს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციით და მილიონები ჩაიგდეს ხელში. ზოგ შენნაირს ისიც ჰგონია, რომ ისინი მართლა თავიანთ ფულს ხარჯავენ ფეხბურთში - ოფლით და წვალებით ნაშოვნს. იმდენიც კი არ იცი, რომ მათი რუსი თუ უკრაინელი პარტნიორების ფული ტრიალებს ქართულ კლუბებში. მე კი, გუნდს რომ გაუჭირდა, საკუთარი ფულით ვინახავდი ფეხბურთელებს. ამას აღარ ამბობენ ჩემზე?

- კი, მაგასაც ამბობენ. ისიც კი თქვეს თქვენზე, ამ გუნდში მწვრთნელის დანიშვნას და გაშვებას ისევ ის განაგებსო...

- ...და შენც ყველაფრის გჯერა, ხომ?

- ყველაფერს ვერ დავიჯერებ. კრიმინალურ სამყაროსთან გაქვთ მანდ კავშირი?

- რა უცნაური ლექსიკონით მელაპარაკები? ციდან ხარ ჩამოფრენილი? უბანში არ გაგივლია?

- ვინც თქვენთან დაიჭირა საქმე, რუსეთსა და უკრაინას ვერ გასცდა, მხოლოდ ფული იშოვა...

- ჩემი ხელობაც ეგაა, რომ ფული მათაც ვაშოვნინო და მეც ვიშოვო. გულღრძო ადამიანებს კი რა გამოლევს. ისე, ბოლომდე კარგად არ გცოდნია ყველაფერი. წლევანდელი ევროტურნირების მერე არ იყო, ჩემი ფეხბურთელი რომ წავიდა ევროპაში?! სხვასაც ვეხმარები და საკუთარ თავსაც, მეტი რა უნდა ვქნა?!

- მაინც რაშია თქვენი, როგორც აგენტის საიდუმლო?

- ერთხელაც გამაცინე. ასეთ კითხვას ყველაზე ცუდი ქართველი ჟურნალისტიც კი არ დასვამდა...

- უბრალოდ, ძალიან მინდა, თქვენგან რაღაც ვისწავლო...

- შენ რა გგონია, მე ვიღაცამ რამე მასწავლა? ყველაფერს თავად მივაღწიე.

- გასაგებია, მაგრამ აქ მხოლოდ გამართლება და მონდომება ხომ არ არის მნიშვნელოვანი? ალბათ, სხვა რამეც არის საჭირო...

- ერთს გეტყვი მხოლოდ და ისიც მხოლოდ იმ პირობით, რომ მეტს აღარ შემაწუხებ - თავიდან ბევრს ვწვალობდი, ჩემი არავის სჯეროდა, ფინანსურად მიჭირდა და დახმარების ხელს არავინ მიწვდიდა. ერთხელაც ავიღე ხელში მობილური ტელეფონი და ვთქვი - ახლა არავინ მირეკავს, მაგრამ მოვა დრო, როცა ჩემი ტელეფონი არ გაჩერდება, ყველა აქეთ დამირეკავს და მთხოვს, გუნდი გამიკეთეო. აი, ეს არის მთავარი, ამით უნდა დაიწყო ეს საქმე, ასეთი "ჟილკა" უნდა გქონდეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Rezo_82
ისე საკითხავია ჯუღელია თუ ავტორის ფანტაზია????????????
Raul
ზოგადად მიყვარს თავართქილაძის სტატიების კითხვა. არაა დანარჩენების მსგავსი - მხოლოდ მშრალი და სტატისტიკის გადმოცემა რომაა ხოლმე. სულ რომ არ ვეთანხმებოდე, მაინც სიამოვნებით ვკითხულობ განსხვავებულ აზრს. სადაც ჩანს, რომ ჟურნალისტი აზროვნებს და მხოლოდ იმის გადმოცემით არაა დაკავებული, ვინ სად და როგორ დააარტყა და ა.შ. ასეთი სტატიები უფრო მეტი უნდა იყოს ქართულ პრესაში.
nika1533
მამუკა ჯუღელია ვინც არ იცით !
Raul
გია ისიანი? :) თუ ვისზეა?:)
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია