2013 წლის საუკეთესო მძლეოსნის ტიტულისთვის სამი იბრძოლებს
იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი, უკრაინელი სიმაღლეზე მხტომელი ბოგდან ბონდარენკო და ბრიტანელი მორბენალი მო ფარა პრეტენზიას აცხადებენ 2013 წლის საუკეთესო მძლეოსნის ტიტულზე, - იტყობინება მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია.

გამარჯვებულის სახელი 16 ნოემბერს, მონაკოში გასამართი საზეიმო ცერემონიისას გამოცხადდება. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, პრეტენდენტთა შორის იყო 10 მძლეოსანი.

ამასობაში, დასაბეჭდად მზად არის ბოლტის მემუარები, სახელწოდებით - "ელვაზე სწრაფი". წიგნი მომავალ კვირას გამოვა გაყიდვაში, თუმცა გაზეთმა New York Post-მა ნაადრევად გაარკვია, რა წერია წიგნში და იმ ოთხ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, რომლის შესახებაც ბოლტის თაყვანისმცემლებმა არაფერი იცოდნენ.

ბევრისთვის კარგად არის ცნობილი, რომ იამაიკელი სპრინტერის საყვარელი კერძია ქათმის ნაგეტსები. პეკინის ოლიმპიადის დროს უსაინს ყურადღება არ მიუქცევია ჩინური კერძებისთვის და გადაწყვიტა, რეკორდი დაემყარებინა ნაგეტსების ჭამაში. ამისთვის მან უახლოეს "მაკდონალდს" მიაშურა.

"პირველ დღეს, სადილზე 20 კოლოფი ნაგეტსები შევჭამე და კიდევ ერთი ვახშამზე დავაყოლე. მომდევნო დღეს, საუზმეზე ორი კოლოფი მივირთვი, ერთი სადილზე და ორი ვახშამზე. მთლიანად, ოლიმპიადის მსვლელობისას, დაახლოებით ათასი ნაგეტსი შევჭამე", - წერს ბოლტი.

მაშინ ყველამ იხილა ბოლტის სახელგანთქმული ჟესტი - მშვილდოსნის პოზაში დგომა, მაგრამ ბევრმა არ იცის, საიდან მოდის ეს. პირველად იამაიკელმა ეს პეკინში 100 მეტრზე გამარჯვების შემდეგ შემოგვთავაზა. მართალია, ეს იმპროვიზაციად მოჩანდა, მაგრამ, სინამდვილეში, ბოლტს დაგეგმილი ჰქონდა "ცაში გასროლა".

"მე ვთხოვე ჩემს მეგობარს, მოცეკვავე გოგონას, რომ თუ 100 მეტრზე გარბენს მოვიგებდი, რაიმე გიჟურ ჟესტს გავაკეთებდი", - ხსნის ბოლტი თავის მემუარებში.

პეკინის თამაშების სტარტისთვის ბოლტი ხუთი წელი ხვდებოდა თავის შეყვარებულს მიტცი ევანსს. თავის წიგნში უსაინი აღიარებს, რომ პოპულარობის მოპოვების შემდეგ გარშემომყოფი ყველა ქალისთვის სასურველი მამაკაცი გახდა. ბოლტის თქმით, ისინი გასაქანს არ აძლევდნენ მას.

"შემეძლო, ნებისმიერი გოგონა მომენადირებინა, ვისაც მოვისურვებდი. შემეძლო, საღამოებზე ქალები ამერჩია. უბრალოდ, შევდიოდი შენობაში, გარემოს თვალს მოვავლებდი და ვფიქრობდი: "იქნებ ეს გოგონა? თუ ის? კარგით, დავიწყოთ", - წერს ბოლტი.

2008 წლის ოლიმპიადის შემდეგ ბოლტი და ევანსი ერთმანეთს დასცილდნენ.

ლონდონში, ესტაფეტის შემდეგ, უსაინმა გაიმეორა პეკინის შედეგი - სამი ოქრო მოიგო. იამაიკელმა გადაწყვიტა, სახსოვრად დაეტოვებინა ესტაფეტის ჯოხი, მაგრამ მოულოდნელად, წინააღმდეგობას წააწყდა თამაშების ორგანიზატორებისგან.

"რომელიღაც მამაკაცმა მითხრა, რომ არ შემეძლო ჯოხის შინ წაღება, რადგან ის მათ სჭირდებოდათ. რატომ? - ვიკითხე მე, - ოლიმპიადა ხომ დასრულებული იყო?!" - დაწერა იამაიკელმა.

ბოლტმა თქვა, რომ მას მოუწია ჯოხის დაბრუნება დისკვალიფიკაციის შიშით, მაგრამ, მოგვიანებით, ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა დაიჟინა, რომ ჯოხი ბოლტს უნდა დარჩენოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მძლეოსნობაში წლის ნომინანტები დასახელებულია

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
[VIDEO] ლიონელ მესიმ მოწინააღმდეგე გუნდის სამწვრთნელო შტაბს დასცინა
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
ხავი: უსაინ ბოლტი ფეხბურთს ვერ ითამაშებს
უსაინ ბოლტი, "მანჩესტერის" ფორმით, "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშებს
უსაინ ბოლტი დოპინგის მომხმარებლების სამუდამო დისკვალიფიკაციას ითხოვს
"თუ დავლევ, ყველას გცემთ..." - ხაბიბი უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა
ნესტა კარტერის საქმეს 15 ნოემბერს განიხილავენ
მსოფლიოს ჩემპიონატის რეპეტიცია დასრულდა, წინ მოსკოვია!
უსაინ ბოლტს გამოწვევა ესროლეს
რამდენ კაცს დაანაყრებდით ერთი სუმოისტის დღიური რაციონით და სხვა მხიარული სტატისტიკა
მსოფლიოს ჩემპიონატი მძლეოსნობაში: საუკუნის ნახტომი და ბოლტის რვა ოქრო