კიუშუს ბაშოზე ქართველ სუმოისტებს წარმატებისთვის გამოფხიზლება დროულად მართებთ
უქმეების შემდეგ კიუშუს ბაშოზე ქართველთა მდგომარეობა ერთნაირია - სამ-სამი მოგება ხუთ-ხუთი მარცხის წილ. ახლა, დარჩენილ დღეებში ჩვენებურებს გამოფხიზლება მართებთ, რომ წელიწადი წარმატებით დაასრულონ.

დასავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) შაბათს პირველ მაეგაშირა კოტოშოგიკუს დაეჭიდა, ცაციათი ჩაავლო მეტოქის მავაშის ხელს და უეცარი შეტევით გაიყვანა დოჰიოდან. სამწუხაროდ, კვირას ტოჩინოშინი ისევ დამარცხდა. მისი მეტოქე გოლიათი ოძეკი კოტოოშუ იყო. ბულგარელთან ბრძოლაში ჩვენებური უვატენაგეს ილეთზე წამოეგო. წაგებების ლიმიტი სრულდება, თუკი ლევანს კომუსუბის ტიტულის შენარჩუნება სურს, დარჩენილი 7 შეხვედრიდან 5 უნდა მოიგოს. დღეს მას მოგება ძალიან გაუჭირდება - ესტონელ ბარუტოს (7-1) ხვდება. ბალტიელ ოძეკისთან ქართველს ხუთივე ორთაბრძოლა აქვს წაგებული. ბარუტო შესანიშნავ ფორმაშია და იმპერატორის თასისთვის იბრძვის.

კოკაიმ (ლევან ცაგურია) ტოკუსეგავას მოუგო. "შავმა ზღვამ" ჯერ ცუპარის სერიით სცადა მეტოქის დაჩაგვრა, შემდეგ ჰატაკიკომის მიმართა - უშედეგოდ. საბედნიეროდ, ინიციატივა არ დაკარგა და ახლა მავაში მოიხელთა და მიწოლით აჯობა იაპონელს. გუშინ კი კოკაი შიტატენაგეს ილეთით დასცეს, მონღოლმა ჰაკუბამ მას შანსი არ დაუტოვა. ლევანს დღეს მე-8 მაეგაშირა შიმოტორი (3-5) ელის. ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, წინ ქართველია - 7:6.

გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი), როგორც იქნა, ძველი დრო გაიხსენა და ორი ოშიდაშით იმარჯვა, შაბათს მოკონამი, ხოლო კვირას კასუგაო დაამარცხა. დღეს ქართველის მეტოქე მე-15 მაეგაშირა კორიუა (4-4).

კიუშუს ბაშომ ეკვატორი გადალახა, გამოიკვეთა ხუთი ლიდერი, რომელთაც 7-7 მოგება აქვთ: დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, ჩემპიონები კაიო და ბარუტო, აგრეთვე ორი რიგითი მაეგაშირა, კიოკუტენჰო და ტოიონოშიმა.

კიუშუს ბაშო. 14-28 ნოემბერი. ფუკუოკა (იაპონია)

VII დღე

(სულ 6 ილეთი)

იორიკირი (8): კაიო-ასასეკირიუ, კოტოოშუ-ჰაკუბა, ბარუტო-ტოჩიოძანი, კისენოსატო-კაკურიუ, ტოჩინოშინი-კოტოშოგიკუ, კოკაი-ტოკუსეგავა, ტოკიტენკუ-კასუგაო, გოეიდო-ოკინოუმი.

ოშიდაში (8): არანი-ამინიშიკი, კოტოკასუგა-ტაკეკაძე, ტამავაში-ვაკანოსატო, ტოიონოშიმა-კიმურაიამა, გაგამარუ-მოკონამი, მიაბიამა-ტაკამისაკარი, შოტენრო-სოკოკურაი, კორიუ-ტოჩინონადა.

უვატედაშინაგე (1): ჰაკუჰო-კიტატაიკი.

იორიტაოში (1): ჰომაშო-იოშიკაძე.

კატასუკაში (1): შიმოტორი-ბუშუიამა.

უვატენაგე (1): კიოკუტენჰო-ტოსაიუტაკა.

VIII დღე

(სულ 11 ილეთი)

იორიკირი (5): ჰაკუჰო-არანი, კოტოშოგიკუ-კაკურიუ, ამინიშიკი-ტოჩიოძანი, ვაკანოსატო-კოტოკასუგა, კიოკუტენჰო-ოკინოუმი.

იორიტაოში (3): ტოკუსეგავა-ტოსაიუტაკა, გოეიდო-ტოკიტენკუ, მოკონამი-მიაბიამა.

ოშიდაში (2): ბარუტო-კიტატაიკი, გაგამარუ-კასუგაო.

კოტენაგე (2): კაიო-ჰომაშო, ტამავაში-იოშიკაძე.

ოკურიდაში (2): ტაკეკაძე-კიმურაიამა. ტოიონოშიმა-ტოჩინონადა.

უვატენაგე (1): კოტოოშუ-ტოჩინოშინი.

ცუკიოტოში (1): კისენოსატო-ასასეკირიუ.

შიტატენაგე (1): ჰაკუბა-კოკაი.

სუკუინაგე (1): სოკოკურაი-შიმოტორი.

კატასუკაში (1): ტაკამისაკარი-ბუშუიამა.

ჰატაკიკომი (1): კორიუ-შოტენრო.

სატურნირო მდგომარეობა

7-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ბარუტო (ოძეკი), კაიო (ოძეკი), კიოკუტენჰო (მაეგაშირა 9), ტოიონოშიმა (მ 9).

6-2: კისენოსატო (მ 1), ტამავაში (მ 8), ტოკიტენკუ (მ 11), გოეიდო (მ 14), შოტენრო (მ 16).

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...