"მილუოკი ბაქსის" ქართველი ცენტრი NBA-ს ისტორიაში იშვიათი მოვლენის მონაწილე გახდა
შაბათს, გამთენიისას, ამერიკაში ჯერ კიდევ პარასკევი რომ იყო, "მილუოკი"-"ტორონტოს" საგამოფენო მატჩის სანახავად სათანადოდ მოვემზადე. ტრავმის მოშუშების შემდეგ ზაზა ფაჩულიას მესამე შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა.

წინა ორი შეხვედრის მიხედვით, ზაზას კანადელებთან საკმარისად უნდა ეთამაშა და ნამდვილად ღირდა ღამის გატეხა.

...მაგრამ რას მოვიფიქრებდი, რომ მხოლოდ მატჩის 6 წუთს ვუყურებდი?! გგონიათ დამეძინა? არა, NBA-ს ბოლო წლების ისტორიაში უპრეცედენტო ამბავი მოხდა.

რადგან ზაზა ფაჩულიაზე ვწერთ, სჯობს მოვლენებს თანმიმდევრობით მივყვეთ და მატჩის მეექვსე წუთსაც მივადგებით.

"ნომერი 27, საქართველოს რესპუბლიკიდან, ზა-ზა ფა-ჩუ-ლი-ააა!" - გამოაცხადა "მილუოკის" დარბაზის დიქტორმა. ჩაბნელებულ მოედანზე უცბად გაჩენილ ფერად სინათლეში ფაჩულია გამოჩნდა. მატჩის ტელეკომენტატორმა კი გვითხრა, რომ "ტორონტოს" წინააღმდეგ ვერ ითამაშებდა ტრავმირებული ცენტრი ლარი სენდერსი და მის ადგილს სასტარტო ხუთეულში ზაზა ფაჩულია დაიკავებდა.

ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ ფაჩულიას სათამაშო დრო ერთიორად გაიზრდებოდა - წინა ხაზში მილუოკელებს საქმე ასარჩევად ნამდვილად არა აქვთ.

სადავო გდებისთვის მოედნის ცენტრში ზაზას ველოდი, მაგრამ ჯონ ჰენსონი დადგა. ასე იყო "ატლანტაშიც" - ზაზა მოედანზე რომც ყოფილიყო, სადავო გდებისთვის მაინც ფორვარდი ჯოშ სმიტი ხტებოდა, რადგან შედარებით მსუბუქია და უფრო მაღლაც იწევა.

მილუოკელებმა მატჩი კარგად დაიწყეს, განსაკუთრებით, ფარქვეშ დადგნენ მყარად და ტორონტოელები უმთავრესად საშუალო და შორი მანძილიდან ტყორცნებით აგროვებდნენ ქულებს. შეცდომაც ბევრი ჰქონდათ, ფეხი არაერთხელ დაუცდათ და ბურთი მასპინძლებს გადააბარეს.

რაც შეეხება ზაზას, იგი საკმარისად მძიმეა და ერთხელაც არ მოცურებულა. ქართველი ცენტრი ხსნიდა კიდეც, პასებს არიგებდა და თანაგუნდელებს სივრცეებსაც უთავისუფლებდა.

თავიდანვე გაჩნდა თამაშის მოგების იმედი, რაშიც დიდი წვლილი ზაზას უნდა შეეტანა. მეექვსე წუთზე "მილუოკიმ" ხუთქულიანი უპირატესობა სწორედ ფაჩულიას წყალობით მოიპოვა.

იხილეთ ვიდეო

მოდით, ეს ეპიზოდი ტელეკომენტატორის სიტყვებით გავიხსენოთ:

"ჰენსონმა ფარქვეშ კარგად მოძებნა ფაჩულია, მაგრამ ჯარიმა! ბურთის მიღებისას ზაზას უბიძგეს, რომელმაც ბურთი ზურგსუკნიდან კალათისკენ გადააგდო... ეს რა ხდება? - შეხედეთ, ჩავარდა!

ფაჩულია ვერ ხედავდა, საით ისროდა, მაგრამ - ორი ქულა და ჯარიმა რეზერვში.

საოცრებაა, ნახეთ, თავად კალათბურთელსაც ეღიმება. "ტორონტოს" მწვრთნელი იძულებულია, წუთშესვენება აიღოს, შეგირდები დაამშვიდოს.

ფაჩულია ჯარიმას წუთშესვენების შემდეგ ტყორცნის..."

...მაგრამ როგორც თქვენ ჩახვედით მილუოკიში და ის საჯარიმო შეასრულეთ, ისე ისროლა ზაზამ. ახლავე მოგახსენებთ, რას ვგულისხმობ: წუთშესვენების შემდეგ მატჩი აღარ განახლებულა, მეექვსე წუთზე შეწყდა და გაუქმებულად გამოცხადდა.

მოედნიდან ჯერ "ტორონტოს" კალათბურთელები გავიდნენ, შემდეგ მილუოკელები მიჰყვნენ. მიზეზი?

გგონიათ, შემთხვევით დავწერე - ზაზა ერთხელაც არ მოცურებულა-მეთქი? საქმე ის არის, რომ "მილუოკის" დარბაზის მოედანი ჰოკეის ყინულივით სრიალებდა. დეტალური შემოწმების შემდეგ კომისარმა გადაწყვიტა, რომ იქ კალათბურთელებს არაფერი ესაქმებოდათ, ჰოკეის ჯოხები და შაიბა კი არ მოიძებნა და კალათბურთი შეწყდა.

ექვსწუთიანი მატჩის სტატისტიკა მეორე დღეს ერთ საიტზეც ვერ მოიძებნა, ზეპირად კი ის მახსოვს, რომ ფაჩულიამ თავიდან ბოლომდე ითამაშა, 2 ქულა ჩააგდო, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 3 მოხსნა მოაგროვა.

30 ოქტომბერს "მილუოკი ბაქსი" NBA-ს სეზონს ოფიციალურად "ნიუ იორკთან" საშინაო მატჩით გახსნის. მანამდე, იმედია, იატაკს "მასტიკას" მოაშორებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზაზა ფაჩულიას ზურგზე თვალები აქვს - ფანტასტიკური ორქულიანი [VIDEO]

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