NBA: "ჰიტმა" უდონის ჰასლემი დაკარგა, "ბულზმა" - კარლოს ბუზერი

მცირე კრიზისი აქვს "ბოსტონ სელტიქსს". წინა ტურში საკუთარ მოედანზე კევინ დურანტის გარეშე დარჩენილ "ოკლაჰომასთან" წაგების შემდეგ, დოკ რივერსის გუნდს არ უნდა გასჭირვებოდა შელახული პრესტიჟის აღდგენა აუთსაიდერ "ტორონტოსთან" მატჩში. თუმცა ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ კანადელები ორმატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდნენ აღნიშნულ დაპირისპირებას - ჯერ "ფილადელფიას" მოუგეს, შემდეგ - "ჰიუსტონს".

სტუმრები პირველ მეოთხედში გავიდნენ წინ და ეს 12-წუთიანი მონაკვეთი რვა ქულით მოიგეს - 31:23. ბოსტონელთა რიგებში განსაკუთრებით ნეიტ რობინსონი გამოირჩეოდა, რომელმაც სასტარტო მეოთხედში 16 ქულა მიითვალა. მაგრამ უკვე შემდეგ მეოთხედში თამაში საპირისპირო სცენარით განვითარდა და დიდ შესვენებაზე სხვაობა მხოლოდ სამი ქულა იყო - 61:58 "ტორონტოს" სასარგებლოდ.

"ბოსტონმა" ვერ შეძლო მესამე მეოთხედში გარდატეხის შეტანა. "რეპტორზი" ისევ ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას, დაცვაში კარგად მოქმედებდა და გაუაზრებელ შეტევებში არ მიდიოდა. ბოლო მეოთხედისთვის მასპინძელი უკვე შვიდი ქულით იყო წინ. ამ უპირატესობას სოლიდური არ ეთქმოდა, მით უმეტეს "ბოსტონთან" მატჩში, მაგრამ ვერც გარნეტმა, ვერც პირსმა და ვერც ალენმა ვერ შეძლეს თამაშის გადარჩენა და საფინალო სირენამ კანადელთა ერთქულიანი უპირატესობა დააფიქსირა - 102:101. ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა ბარნიანი, რომელმაც 29 ქულას მოუყარა თავი, რობინსონმა კი პირველ მეოთხედში გაბრწყინების შემდეგ, დარჩენილ დროში თავის მონაგარს მხოლოდ 6 ქულა დაუმატა.

"ლეიკერსმა" აშკარად გაამასხარავა "გოლდენ სტეიტი". კალიფორნიელებმა კარგად გამოიყენეს რადმანოვიჩის საწყისი სამი აცილება და ამის წყალობით გაიჭრნენ წინ. ამის შემდეგ თავისი საქმე გააკეთა გასოლისა და ოდომის დუეტმა, რომელმაც ყრუდ გადაკეტა ფართან მისასვლელი გზები, ფიშერი და ბრაიანტი კი კარგად აკონტროლებდნენ პერიმეტრს. პირველი მეოთხედის შემდეგ მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მით უმეტეს, რომ მასპინძლებს არაფერი გამოსდიოდათ და თან ტრავმა მიიღო მათმა ლიდერმა მონტა ელისმა.

მატჩის ბოლომდე ანგარიში მხოლოდ იზრდებოდა და ერთხელ სხვაობა 35 ქულამდე ავიდა. "მეომრებმა" შინ ზედიზედ მეორე მატჩი წააგეს. ამ გუნდს ძალიან ეტყობა დევიდ ლის არყოფნა. უნიკალური მიღწევა ჰქონდა პაუ გასოლს. ის გახდა მესამე კალათბურთელი NBA-ის ისტორიაში, ვინც მინიმუმ 20 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი დააგროვა და ამასთან, 100 პროცენტის სიზუსტით ისროლა თამაშიდან და საჯარიმოს ხაზიდან. ასეთი რამ შეძლო ესპანელის თანაგუნდელმა მეტ ბარნსმა ორი დღით ადრე "მინესოტას" წინააღმდეგ და ჩარლზ ბარკლიმ 1988-89 წლების სეზონში.

"სან ანტონიოს" არ ჩამორჩა და მე-12 მატჩში მე-11 გამარჯვებას მიაღწია "ნიუ ორლეანმა". ამჯერად "ჰორნეტსის" მსხვერპლი გახდა "საკრამენტო". პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ფრედ დასრულდა - 39:39, დანარჩენ ორ მეოთხედში კი მცირე უპირატესობა სტუმრებს ჰქონდათ და მოიგეს კიდეც - 75:71.

ტორონტო-ბოსტონი 102:101

23:31, 38:27, 21:17, 20:26

ტ: ბარნიანი (29), ჯონსონი (17+11 მოხსნა), უიმსი (16+5 მოხსნა), ბარბოზა (12+5 პასი), კალდერონი (11), ევანსი (9+16 მოხსნა).

ბ: რობინსონი (22), ალენი (19+8 მოხსნა), პირსი (19+5 მოხსნა+5 პასი), გარნეტი (12+8 მოხსნა), ევანსი (12).

დეტროიტი-ვაშინგტონი 115:110 (ო)

24:17, 28:38, 25:23, 25:24, 13:8

დ: ჰემილტონი (27), ვილანუევა (25+11 მოხსნა), სტაკი (15+7 პასი), მაქსიელი (14+5 მოხსნა), გორდონი (10), უოლასი (14+10 მოხსნა).

