ოლანდმა მოისმინა, მაგრამ არ შეისმინა
რა ეშველება ფრანგულ ფეხბურთს, ისევ საკითხავია. კლუბების ხელმძღვანელები, ფედერაციის პრეზიდენტი, პროფესიონალური კლუბების კავშირის მმართველი და სპორტის მინისტრი - ქვეყნის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს შეხვდნენ.

საუბარი ხანგრძლივი გამოდგა, მაგრამ როგორც შემდგომში გაირკვა - უშედეგო. ოლანდი იგივე პოზიციაზე რჩება - კანონი ყველასთვის ერთია. ფეხბურთელებს, რომელთა შემოსავალიც მილიონ ევროზე მეტია, 75% გადასახადებში წაუვათ. თუ რას გამოიწვევს ეს, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და თავადაც ხვდებით. ამიტომ თავს აღარ შეგაწყენთ.

"ჩვენი შეხვედრა ძალიან ხანგრძლივი იყო, ბევრი ვისაუბრეთ. პრეზიდენტმა აგვიხსნა, თუ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ჩვენი თხოვნების დაკმაყოფილება. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ოლანდს ჩვენ რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ, ვერანაირ შეთანხმებამდე ვერ მივედით. შესაბამისად, გეგმა, გაფიცვასთან დაკავშირებით, ძალაში რჩება. ველოდებით ცვლილებებს კოდექსში, რომლებსაც ფრანგული ფეხბურთის გადარჩენა შეუძლიათ" - განაცხადა კლუბთა კავშირის პრეზიდენტმა ჟან-პიერ ლუველმა.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 1 და ლიგა 2 ნოემბრის ბოლოს გაფიცვას აპირებს, მატჩები არ გაიმართება და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იქნება დიდი პროტესტისა. ახალი კანონი არ მოსწონს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ნოელ ლე გრესაც, მაგრამ იგი ცდილობს, არც მწვადი დაწვას და არც შამფური.

"საგანგაშო სიგნალია, თუმცა ჯერ კიდევ არის დრო იმისთვის, რომ რაიმე სასიკეთოდ შეიცვალოს და როგორმე მოვილაპარაკოთ. აზრის გამოთქმის საშუალება ყველა კლუბს ჰქონდა. მალე პრეზიდენტები შეიკრიბებიან და საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან. ქვეყნის პრეზიდენტს ესმის ჩვენი პრობლემები, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც თავის პოზიციაზე რჩება. გაფიცვა? მე ფეხბურთის თამაშს ვამჯობინებდი" - თქვა ლე გრემ.

ისევ ჯიუტობს და კატეგორიულია საფრანგეთის სპორტის მინისტრი ვალერი ფურნეირონი: "ისედაც ცხადი იყო, რომ კანონი ყველას ერთნაირად შეეხებოდა. ასე რომ, გადასახადების საკითხი დახურულია. რასაკვირველია, ჩვენ გვსურს, რომ ფრანგული ფეხბურთი კონკურენტუნარიანი იყოს და უმაღლეს დონეზე დარჩეს. ამიტომაც ვცდილობთ შესაბამისი მოდელის მიღებას".

სპორტის მინისტრი დარწმუნებულია, რომ კლუბები ამ სირთულეებს გაუძლებენ, გამოსავალს იპოვიან და ამის შემდეგ ფრანგულ ფეხბურთს აღარაფერი დაემუქრება, ხოლო პარალელურად, ქვეყანა და ბიუჯეტიც იხეირებს. თუმცა პერსპექტივები ძალიან ბუნდოვანია და შედეგები, შესაძლოა, მართლაც სავალალო აღმოჩნდეს.

სხვებს რომ თავი დავანებოთ, უძირო არც პსჟ-ისა და "მონაკოს" ფინანსური ყულაბაა, ხოლო ფეხბურთელები ჯამაგირის დიდად შემცირებაზე უარს იტყვიან და "თბილი ქვეყნებისკენ გადაფრენას დაიწყებენ".

"ბორდოს" პრეზიდენტი ჟან-ლუი ტრიო ფრანსუა ოლანდის კარზე დიდხანს ალოდინეს და ვიზიტზე მეთხუთმეტე კაცად შევიდა, მაგრამ რაც შეიტანა, ისევე ის გამოიტანა იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ჟირონდისამ... ხუმრობა იქით იყოს და ტრიო აღშფოთებულია და თითს პირდაპირ მთავრობისკენ იშვერს - ჩვენს ფეხბურთს ანადგურებენ და ქვეყანასაც ზიანს მიაყენებენო.

"საფრანგეთის პრეზიდენტი ძალიან დიდხანს გვისმენდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი არ ესმოდა. საინტერესოა ისიც, რომ, როდესაც წამყვანი და მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები ქვეყნის დატოვებას დაიწყებენ, ბიუჯეტში ბევრად უფრო ნაკლები თანხა შევა, ვიდრე ახლა შედის. ასე რომ, სახელმწიფოც იზარალებს" - აღნიშნა ტრიომ.

გიორგი კაკაბაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფრანგული ფეხბურთი საფრთხეშია

"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ენრიკეს ყოფილი სასიძო თავისთან მიჰყავს - პსჟ-ის მწვრთნელს შეტევაში ახალი გეგმები აქვს
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
ოდიოზური მორგანი არგენტინის გამარჯვებამ გააღიზიანა და ახლა ესპანეთის იმედადღაა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს