რასიზმი ინგლისურ ფეხბურთში
"ბირმინგემ სიტის" ახალგაზრდული აკადემიის მწვრთნელი მაიკლ ჯონსონი მიიჩნევს, რომ ინგლისში ფერადკანიან ადამიანებს მწვრთნელობისა და კლუბის ხელმძღვანელობაში მუშაობის საშუალება თავისუფლად არ ეძლევათ, რაც არასწორია.

იამაიკელს მთელი სათამაშო კარიერა იქ აქვს გატარებული, ინგლისურ ფეხბურთს წლებია აკვირდება და ასეთი თეორია ჩამოუყალიბდა - მისი აზრით, "ფეხბურთის მამებს" ფერადკანიანი ადამიანები იმისათვის არაშესაფერისად მიაჩნიათ, რომ გუნდის გაწვრთნა და მართვა მიანდონ, რაც დამამცირებელია. ჯონსონის თქმით, გარკვეულ შეთქმულების თეორიას აქვს ადგილი და ერთგვარი "დაუწერელი კანონების" გამო ფერადკანიანი ადამიანები ავტომატურად იბლოკებიან.

იამაიკელამდე რამდენიმე საათით ადრე ეს საკითხი წინ წამოწია ფიფას ანტირასისტული მოძრაობის ხელმძღვანელმა ჯეფრი ვებმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფერადკანიანი მწვრთნელებისადმი ინგლისში არასამართლიანი მიდგომაა და ამის გამო ისინი დემორალიზებულნი არიან. ვებმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას ამ საკითხზე მუშაობისაკენ მოუწოდა.

ინგლისის ლიგებს პრემიერლიგიდან ქვემოთ რომ ჩავყვეთ და 92 კლუბზე შევჩერდეთ, იცით, რამდენ ფერადკანიან მწვრთნელს ვიპოვით ამ 92 კლუბში? მხოლოდ სამს, რაც მართლაც ცოტაა. ერთი "ნორვიჩის" თავკაცი კრის ჰიუტონია, მეორე - ამჟამად "ბლექპულის" დამრიგებელი პოლ ინსი და მესამე - "ჩარლტონის" მწვრთნელი კრის პოუელი.

"ჩვენ მხოლოდ 3 შავკანიანი მთავარი მწვრთნელი გვყავს, ხოლო თუ კლუბების მმართველობაში მოვძებნით, იქ ფაქტობრივად ვერცერთ შავკანიანს ვერ აღმოაჩენთ. ჩემი აზრით, ეს იმის ბრალია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც სავარძლებში მოკალათებულან და მნიშვნელოვანი პოსტები უჭირავთ, განათლება აკლიათ. მათ მიაჩნიათ, რომ ფერადკანიანი ფეხბურთელი შეიძლება იყოს და მინდორზე კარგად გამოგადგეს, მაგრამ ამის იქით არ უნდა გაუშვა.

არ მინდა მაინცდამაინც რასიზმზე ვისაუბრო და ეს ყველას არ ეხება, მაგრამ სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ასეთი მიდგომა. ცხადია, ეს ძალიან ცუდია და არასწორია" - განაცხადა ჯონსონმა.

თავად იამაიკელის სათამაშო კარიერა "ნოთს ქაუნთიში" დაიწყო და იქვე დაამთავრა, ოღონდ შუალედში "ბირმინგემის", "დერბის" და "შეფილდ უენსდის" ღირსებასაც იცავდა. მთავარ მწვრთნელად მუშაობის ერთადერთი გამოცდილებაც სწორედ "ნოთსში" მიიღო, რომელიც 2009 წელს მას და დეივ კევანს დროებით, მხოლოდ ორი მატჩით ჩააბარეს, წყვილმა არც ერთი შეხვედრა არ წააგო. მეტი შანსი ჯონსონს უმაღლეს დონეზე აღარ მისცემია.

27 ოქტომბერს კი იმავე "ნოთსიდან" კიდევ ერთი ფერადკანიანი სპეციალისტი კრის ივომია დაითხოვეს და ამ ყველაფერმა ერთად, მაიკლ ჯონსონი აალაპარაკა. ვნახოთ, რა რეაქცია მოჰყვება ინგლისური ფეხბურთის მმართველთაგან მის სიტყვებსა და ფიფას შეგონებებს.

გიორგი კაკაბაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რასიზმი: ინგლისურ-რუსული ომი

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
ლონდონის "არსენალი" სამუშაოდ ოლიმპიურ ჩემპიონს აიყვანს
"ნორვიჩ სიტიმ" თავდასხმა გარი ჰუპერით გააძლიერა
ინსი: პოგბა საშუალო დონის იდიოტი ფეხბურთელია
პრემიერლიგაში თებერვლის თვის საუკეთესო მწვრთნელი კრის ჰიუტონი გახდა
პოლ ინსი: სოლსკიაერის "მანჩესტერში" თაფლობის თვე დასრულდა
იურგენ კლოპი: ბეილის ტრანსფერი ძალიან ძვირი დაგვიჯდება
პოლ ინსი: პოგბას ცირკის ყურება აღარ შეგვიძლია
პოლ ინსი: ოლე-გუნარ სოლსკიაერის ადგილას ამას ნებისმიერი გააკეთებდა
პოლ ინსი: "მანჩესტერი" ყველას დასაცინი ხდება, კლუბში ქაოსია
დაბრუნება წარსულში - ლეონარდო ულოა ისევ "თოლიებისთვის" შეუტევს