სერბი სეზონის ბოლოს მთავარ პრიორიტეტად დევისის თასის მოგებას ასახელებს

ლონდონის წლის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობის მიუხედავად, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი სეზონის ბოლოს მთავარ პრიორიტეტად დევისის თასის მოგებას ასახელებს. ორი კვირის შემდეგ, მსოფლიოს მესამე ჩოგანს მსოფლიოს არაოფიციალური გუნდური პირველობის ფინალში საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ მოუწევს შეხვედრა.

"ჩემი მთავარი მიზანი - დევისის თასის მოპოვებაა. წლის შემაჯამებელი ტურნირის მოგების შესაძლებლობა სხვა დროსაც მექნება, მაგრამ დევისის თასზე გამარჯვება, თანაც საკუთარ კედლებში, შესაძლოა, ვეღარასოდეს შევძლო. იქნებ ასეთი შანსი აღარასოდეს მომეცეს. ამიტომაც მაქსიმალურად მოტივირებული და კონცენტრირებული ვარ", - აღნიშნავს სერბების ლიდერი.

დღეისთვის ნოვაკი აღარ წუხს ტრავმებისა და ჯანმრთელობის გამო: "ორკვირიანი დაძაბული გრაფიკისთვის კარგად მოვემზადე. წლის ორი უმნიშვნელოვანესი სტარტის წინ ოპტიმალურ ფორმაში უნდა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწევ. დევისის თასი ჩემი პრიორიტეტია, მაგრამ ლონდონის ტურნირიც არ მავიწყდება. აქ უკვე მეოთხედ მოვხვდი და ჩემთვის დიდი პატივია მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელების წინააღმდეგ თამაში".

სერბი ერთ ჯგუფში მოხვდა რაფაელ ნადალთან, ენდი როდიკთან და ტომაშ ბერდიხთან და დღეიდან ჩაებმება ტურნირში. მისი მეტოქე ბერდიხი იქნება.

ამასობაში, ფინალში სერბების მეტოქეს საფრანგეთის ნაკრებს ერთი ჩოგბურთელი გამოაკლდა. მაჯის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ჟულიან ბენეტო, რომელმაც წლევანდელ გათამაშებაში ფრანგების წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. კერძოდ, წყვილთა თანრიგში ბენეტოსა და მიკაელ ლოდრას დუეტმა ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგო და სავარაუდოდ, ფინალშიც ამ წყვილს უნდა ეთამაშა სერბების წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებს ასევე ტრავმის გამო აკლია ჟო-ვილფრიდ ცონგა. ფინალი 3-5 დეკემბერს ბელგრადში გაიმართება.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს