27 ოქტომბერს დოჰაში (ყატარი) ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი გაიმართა
27 ოქტომბერს დოჰაში (ყატარი) ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი გაიმართა, რომელმაც ჩვენთვის საინტერესო საკითხიც განიხილა - თუ სად უნდა გამართულიყო 2017 წლის აგვისტოში 19 წლამდე ხელბურთელ ვაჟთა მსოფლიოს პირველობის ფინალური ეტაპი.

მასპინძლობის ორი კანდიდატი იყო - საქართველო და ხორვატია. კონგრესმა მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება - ეს შეჯიბრება საქართველოში ჩატარდება და ფინალური რაუნდის პაექრობები თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.

საქართველოს დელეგაციამ (საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი, იმერეთისა და კახეთის რეგიონული ხელბურთის ფედერაციების ხელმძღვანელები - დავით აბულაძე და გიორგი სვიმონიშვილი) კონგრესს აცნობა, რომ ამ ჩემპიონატისთვის, მთავრობის თანადგომით, დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამი ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა თელავში (2000 ადგილით), ქუთაისსა (3-4 ათასი) და ბათუმში (5-6 ათასი).

კონგრესის მონაწილეებმა არც ხორვატიას დასწყვიტეს გული - 2017 წელს ამ ქვეყანაში 21-წლამდელთა მსოფლიოს პირველობა გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ვეტერანი ხელბურთელი და მწვრთნელი რატი მსხვილიძე გარდაიცვალა
ლეგიონერები/გამარჯვებები ევროპის თასზე, ხორვატიაში, სერბეთსა და რუმინეთში
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე