23 წლის ფენომენმა "ვერაფრით" მიაღწია ლიმიტს, რომლის იქითაც "ზრდას" შეწყვეტს

როგორც ჩანს, ლეო მესის შესაძლებლობები ამოუწურავია. ის მშვიდად ამყარებს რეკორდს რეკორდზე, თითქოს ეს ძალიან იოლი გასაკეთებელია. "ბარსელონამ" უკანასკნელი 50-წლეულის განმავლობაში პირველად მოიგო ასეთი დიდი ანგარიშით, (8:0 "ალმერიას" წინააღმდეგ), მესი კი ანდალუსიაში ჰეთ-თრიკს არ დასჯერდა და ორი საგოლე პასიც დაამატა. 23 წლის ფენომენმა "ვერაფრით" მიაღწია ლიმიტს, იმ ზეზღვარს, რომლის იქითაც "ზრდას" შეწყვეტს. ტურს ტური მოსდევს, სეზონს სეზონი, მესი კლავ წინ მიდის.

ჰეთ-თრიკი "ალმერიას" წინააღმდეგ ლეოს კარიერაში მეშვიდეა. სწორედ შვიდი თამაშია, რაც პატარა არგენტინელი თამაშს უგოლოდ არ ტოვებს, ეს კი მისი ახალი რეკორდია - აქამდე "პულგას" ზედიზედ 6 მატჩში ჰქონდა გატანილი (2007-08 წლების სეზონში). ახლა მან მიმდევრობით გაუტანა: "სარაგოსას", "სევილიას", "ხეტაფეს", "კოპენჰაგენს", "ვილიარეალსა" და "ალმერიას" - 7 შეხვედრაში 11 გოლი!

ზემოთ მე-7 ჰეთ-თრიკი ვახსენეთ და უპრიანია გავიხსენოთ, რომ პირველი მან "რეალს" შეუსრულა... 19 წლის ასაკში! კარს მომდგარი "ელ კლასიკოს" წინ ნიშანდობლივი დამთხვევაა. ლეომ კარიერაში 30-ედ გაიტანა ორი ან მეტი გოლი.

სხვათა შორის, ლეოს მეორე გოლი "ალმერიას" კარში მეასეა მისთვის ლა ლიგაში. ანუ ახლა არგენტინელ ფორვარდს ესპანეთის ჩემპიონატში 101 გოლი აქვს გატანილი.

"პულგა" ევროპულ საკლუბო სარბიელზეც ამყარებს რეკორდებს - მისი ბოლო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე "კოპენჰაგენის" კარში 32-ე იყო ბრწყინვალე არგენტინელის კარიერაში. ახლა მესის ერთით მეტი გოლი აქვს გატანილი ევროთასებზე, ვიდრე აქამდელ რეკორდსმენ რივალდოს.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა