"დალასი" ჰარპერს დააფასებს
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოთხგზის საუკეთესო მოთამაშემ, "მაიამი ჰიტის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა სასიამოვნო ინფორმაცია აცნობა კალათბურთის მოყვარულებს. "მეფემ" გამოაცხადა, რომ თუ ჯანმრთელობა შეუწყობს ხელს, აუცილებლად ითამაშებს 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე, სადაც შეეცდება, თავის კარიერაში მესამე ოლიმპიური ოქრო მოიგოს.

"ოფიციალურად ჯერ არ მიმიღია მიწვევა 2016 წლის ოლიმპიადაზე სათამაშოდ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, იმ ტურნირისთვის აშშ-ის ნაკრების დაკომპლექტების მომენტში ჯანმრთელი ვიქნები და არც სპორტული ფორმა მექნება დაკარგული", - განაცხადა ჯეიმსმა.

შეგახსენებთ, რომ "ჰიტის" კალათბურთელმა აშშ-ის ნაკრებთან ერთად 2008 და 2012 წლების ოლიმპიური თამაშები მოიგო.

"დალასი" ჰარპერს დააფასებს

"დალას მავერიქსის" მფლობელმა მარკ ქიუბანმა ჟურნალისტებს გამოუცხადა, რომ კლუბი ხმარებიდან ამოიღებს მე-12 ნომერს, რომლითაც ტექსასელების რიგებში მცველი დერეკ ჰარპერი თამაშობდა. ამ კალათბურთელის მაისურს "დალასის" საშინაო არენის თაღზე დაკიდებენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ამ მოვლენისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია.

ჰარპერი "მავერიქსმა" 1984 წლის დრაფტის პირველ რაუნდში აირჩია. მცველმა "მავერიქსის" რიგებში 12 სეზონი ჩაატარა და კლუბის რეკორდსმენია შედეგიანი გადაცემებისა (5 111) და ჩაჭრების (1 551) რაოდენობით. გარდა ამისა, ჰარპერი "დალასის" ისტორიაში მეოთხე მოთამაშეა შედეგიანობის (12 597 ქულა) მიხედვით.

"სპურსი" და "ნიქსი" ახალგაზრდებს ინარჩუნებენ

"სან ანტონიო სპურსის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, გაააქტიუროს ფორვარდ კავაი ლეონარდისა და გამთამაშებლის, კორი ჯოზეფის კონტრაქტებში არსებული პუნქტები. შესაბამისად, ორივე კალათბურთელი 2014-15 წლების სეზონის ბოლომდე "სპურსის" რიგებში დარჩება.

თავისი მეოთხე სეზონისთვის ლეონარდი 2.9 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, ჯოზეფის ხელფასი კი 2 მილიონზე ოდნავ მეტი იქნება.

ანალოგიურად მოიქცა მცველ იმან შამპერტთან მიმართებაში "ნიუ იორკ ნიქსი". გუნდმა ამ კალათბურთელთან ასევე 2015 წლის ზაფხულამდე გააგრძელა კონტრაქტი. 2014-15 წლების სეზონში შამპერტი 2.6 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

შამპერტი 2011 წლის დრაფტის მე-17 ნომერია. გასულ წელს, მუხლის ტრავმის მკურნალობის შემდეგ, კალათბურთელი საშუალოდ მატჩში 6.8 ქულასა და 3.0 მოხსნას აგროვებდა.

კირილენკო და გრეინჯერი ვერ იწყებენ

"ბრუკლინ ნეტსის" რუსი ფორვარდი ანდრეი კირილენკო ვერ მოხვდა ახალი სეზონის პირველი მატჩის განაცხადში. "ნეტსი" 2013-14 წლების სეზონის საწყის მატჩს 29 ოქტომბერს, "კლივლენდის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

12 ოქტომბრიდან მოყოლებული, რუს კალათბურთელს ზურგის ტრავმა აწუხებს და მისი უთამაშებლობის მიზეზიც ეს არის, თუმცა "ბრუკლინის" ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ კირილენკო დღე-დღეზე დაუბრუნდება მოედანს.

"ინდიანა პეისერსის" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე დენი გრეინჯერი იძულებულია, გამოტოვოს ახალი რეგულარული ჩემპიონატის პირველი სამი კვირა.

გრეინჯერმა მარცხენა ფეხზე კუნთი "დალასთან" წინასასეზონო მატჩში დაიზიანა. კალათბურთელი ირწმუნება, რომ ამ დაზიანებას არაფერი აქვს საერთო მუხლის ტრავმასთან, რომლის გამოც დენიმ გასული სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა.

სერიოზული პრობლემებით იწყებს ახალ სეზონს "იუტა ჯაზი". კლუბის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ რეგულარული ჩემპიონატის პირველ მატჩში "ოკლაჰომას" წინააღმდეგ, "ჯაზს" განაცხადში მხოლოდ ათი კალათბურთელი ეყოლება. საქმე ისაა, რომ კლუბის ოთხ კალათბურთელს - ცენტრ ანდრის ბიედრიშს, ფორვარდებს - ჯერემი ევანსს, ბრენდონ რაშსა და მარვინ უილიამსს ტრავმები აქვთ და ისინი სეზონს ჯერ ვერ დაიწყებენ.

გარდა ამისა, სეზონისთვის მზადების დროს ხელის სერიოზული ტრავმა მიიღო მცველმა ტრეი ბიორკმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სრულფასოვანი ენდრიუ ბაინუმი

[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კევინ ლავი ოცდაათიანებს მიეჩვია
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: 39 სიცხეც და ქულაც
"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
"კლიპერსმა" "ლეიკერსი" დაამარცხა [VIDEO]
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სენსაცია "დეტროიტისგან"
[VIDEO] ლეონარდი შეუჩერებელია - კავაიმ "კლიპერსს" "ჰიუსტონთან" მოაგებინა
უესტბრუქისა და კოვინგტონის მაგარი თამაშით "კლიპერსმა" "მემფისი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]