"მალმიოს" კაპიტანი "სოფლელებს" იანვრიდან შეუერთდება
"ჰოფენჰაიმი" ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე უხვგოლიანი გუნდია. "სოფლელებს" ათი ტურის შემდეგ ყველაზე მეტი, 25 გოლი აქვთ გატანილი, თუმცა ყველაზე მეტიც (23) გაუშვეს.

აქედან გამომდინარე, უფრო ლოგიკური ის იქნებოდა, რომ ზამთრისთვის დაცვის გაძლიერებაზე ეზრუნათ, მაგრამ არა - "ჰოფე" წინა ხაზს აძლიერებს. 30 ოქტომბერს ოფიციალურად დადასტურდა, რომ კრაიხგაუელები იანვრიდან შვედეთის ჩემპიონის, "მალმიოს" კაპიტან ჯილოან ჰამადს დაიმატებენ.

22 წლის შემტევი ნახევარმცველი "ჰოფენჰაიმში" ბუნდესლიგის მეორე წრიდან ითამაშებს - "ჰოფე" მას უფასოდ გადაიბირებს. ჰამადი, რომელსაც შვედეთის ნაკრებში ექვსი მატჩი აქვს ჩატარებული, "სოფლელებთან" კონტრაქტს 2017 წლამდე გააფორმებს.

აღსანიშნავია, რომ ჰამადი ბაქოშია დაბადებული და "მალმიოსთან" ერთად შვედეთის ჩემპიონობა ახლახან გაიფორმა - კლუბს 8 გოლითა და 6 საგოლე პასით შეეწია. ევროპალიგაში კი "მალმიოს" ფორმით 6 მატჩი და 2 გოლი აქვს. საერთო ჯამში, მას 22 წლის ასაკში შვედეთის უმაღლეს ლიგაში 125 შეხვედრა აქვს ჩატარებული, შვედეთის 21-წლამდელთა ნაკრებში კი, სადაც ასევე კაპიტანი იყო, 28 მატჩი ითამაშა.

"ჰამადი ახალგაზრდა, მონდომებული და პროგრესირებადი ფეხბურთელია, რომელმაც შვედეთში უკვე დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები. მისი მთავარი პლუსი ის არის, რომ ნახევარდაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში," - აცხადებს "ჰოფენჰაიმის" მენეჯერი ალექსანდერ როზენი.

აქვე ვიტყვით, რომ ჰამადი შვედეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
ბუნდესლიგაში ლოჩოშვილის დებიუტი შედგა - "კიოლნმა" ჩემპიონატი ლამაზი გამარჯვებით დაიწყო
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის "რიგასი" "პაოკთან" დამარცხდა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] "იბერია 1999" "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება
ოდიშარიას გარეშე - რფს სახლში "მალმიოსთან" განადგურდა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები