26 ოქტომბერს გამართულ "ქართულ კლასიკოში" ფანების დაპირისპირება და ჰაერში სკამების ფრიალი ვნახეთ!
ჩემპიონატის ლიდერებისა და ძველისძველი მეტოქეების დაპირისპირება ისეთი გამოდგა, როგორც "ქართულ კლასიკოს" ახასიათებს ხოლმე.

...შოკისმომგვრელი დასაწყისი, სტუმართა ახალგაზრდა ფეხბურთელთა დომინირება თითქმის ერთი საათის განმავლობაში, გაცუდებული და რეალიზებული პენალტები, ემოციების "დუღილი" მოედანსა თუ ტრიბუნებზე, მატჩის ბოლოს მოვლენების რადიკალური "შემოტრიალება", მწვრთნელთა ტაქტიკური "დუელი" და ბოლოს, მატჩის დასაწყისზე არანაკლებ შოკისმომგვრელი ეპილოგიც...

ჰო, შაბათის მატჩში ყველაფერი ვნახეთ დღესდღეობით ორი საუკეთესო ქართული გუნდის შესრულებით და ერთადერთი, რაც გულში ხინჯად დაგვრჩა, კვლავაც "მარადიული" პრობლემა იყო: რიგით 56-ე "ქართული კლასიკო" აშკარად იმსახურებდა ბევრად უფრო მეტ აუდიტორიას.

თუმცა, მეორე მხრივ, ისიც სათქმელია, რომ იქნებ კარგიც იყო, შაბათის მატჩი, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინ რომ ჩატარდა: ზუსტად ვერ გეტყვით, რის გამო, მაგრამ მატჩის დაწყებიდან 5-6 წუთი იქნებოდა გასული, როცა ცალკე სექტორში მყოფი "ტორპედოს" ფანთა არცთუ მცირე ნაწილი თავისი ადგილიდან დაიძრა და..." დინამოს" ფანებისკენ ურთიერთობის გასარკვევად გაემართა!

არადა, ორივე გუნდის ფანებს სტადიონზე საკმაო მანძილი აშორებდათ, თუმცა, ვიდრე პოლიცია (აი, ამათი ნაკლებობა კი ნამდვილად იგრძნობოდა) თუ სტადიონის დაცვის სამსახური დაპირისპირებულ მხარეებს "დააშოშმინებდა" და სექტორებიდან გამავალ კარებებს გადაკეტავდა (რაც, თავიდანვე რომ გაეკეთებინათ, ალბათ, არც არაფერი მოხდებოდა), სტუმართა თუ მასპინძელთა ფანებმა "ურთიერთობის გარკვევაც" მოასწრეს და, რაც ყველაზე ცუდია, ჰაერში სკამების ფრიალიც ვნახეთ!

ტრიბუნაზე მჯდომს ფეხბურთში ემოციას ვერავინ დაუშლის, მაგრამ მაინც ვერაფრით ვხსნით სტუმართა ფანების განრისხებასა თუ ზომაგადასულ აგრესიას!

კიდევ ვიმეორებთ, ნამდვილად არ ვიცით, თუ რამ გამოიწვია მატჩის დასაწყისშივე სტუმართა არცთუ მცირერიცხოვანი ფანების გაღიზიანება-განრისხება, მაგრამ, რაც უნდა იყოს, სხვა ქალაქში რომ ჩადიხარ, სულ მცირე, ოდნავ მეტი ზრდილობა და თავშეკავებული საქციელი გმართებს და არა - სკამების მტვრევა და მერე სხვადასხვა მიმართულებით სროლა.

არადა, ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ამ მომენტისათვის "ტორპედო" უკვე 1:0-ს იგებდა და პლუს, რიცხობრივი უპირატესობაც ჰქონდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დინამო-ტორპედო 2:1 - ემოციური და დაუვიწყარი "ქართული კლასიკო" [VIDEO]

dato
ჩამოვალთ ქუთაისში და რა ?? ***
kako
დროშა რო მოგვპარეს და ხელკეტებით რო იყვნენ ეგეც ჩვენი ბრალია
ივერი
საუბედუროდ ჩვენთან გულშემატკივრობა ემსგავსება ევროპის სტადიონებზე ხულიგნების გამოხტომებს, რომელთათვის მოწინააღმდეგე გუნდთან ჩხუბი ჩვეულებრივი მოვლენაა, არად ქართველი გულშემატკივარი პატივს სცემდა როგორც თავის ფეხბურთელებს ისე მოწინაარმდეგესაც. არ ვიცი იმ დღეს რამ გამოიწვია ქუთაისელ გულშემატკივართა აგრესია, მაგრამ ერთი არი, რომ დინამოს სტადიონზე მე არ მახსოვს სტუმრებისათვის ოდესმე რამე ესროლათ და ვინმეზე გაწეულიყვნენ და ეს საამაყოა, მაგრამ რეგიონებში ქვის სროლა და არეულობა ბევრ სტადიონზე ხდებოდა და სსრკ-ს დროსაც ჰქონდა ფაქტი, ასე, რომ სხვის გინებას ცოტა მეტ პატივისცემას თუ გამოიჩენენ მოწინააღმდეგის მიმართ ურიგო არ იქნება. სტუმარმასპინძელის წესი ქართველთათვის წმინდაა და მარტო ჭიქით აწევისას არ უნდა გვახსენდებოდეს! მე თბილისელი ვარ და არასოდეს განმისხვავებია სხვა ქართული კლუბებისაგან დინამო! გორი,ზესტაფონი თუ რუსთავი, ყველაზე ერთნაირად დავდივართ და ვგულშემატკივრობთ (ევროტურნირებზეა საუბარი) და შეიძლება მეტადაც რადგან თავის ქალაქში არ არიან, ასე,რომ ფაქტი სამარცხვინოა და ვფიქრობ ჩვენს ერთიანობისათვის დამღუპველია. უგულშემატკივრეთ ერთმანეთს და ნუ დაემსგავსებით ვაიგულშემატკივრებს
chelo
***ვინც დაგარიგა ასეტი სტატია დაბეჭდეო
lelo
ბატონო გია დიდ პატივს გცემთ და ძალიან ბევრი სტატია წამიკითხავს თქვენი დაწერილი რომლებიც მართლაც გამოირჩევა პროფესიონალიზმით. ეს თქვენი სტატია უფრო პროვოკაციულ ხასიათს ატარებს ვიდრე ქართულ ფეხბურთზე მზრუნველი გუშემატკივრის. არ შეიძლება ადამიანს უზრდელი უწოდო და მითუმეტეს თუ არ იცი სიმართლე. იქნებ სიმართლე გაგეგოთ და შემდეგ დაგეწერათ სტატია.
შოთიკო
რამდენადაც არ გაგიჭირდებოდათ მიზეზის დადგენა, ...თ ფლაგმანი და ფედერაცია, მონებო!!!
ronaldo
ქუთაისში გასიამოვნებენ როგორც უნდა ისე
qutaiseli
.tbiliselebma ragaca deiwyes chven ras gvabralebt??da mere meore zrdilobas da qcevis wesebs ver gvaswavlit tqven
qutaisi
****.....chamovlen aq da naxaven rafer unda chxubi da galaxva
gio
tuxashvilo gaarkvie da mere cere she vitom jurnalisto
გინგიტო
გუნდი 1 ნოლს თუ იგებდა..მით უმეტეს ასეთი თამაში აჩვენა... ქუთაისლები მანდამაინც საჩხუბრათ წავიდნენ? ეგებ სხვა რამმოხდა როადანაშაულებ ამ ხალხს.. და უზრდელებს რო ეზახი... ჯერ სირცხვილი კიდევ ქუთაისლები ვალამაზებთ ქართულ ფეხბურთს... და გვლანძხავენ.... თქვენ მართლები ხართ ხო.... ვინც შენ პრინტერიდაგიდგა საბეჭდათ...თფუიი.. ****
beso
სტუმრება დაიწყეს ხოხოოო ? ისევ ტირპედოს შეახოცეთ ხელი *** ესენი
soso023
*** დროშა მოიპარეს და რა აგრესიაზეა საუბარი როცა ასეთი სტუმრები ყავდა გლადიატორებს იმ დგეს და რაები იკადრეს.. გათენდება 9 მარტი და განახებთ რა და როგორ განვითარდება.****
ultras
ამ სტატიის ავტორს სინდისი ნამუსი აქვს ?):):):) სინდისმა მაინც შეგაწუხოს ბიჯო სინდისმა ქომაგთა კლუბი ჯუნგლების ტრიბუნა ყველამ იცის სად არის მობრძანდი თუ სინდის ნამუსი გაქვს ბიჯოოოო !!!!!!!!!!!!
rantika
ხო და თუ არ იცი ბატონო გია მაშინ ჯერ გაარკვიე. დროშა მოპარეს გლადიატორებმა ჯუნგლებს და მაგას მოყვა ყველაფერი
sss
ტუხაშვილო *** რა რო არ იცი მაშინ ნუგა ცერ არ ვიციო რო იძახი ***

ჟურნალისტი ხარ თუ მასწავლებელი,რაღაც ძალიან პედაგოგიური ტონი გაქვს...
dato
საღოლ გლადიატორებს რომ გალახეს კარგად ეს ტორპედოს ქომაგები რა ემოციებით შემოვარდნენ სტადიონზე გინებით ღირსები იყვნენ და გაილახენ
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა