საქართველოს საბრძოლო ხელოვნების ცენტრი და საერთაშორისო "ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს" ფედერაცია იტალიაში, ქალაქ ბერგამოში გოჯუ-რიუ კარატეს მსოფლიო ჩემპიონატზე მიიწვიეს
საქართველოს საბრძოლო ხელოვნების ცენტრი და საერთაშორისო "ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს" ფედერაცია იტალიაში, ქალაქ ბერგამოში გოჯუ-რიუ კარატეს მსოფლიო ჩემპიონატზე მიიწვიეს, რომელიც 22-24 ნოემბერს ჩატარდება.

საქართველოში საერთაშორისო "ოკინავური გოჯუ რიუ კარატე დოს" ფედერაციის წარმომადგენლის, ლევან როგავას (მესამე დანი) თქმით, "გოჯუ-რიუ კარატე" იმ მცირერიცხოვან სპორტულ ორგანიზაციებს მიეკუთვნება, რომლებმაც წარმატება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მოიპოვეს.

"ვცდილობთ, ქვეყანას წარმატება მოვუტანოთ და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ ჯანსაღი ცხოვრებით... სხვადასხვა მიზეზის გათვალისწინებით, ეს ადვილი არ არის, მაგრამ მაინც ვახერხებთ.

ჩვენი ძალების მაქსიმუმს ვდებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატიდან საუკეთესო შედეგებით დავბრუნდეთ...

ძალიან დატვირთული დღეები გვაქვს. ბევრს ვმუშაობთ საკუთარ თავზე, ვცდილობთ, შესაძლებლობები ბოლომდე ამოვწუროთ.

საქართველოში იტალიის საელჩოს დახმარებით, ჩვენს რამდენიმე სპორტსმენს საშუალება მიეცა, მონაწილეობა მიიღოს ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებაში და წარმატება მოუტანონ ჩვენს ნაკრებს საერთაშორისო სარბიელზე. ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებთ", - აცხადებს ლევან როგავა.

ინსტრუქტორი მადლობას უხდის იტალიის საელჩოსა და პირადად ელჩს, ქალბატონ ფედერიკა ფავის საქართველოს საბრძოლო ხელოვნების ცენტრისთვის გაწეული დახმარებისთვის.

k.k
გამარჯვების გზებზე გევლოთ.ღმერთმა დაგლოცოთ.
Bel
გისურვებთ გამარჯვებებს
გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?