საქართველოს სუპერლიგა. II ტური
სუპერლიგის მეორე ტური "ოლიმპისა" და "მაკაბის" მატჩით დასრულდა. 26 ოქტომბერს დავით თორთლაძის გუნდმა, მიუხედავად რიჩარდ მათიაშვილის დისკვალიფიკაციისა, იოლად დაამარცხა "მაკაბი" - 96:59.

ჯამლეტ და მიხეილ ხუხაშვილების გაწვრთნილმა მაკაბელებმა პირველ ტურში "შსს აკადემიას" სოლიდური წინააღმდეგობა გაუწიეს და ბოლო წუთებზე, 4 ქულის სხვაობით დამარცხდნენ. დღევანდელ შეხვედრაში კი "ოლიმპს"ვერაფერი მოუხერხეს.

თორთლაძის გუნდმა დაცვაში შესანიშნავად ითამაშა და მეტოქეს წარმატების შანსი არ მისცა.

მატჩის ბედი ფაქტობრივად პირველი მეოთხედის ბოლოს გადაწყდა, რომელიც ოლიმპელებმა 19 ქულის სხვაობით - 25:6 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის ლიდერობა 32 ქულამდე გაზარდეს - 53:21.

დომინანტი გუნდიდან ვინმეს გამორჩევა ძნელია - ყველამ, ვინც მოედანზე იყო, დამაჯერებლად და შედეგიანად ითამაშა.

"ოლიმპის" 6 მოთამაშე 10-ქულიან ზღვარს გადასცდა. საინტერესო შედეგი დააფიქსირა რეზო ათანელიშვილმა: ოლიმპელთა 13-მა ნომერმა 13 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. ბომბარდირი კი 19 ქულის მომგროვებელი გიორგი ხანიაშვილი გახდა.

მაკაბელთა შორის 16 ქულა ჰქონდა გიორგი ფერიაშვილს, ლევან რევაზაშვილმა 14 მოაგროვა, ხოლო გიორგი ტეტელაშვილის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა.

მომდევნო ტურის მატჩები 1 და 4 ნოემბერს გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დავით თორთლაძე ("ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი):

"პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ნამდვილად არ ველოდეი ამხელა ანგარიშით მოგებას. დღეს იღბალიც ჩვენს მხარეს იყო, თუმცა არ დავუკარგავ ბიჭებს შრომას, სწორედ ისინი თამაშობენ და იგებენ და არა მწვრთნელები. მინდა მათ დიდი მადლობა ვუთხრა, ეს გამარჯვება მათი დამსახურებაა".

ჯამლეტ ხუხაშვილი ("მაკაბის" მთავარი მწვრთნელი):

"მატჩის დაწყებამდეც აღვნიშნე, რომ "ოლიმპი" ძლიერი გუნდია და ჩვენ მხოლოდ თეორიულად შეგვეძლო მათი დამარცხება, ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველას წაუვიდოდა თამაში, როგორც ეს პირველ ტურში იყო. თუმცა დღეს მატჩის დასაწყისშივე მივხვდით, რომ მხოლოდ იღბალი არ წყვეტს ყველაფერს.

ფერიაშვის მხოლოდ 1 მოხსნა ჰქონდა, სროლები არავის წაუვიდა. "ოლიმპს" კი ყველაფერი გამოუვიდა და ვულოცავ მათ დამსახურებულ გამარჯვებას.

უნდა აღვნიშნო მაიზერ რევაზაშვილის გმირობა, მან დღეს 18-წლამდელთა ჩემპიონატში 64 ქულა გააკეთა, "ოლიმპის" წინააღმდეგ კი 6 ქულას და 9 მოხსნას მოუყარა თავი. ჩვენი მიზანი სწორედ ასეთი ახალგაზრდების გაზრდაა".

რევაზ ათანელიშვილი ("ოლიმპი"):

"წინა ტურში წაგებული თამაშის შემდეგ მოვახერხეთ მობილიზება, დღეს მაქსიმალურად მოტივირებულები გამოვედით და დაცვაში კარგად ვითამაშეთ, მეტოქეზე ნაკლები შეცდომა დავუშვით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

სასიხარულოა, რომ ახალგაზრდებს მიეცათ თავის გამოჩენის საშუალება. მივულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას და მომავალშიც ამას ვუსურვებ".

მაიზერ რევაზაშვილი ("მაკაბი"):

"საწყენია, რომ დავმარცხდით, ნამდვილად შეგვეძლო უკეთესად თამაში. იმედია, მაყურებელს ასეთ ცუდ თამაშს აღარ ვაჩვენებთ".

წყარო: superleague.ge

22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
"ჯა-კომ" ნომინანტები გამოარჩია
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს სპორტის სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან
TimeLine: სანაყინეს ძიებაში...
საქართველოს ნაკრების გზა 2021 წლის ევრობასკეტამდე - ნაწილი III
ძიუდოს აკადემიამ სკოლის მოსწავლეთა შორის კარატეში საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლა [PHOTO]
ქუთაისი-ოლიმპი 83:64 - მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვება
"ლევან ყიფიანი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საქმიანობაში ერევა!" [PHOTO]
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგას მარნეულის "დელტა" შეემატა
ᓝᕚᓘ
მაკაბი-ქუთაისი 52:91 - დაუნდობელი გუნდური თამაში
ჯამლეტ ხუხაშვილი: შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე ვერ მოვხვდეთ, მაგრამ...
3×3 კალათბურთის ფედერაციის პრეზენტაცია სპორტისა და კულტურის სამინისტროში
"უნდა მიგვეცა საშუალება, გამოესწორებინათ შეცდომა, თავისუფლებაზე და არა ციხეში ყოფნის დროს"
ენისეი-ვითა 83:73 - ციმბირული მინუს ათი [VIDEO]
საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა ასოციაცია დაარსდა
"ოლიმპმა" ოთხი კალათბურთელი დაიმატა
"ოლიმპმა" საქართველოს თასის საკვალიფიკაციო "მაკაბის" ძლევით დაიწყო