ფიდემ, ტრადიციულად, საპირველნოემბროდ საუკეთესო მოჭადრაკეთა ასეულები გამოაქვეყნა
ფიდემ, ტრადიციულად, საპირველნოემბროდ საუკეთესო მოჭადრაკეთა ასეულები გამოაქვეყნა.

სასიამოვნოა, რომ ქალთა პირველ ათეულში ორი ჩვენებურია - ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი.

სათავეში კი უწინდებურად იუდით პოლგარი იმყოფება (უნგრეთი, 2689). შემდეგ მოდიან: მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2629), ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2618), ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2566), ჟაო სიუე (ჩინეთი, 2565), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2556), ორგზის ევროპის ჩემპიონი კატერინა ლაგნო (უკრაინა, 2542), ბელა ხოტენაშვილი (საქართველო, 2524), ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2523), ორგზის ევროპის ჩემპიონი პია კრამლინგი (შვედეთი, 2520).

ძაგნიძისა და ხოტენაშვილის გარდა, პირველ ასეულში არიან: 29. ნინო ხურციძე (2462), 32. სალომე მელია (2453), 43. სოფიკო გურამიშვილი (2441), 51. ნინო ბაციაშვილი (2425), 54. ლელა ჯავახიშვილი (2423), 85. თამარ წერეთელი (2375), 86. მერი არაბიძე (2374), 88. სოფიკო ხუხაშვილი (2374), 89. მაკა ფურცელაძე (2374), 94. მაია ლომინეიშვილი (2366).

ვაჟთა პირველი ათეული კი ასეთია: მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2870), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2801), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2793), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2786), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2785), ფაბიანო კარუანა (იტალია, 2782), ბორის გელფანდი (ისრაელი, 2777), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2775), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2774) და შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2757).

საქართველოდან პირველ ასეულში ერთადერთი წარმომადგენელია - დიდოსტატი ბაადურ ჯობავა, რომელიც 2695 პუნქტით 55-ე საფეხურზე ჩამოქვეითდა.

20-წლამდელ გოგონათა ასეულში არიან: 8. მერი არაბიძე (2374), 11. ნაზი პაიკიძე (2337) და 49. მარიამ დანელია (2219). ვაჟებში ზურაბ ჯავახაძე 2451 პუნქტით 96-ეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა