ფაჩულიამ 20 ქულა მოაგროვა, რაც NBA-ში ქართველი კალათბურთელისთვის მართლაც გამორჩეული შედეგია
ზაზა ფაჩულია შეუჩერებელია. ზედიზედ მეორე მატჩში ის თავის გუნდში საუკეთესო ხდება და თუ ასე გააგრძელებს, სეზონის საუკეთესო მე-6 მოთამაშის (სათდარიგოს) პრიზსაც დაიმსახურებს. თუმცა ეს შეიძლება იმის გამო არ მოხდეს, რომ ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში აინაცვლოს, რადგან ამას ზაზა ნამდვილად იმსახურებს.

უკვე მეორე მატჩია, ფაჩულია აშკარად ჩრდილავს "მილუოკის" სასტარტო ცენტრ ლარი სანდერსს.

ისე კი, რა აზრი აქვს, სასტარტო იქნება თუ სათადარიგო - ფაჩულია მოედანზე საკმაო დროით იმყოფება და შედეგიანობით ჯერჯერობით ყველა თანაგუნდელ სჯობნის.

ზაზამ აღნიშნა კიდეც 1 თვის წინ თბილისში ყოფნისას, რომ მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს სათადარიგო ცენტრად ყოფნა. ჩემი საქმე მოედანზე გასვლა და გუნდის დახმარებააო.

სეზონის პირველ მატჩში ფაჩულიამ ორმაგი დუბლი (13 ქულა, 11მოხსნა) შეასრულა, 2 ნოემბერს გამთენიისას კი ამ შედეგის გამეორებამდე 1 მოხსნა დააკლდა, თუმცა მთლიანობაში ზაზა, "ბოსტონთან" უფრო შედეგიანი იყო. ქართველმა ცენტრმა 20 ქულა მოაგროვა, რაც NBA-ში ქართველი კალათბურთელისთვის მართლაც გამორჩეული შედეგია.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, "მილუოკიმ" მოიგო და ამაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ ფაჩულიას მიუძღვის. მოგებაცაა და მოგებაც - "მილუოკი" მე-3 მეოთხედში 22 ქულით აგებდა, შემდეგ კი წარმოუდგენლად შედეგიანი თამაშით მოახერხა "ბოსტონ გარდენში" "სელტიკისთვის" გამარჯვების გამოგლეჯა.

ფაჩულიას ზუსტი საჯარიმეობის შემდეგ "მილუოკი" საფინალო სირენამდე 44 წამით ადრე დაწინაურდა, ხოლო დარჩენილ დროში დემორალიზებული ბოსტონელებს საბოლოოდ ჩასცა ლახვარი - 105:98.

ფაჩულიამ პირადი რეკორდი დაამყარა საჯარიმო სროლებში. ქართველმა ცენტრმა 10-დან 10-ივე საჯარიმო ჩააგდო, რაც NBA-ში დღესდღეობით ნებისმიერი ცენტრისთვის კი არა, კალათბურთელისთვის საოცნებო შედეგია.

ზაზამ 29 წუთს ითამაშა და 10 საჯარიმოსთან ერთად 10-დან 5 ორქულიანი ჩააგდო. 20 ქულასა და 9 მოხსნასთან ერთად ფაჩულიამ 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა, ბურთი კი არც ერთხელ არ დაუკარგავს.

რაც შეეხება სანდერსს, "მილუოკის" სასტარტო ცენტრმა 19 წუთში 4 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა.

მილუოკელთაგან ზაზას შემდეგ საუკეთესო შედეგი გარი ნილსა და ჯონ ჰენსონს ჰქონდათ, რომლებმაც 14-14 ქულა ჩააგდეს.

თითო მოგებ-წაგების მქონე "მილუოკი" მორიგ მატჩში ხვალ "ტორონტოს" უმასპინძლებს.

წყარო: gbf.ge

beqa
საღოლ ზაზა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] მამუკელაშვილის სეზონის საუკეთესო მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
"მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე" - იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
გარიგება შედგა - იანის ანტეტოკუნმპო "მაიამი ჰიტში" ითამაშებს
[VIDEOS] გოგასგან და სანდროსგან მეტს ველით - ქართველების გუნდები დამარცხდნენ