ვ: ბლეტჩი (20+8 მოხსნა), მაკგი (20+16 მოხსნა), არენასი (19+16 პასი), იანგი (18), ჰანრიხი (16+6 პასი).

საკრამენტო-ნიუ ორლეანი 71:75

16:14, 23:25, 17:20,15:16

ს: გრინი (15+10 მოხსნა+3 დაფარება), ჰედი (11+5 მოხსნა), დალემბერი (3+10 მოხსნა+4 დაფარება).

ნ-ო: უესტი (17), არიზა (16+7 მოხსნა), ბელინელი (12), პოლი (9+7 მოხსნა+14 პასი+5 ჩაჭრა), ოკაფორი (6+12 მოხსნა).

გ. სტეიტი-ლეიკერსი 89:117

21:37, 20:32, 19:24, 29:22

გ-ს: რაიტი (16+3 ჩაჭრა), კარი (13), ლინი (13), ედრიანი (9+10 მოხსნა).

ლ: გასოლი (28+9 მოხსნა+5 პასი+4 დაფარება), ბრაიანტი (20+6 მოხსნა+5 პასი), ბრაუნი (17), ოდომი (15+10 მოხსნა).

აივერსონი ბანკროტია

სანამ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი ვარსკვლავი ალენ აივერსონი თურქული კარიერის აწყობას ცდილობს, ამერიკულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვეტერან მცველს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. ამბობენ, რომ სწორედ ამის გამო გადაწყვიტა აივერსონმა "ბეშიქთაშში" გადასვლა.

"ფული ჩემთვის მთავარი არ არის", - ასე ამბობდა აივერსონი 29 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ის ოფიციალურად წარადგინეს "ბეშიქთაშის" ახალ მოთამაშედ. მაგრამ NBA-ის მთავარ ოფისში მომუშავე ადამიანმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ჟურნალისტებს შეატყობინა, რომ კალათბურთელმა ჯერ კიდევ შარშანდელ სეზონში ისესხა გარკვეული თანხა და თურქულ კლუბთან კონტრაქტის გაფორმებამდე ვერ შეძლო მისი გასტუმრება. სხვა წყარომ აივერსონი ბანკროტად გამოაცხადა.

მთელი კარიერის განმავლობაში (ფირმა "რიბოკთან" კონტრაქტის ჩათვლით) ალენმა 100 მილიონზე მეტი გამოიმუშავა, "ბეშიქთაშთან" კი 4-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა.

აივერსონმა ევროპის თასზე დებიუტის შემდეგ, გასულ უქმეებზე პირველი მატჩი ჩაატარა თურქეთის ჩემპიონატში. სტამბოლურ დერბიში ამერიკელის "ბეშიქთაშმა" ლიდერ "ფენერბაჰჩესთან" 67:74 წააგო. ევროპის თასზე დაგროვილი 15 ქულის შემდეგ, NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა აშკარად ჩააგდო დებიუტი ეროვნულ ჩემპიონატში. ალენმა 19 წუთი დაჰყო მოედანზე და მხოლოდ ორი ქულის მოგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ საწყის 10 წუთში აივერსონმა ვერც ერთი ბურთი ვერ ჩააგდო, ბოლო მეოთხედში კი საერთოდ არ გასულა მოედანზე.

ჰიტმა ჰასლემი დაკარგა

პრობლემები არ ელევა "მაიამი ჰიტს". გარდა იმისა, რომ ფლორიდულმა კლუბმა სეზონი არცთუ ისე დამაჯერებლად დაიწყო და უკვე ხუთი წაგება დაუგროვდა, ამას სასტარტო ხუთეულის წევრის - ფორვარდ უდონის ჰასლემის ტრავმაც დაემატა. კალათბურთელმა მარცხენა ფეხი "მემფის გრიზლისთან" მატჩში დაიზიანა და როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, თებერვლამდე ვერ გავა მოედანზე.

ახლა მაიამელს კიდევ ერთი გამოკვლევა ელის და თუ ტრავმის მკურნალობას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ჰასლემის მოედანზე გასვლის თარიღი გაზაფხულისთვის გადაიწევს.

ბუზერი კიდევ ორ თვეს დაისვენებს

"ჩიკაგო ბულზს" კიდევ ორი თვე ვერ დაეხმარება ფორვარდი კარლოს ბუზერი, რომელიც აღდგენით კურსს გადის ხელზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ. ცოტა ხნის წინ "ხარების" ახალწვეული ინდივიდუალურ ვარჯიშებს შეუდგა. ბუზერს ექიმები ურჩევენ ორი თვე თავი შეიკავოს ბურთთან ვარჯიშისგან, რათა ტრავმის რეციდივი არ მოხდეს.

"მკურნალ ექიმთან მუდმივი კავშირი მაქვს. მისი აზრით, კიდევ ორი თვე უნდა მოვიცადოთ, სანამ აქტიურ ვარჯიშებზე გადავალ. ვცდილობ მისი ყველა რჩევა გავითვალისწინო", - განაცხადა ბუზერმა.

[VIDEO] ბრანსონის 30 ქულა - "ნიქსმა" სუპერფინალი მოგებით გახსნა
[VIDEO] მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია - "სან ანტონიო სპურსი" NBA-ის სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] სუპერსერია მეშვიდე მატჩით დასრულდება - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა და
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს