1 ნოემბერს გლდანში, თიანეთის გზატკეცილზე მდებარე განახლებული სპორტული ბაზა ოფიციალურად გაიხსნა
1 ნოემბერს ოფიციალურად გაიხსნა გლდანში, თიანეთის გზატკეცილზე მდებარე განახლებული სპორტული ბაზა, რომელსაც ამიერიდან ახალი სახელი - ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი ეწოდება.

ქართული სპორტის ისტორიაში განუზომლად დიდია იქაურობის მნიშვნელობა - ძნელია, ერთ საგაზეთო სტატიაში აღნუსხო და ჩამოთვალო ამ კედლებში აღზრდილი ყველა ტიტულოვანი თუ რიგითი სპორტსმენი.

ადრე, როცა ქვეყანაში სპორტსაც ულხინდა, იქაც ჩქეფდა სპორტული ცხოვრება, იქაურობა ერთგვარი ცენტრი იყო, სადაც თავს იყრიდნენ დიდი სპორტის კართან მიმდგარი რაიონებიდან ჩამოყვანილი თუ დედაქალაქში მცხოვრები ნიჭიერი ათლეტები.

სამწუხაროდ, პოლიტიკურმა ძნელბედობამ იქაურობასაც დაასვა დაღი - ის მჩქეფარე ცხოვრებაც შეიწირა და სპორტსმენების ნაცვლად დევნილებს გაუღო კარი... სულ ახლახან - 1 წლის წინათ კანტი-კუნტად შემორჩენილ მწვრთნელ-სპორტსმენებს თავის გადასარჩენად კომპლექსის ეზოში ღამის თენებაც კი მოუხდათ, იქაურობა სოციალურად დაუცველთა შემოსევისგან რომ ეხსნათ.

1958 წელს აშენებული ამ სპორტული ბაზის რეაბილიტაციაზე ბოლო წლებში სულ მიდიოდა ლაპარაკი, სახელიც ხშირად ეცვლებოდა - გლდანის სპორტსკოლა ხან ოლიმპიური მზადების ცენტრმა შეცვლა და ხან - რამ, პერიოდულად სარემონტო სამუშაოებიც ტარდებოდა, მაგრამ, მთლიანობაში იქაურობა მაინც ვერ იბრუნებდა ძველ იერს.

ვერ დავიჩემებთ, რომ ახლა ნამდვილად დაიბრუნებს, მაგრამ ფაქტია, სახელის შეცვლის გარდა, ამჯერად იქ სოლიდური სამუშაოებიც ჩატარდა - გარემონტდა ძიუდოს, ჭიდაობის, ძალოსნობის დარბაზი, საცხოვრებელი კორპუსი და კვების ბლოკი, მოწესრიგდა კომპლექსის ეზო, გასახდელები, სველი წერტილები, საშხაპეები, საუნა, მწვრთნელთა და ექიმთა ოთახები, დამონტაჟდა გათბობა და შეიძინეს ინვენტარი. რეაბილიტაციის პროცესშია 3 საფეხბურთო მოედანი - 1 ბუნებრივი და 2 - ხელოვნურსაფრიანი, რომელთა შეკეთებაც საფეხბურთო სკოლა "საბურთალომ" იკისრა.

აი, სწორედ ამ სამუშაოების პრეზენტაციას ისახავდა მიზნად გუშინდელი ღონისძიებაც, რომელსაც ამ ცენტრში აღზრდილი არაერთი სახელოვანი სპორტსმენი ესწრებოდა - ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვახტანგ ბლაგიძე, მსოფლიოს ჩემპიონები ამავე სტილით ჭიდაობაში - მიხეილ სალაძე და დავით ბედინაძე, ოლიმპიური პრიზიორი მძლეოსნობაში მაია აზარაშვილი, ევროპის ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში დავით მარსაგიშვილი, ფეხბურთელი გრიგოლ ცაავა...

მათთან ერთად ბლომად იყვნენ ჩვენი ქვეყნის სახელოვანი ათლეტები, რომლებსაც იქნებ იქ არ უსწავლიათ, მაგრამ მაინც მივიდნენ ქართული სპორტის ამ ერთ-ერთი გამორჩეული კერის დასალოცად - ფეხბურთელები, მოჭიდავეები, ძიუდოისტები, ძალოსნები, მოკრივეები და სხვები...

პრეზენტაციას საპატიო სტუმრებიც ბლომად ჰყავდა - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან მინისტრი ლევან ყიფიანი, მისი მოადგილე თამაზ თევზაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან

- გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი; ფედერაციების პრეზიდენტები, ნაკრებების მწვრთნელები, გორიდან საგანგებოდ ჩამობრძანდა ჩვენში ძიუდოს ერთ-ერთი მესაძირკვლე გურამ პაპიტაშვილი...

მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს ახალგარემონტებული დარბაზები თუ დამხმარე ოთახები, დაესწრნენ ნორჩი მოჭიდავეების, ძიუდოისტებისა და ძალოსნების ვარჯიშს, დაათვალიერეს საფეხბურთო მოედნები.

ყველა ხელმძღვანელი კმაყოფილი იყო ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებით და სიამოვნებით აღნიშნავდნენ, თუ რაოდენ დიდი შენაძენია ეს კომპლექსი ქართული სპორტისთვის.

თუმცა, საბედნიეროდ, ეს ყველაფერი არაა და იქაურობის რეაბილიტაცია გაისადაც იგეგმება. არადა, გასაკეთებელი კვლავაც ბევრია და იმედია, დაწყებული საქმეები ბოლომდე მივა, რაც მართლაც კარგი იქნება ქვეყნისთვის, ჩვენი სპორტისთვის.

დღეისათვის ცენტრში სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების 70 სპორტსმენი ცხოვრობს ანუ ისეთები, რომლებიც უკვე მაღალი მიღწევების სპორტის დონეზე არიან ასულები.

2014 წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მათი რიცხვი გაორმაგდება, მანამ კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კიდევ ერთი კარგი საქმე გაკეთდა - ცენტრში მუშაობა დაიწყო ჭიდაობის, ძიუდოს, კრივისა და ძალოსნობის უფასო სექციებმა, სადაც 10-25 წლის სპორტსმენები ვარჯიშობენ.

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია