მსოფლიოს საუკეთესო მოკრივედ აღიარებულმა მენი პაკიაომ პროფესიული სპორტიდან წასვლის თარიღი დათქვა

მსოფლიოს საუკეთესო მოკრივედ აღიარებულმა მენი პაკიაომ პროფესიული სპორტიდან წასვლის თარიღი დათქვა. რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონმა განაცხადა, რომ კარიერას სამი წლის შემდეგ დაასრულებს. 31 წლის ფილიპინელის თქმით, მას ვერ წარმოუდგენია რინგზე საკუთარი თავი 35 წლის ასაკში - წერს სააგენტო "როიტერი".

უახლოეს ბრძოლებზე საუბრისას პაკიაომ ჟურნალისტებს გაანდო, რომ გეგმაში აქვს ცნობილ მექსიკელ ხუან მანუელ მარკესთან ჩხუბი, რომელთანაც ადრე ორჯერ გასულა რინგზე. ამასთან, მენიმ ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბრძოლა მაყურებელთა დიდ ინტერესს გამოიწვევს. "პირადად მე არ ვუყურებდი პაკიაოსა და მარკესის ბრძოლას", - ამბობს ფილიპინელი.

შეგახსენებთ, რომ ამ ცოტა ხნის წინ, პაკიაომ მორიგი ტიტული 69-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოიპოვა - WBC-ის ვერსიით ბრძოლაში მან მექსიკელი ანტონიო მარგარიტო ქულებით დაამარცხა.

zezva
მეივეზერი რინგის გენიაა და ამიტომაც არის დაუმარცხებელი. მენიც ძალიან ძლიერია, მაგრამ ის ბრძოლებს მუდამ ერთი სტილში მართავს. ჩემი აზრით მეი პაკიაოს იოლად უნდა გაუსწორდეს თუ ჩვეულ ფორმაში იქნება
tbiliseli
იმედია პაკიაო ისე არ წავა კრივიდან რომ მეივეზერთან არ შეხვდეს,მეივეზერის დამარცხება თუ ვინმეს შეუძლია ეს მხოლოდ პაკიაოა,ორივე მოკრივე პაკიაოც და ფლოიდ მეივეზერიც ყველა დროის საუკეთესო მოკრივეები გახლავთ.
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა