აივერსონის სამი ნომერი დიდების დარბაზში ჩამოიკიდება
ლეგენდარულმა მცველმა ალენ აივერსონმა ოფიციალურად გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ. მან ეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც "ფილადელფიასა" და "მაიამის" მატჩის წინ გაიმართა, - წერს NBA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

"მე კალათბურთისთვის ყველაფერი გავიღე, რაც შემეძლო. ჩემში კვლავაც არის აზარტი, მაგრამ თამაშის სურვილი აღარ შემრჩა. ეს შესანიშნავი მოგზაურობა იყო", - განაცხადა აივერსონმა.

გაირკვა, რომ "ფილადელფია" ხმარებიდან ამოიღებს აივერსონის სათამაშო ნომერს. ამასთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონია 2014 წლის პირველ მარტს გაიმართება, როცა "ფილადელფია" შინ მიიღებს "ვაშინგტონს". მაისურს, "მესამე" ნომრით, "სიქსერზის" საშინაო არენის თაღზე დაკიდებენ.

38 წლის აივერსონმა პროფესიულ დონეზე ბოლო შეხვედრა 2011 წელს, თურქეთში ჩაატარა, ხოლო მისი ბოლო მატჩი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 2010 წლით თარიღდება.

ალენმა 12 სეზონი გაატარა "ფილადელფიას" შემადგენლობაში, 2000-01 წლების სეზონში რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, 11-ჯერ მიიღო მონაწილეობა "ყველა ვარსკვლავის მატჩში", 1997 წელს აირჩიეს სეზონის საუკეთესო დებიუტანტად. "სიქსერზის" ლეგენდა ოთხჯერ იყო NBA-ს საუკეთესო ბომბარდირი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: თითქმის ოთხმაგი დუბლი!

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა