30 წლის ჩოგბურთელმა გულშემატკივრებს ახარა, რომ მარცხენა მუხლი სრულად მოირჩინა

სასიხარულო ამბავი შეიტყვეს ამერიკელი ვენუს უილიამსის გულშემატკივრებმა. 30 წლის ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ სრულად მოირჩინა მარცხენა მუხლი და თანდათან უბრუნდება ძველ სპორტულ ფორმას. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა აღნიშნული დაზიანების გამო ნაადრევად დაასრულა 2010 წლის სეზონი - ბოლოს ის კორტზე ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონ კიმ კლაისტერსთან დამარცხდა.

"ნელი ტემპით, მაგრამ ოპტიმალურ ფორმაში შევდივარ. იმედია, მალე ბურთით ვარჯიშს დავიწყებ. ჩემთვის რთულია ჩოგბურთის გარეშე ცხოვრება, ამიტომაც განსაკუთრებულ მოტივაციას ვგრძნობ", - განუცხადა სააგენტო "როიტერს" ვენუსმა.

უილიამსი ფედერაციის თასის ფინალში თავისი ქვეყნის ნაკრების მარცხსაც გამოეხმაურა და სინანული გამოთქვა იტალიასთან განცდილი ფიასკოს გამო. ვენუსის თქმით, მას გეგმაში აქვს 5-6 თებერვალს ანტვერპენში ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ თამაში. ეს იქნება ფედერაციის თასის 2011 წლის გათამაშების მეოთხედფინალი.

"ძალიან განაწყენებული ვარ ფინალში მარცხის გამო, - ამბობს ვენუსი. - ისე ვნერვიულობდი ჩემი თანამემამულეების გამო, რომ ტელევიზორიც კი არ ჩავრთე ფინალის საყურებლად. მომავალ წელს ძალიან მინდა ამერიკის ნაკრების დახმარება და თუ მწყობრში ვიქნები, ბელგიის წინააღმდეგ აუცილებლად ვითამაშებ".

უფროსმა უილიამსმა 2010 წელს ორი ტიტული მოიგო ერთეულებში (აკაპულკო და დუბაი) და სამი - წყვილებში (ავსტრალიის ღია პირველობა, როლან გაროსი და მადრიდი). ჯამში წელს 2.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე