ორცენტნერიანმა გაგამარუმ დოჰიოს რკალიდან მეტოქეები ზედიზედ სამჯერ მძლავრი ოშიდაშით გააგდო

ორცენტნერიანმა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) ზედიზედ სამჯერ მძლავრი ოშიდაშით გააგდო მეტოქეები დოჰიოს რკალიდან და თითქმის უიმედო მდგომარეობა ნაწილობრივ გამოასწორა - ჩვენებურს 4-5 ბალანსი აქვს და ეს კიუშუს ბაშოზე ქართველთაგან საუკეთესო შედეგია.

გაგამარუმ კორიუსთან თითქმის 50-კილოიანი უპირატესობა კარგად გამოიყენა, მარჯვენათი ყელში წვდა მეტოქეს და მიაწვა. ჯუღელი დღეს მთაკაც მიაბიამას ელის. ყოფილი ოძეკი სულ რაღაც 12 კილოთი ნაკლებს იწონის ქართველზე. თუ იმარჯვებს, გაგამარუ ელიტაში მე-20 მოგებას იზეიმებს.

ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ესტონელ ოძეკი ბარუტოს ხვდებოდა. ჩვენებურის ეს ცდაც (ისევე, როგორც წინა 5) წარუმატებლად დასრულდა, თუმცა კი ლევანმა მაგრად იბრძოლა, ცაციით ბალტიელის მავაში იგდო ხელთ, მაგრამ გოლიათმა ბარუტომ შეძლო ზურგიდან ქართველის მავაშის დაჭერა, შემდეგ დიდი ძალისხმევით კომუსუბი თიხნარიდან აიტაცა და დოჰიოს კიდესთან მიყვანილი ხელისკვრით გააგდო. ტოჩინოშინი (3-6) დღეს მე-2 მაეგაშირა ასასეკირიუს შეხვდება.

კოკაიმ (ლევან ცაგურია) მე-8 მაეგაშირა შიმოტორისთან წააგო. "შავი ზღვა" მდგომარეობის გამოსწორებას მე-10 მაეგაშირა ტოსაიუტაკას დამარცხებით შეეცდება.

კიუშუს ბაშო. 14-28 ნოემბერი. ფუკუოკა (იაპონია)

IX დღე (სულ 9 ილეთი)

იორიკირი (7): ბარუტო-ტოჩინოშინი, კაიო-არანი, კოტოშოგიკუ-ამინიშიკი, შიმოტორი-კოკაი, ტოკუსეგავა-ტამავაში, სოკოკურაი-ტოკიტენკუ, ტაკამისაკარი-ტოჩინონადა.

ოშიდაში (3): კაკურიუ-კიტატაიკი, კიმურაიამა-კოტოკასუგა, გაგამარუ-კორიუ.

ჰატაკიკომი (2): ჰაკუჰო-იოშიკაძე, ტოიონოშიმა-გოეიდო.

უვატენაგე (2): კოტოოშუ-ტაკეკაძე, ჰომაშო-კისენოსატო.

ჰიკიოტოში (2): მიაბიამა-კიოკუტენჰო, მოკონამი-კასუგაო.

კუბინაგე (1): ჰაკუბა-ტოჩიოძანი.

ოშიტაოში (1): ასასეკირიუ-ვაკანოსატო.

ცუკიდაში (1): შოტენრო-ტოსაიუტაკა.

იორიტაოში (1): ოკინოუმი-ბუშუიამა.

სატურნირო მდგომარეობა

8-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ბარუტო (ოძეკი), კაიო (ოძეკი), ტოიონოშიმა (მაეგაშირა 9).

7-2: კიოკუტენჰო (მ 9), შოტენრო (მ 16)... 4-5: გაგამარუ (მ 10), 3:6: ტოჩონოშინი (კომუსუბი), კოკაი (მ 6).

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა