29 წლის გიორგი ციმაკურიძეს აზიის ჩემპიონთა ლიგაში თამაშის კარგი პერსპექტივა აქვს
ქართველი მცველი ტაილანდის ჩემპიონატის პირველი ლიგის ბომბარდირებში მოხვდა.

გოჩა ტყებუჩავას დროინდელი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი გიორგი ციმაკურიძე სწორედ ამ აზიურ ქვეყანაში თამაშობს.

29 წლის ფეხბურთელი მცველი იყო ყველა იმ გუნდში (ალჩევსკის "სტალი", დონეცკის "შახტარი", მარიუპოლის "ილიჩევეცი", ლუგანსკის "ზორია", სლოვაკური "ჟილინა", თბილისის "დინამო", ცხინვალის "სპარტაკი", ახალგაზრდული ნაკრები), სადაც კი უთამაშია, მაგრამ წლეულს ტაილანდურ "ფხუკეტში" (ჩემპიონატში მე-13 ადგილი დაიკავა) გადავიდა და პოზიცია შეუცვალეს.

"წლევანდელ სეზონში 10 გოლი გავიტანე. ამ მაჩვენებლით, ბომბარდირებში მე-5 ადგილზე გავედი.

დიახ, მარჯვენა მცველი ვიყავი, მაგრამ ტაილანდში შემტევად მათამაშებენ - ძირითადად, ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე, რამდენიმე შეხვედრაში კი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზეც ვითამაშე.

შეტევაში ჩართვა ყოველთვის მომწონდა, ახალ როლშიც ვივარგე და მიხარია, რომ საკმაოდ წარმატებული სეზონი ჩავატარე.

ჩემპიონატის ბომბარდირმა 7 გოლით გამასწრო, მაგრამ 6 მატჩი ტრავმის გამო გამოვტოვე. სხვათა შორის, ბოლოსწინა ტურში ორი გოლი გავიტანე, მაგრამ მსაჯმა აბსურდული თამაშგარეები დააფიქსირა და არც ერთი არ ჩათვალა.

საერთოდ, აქ მსაჯობა სერიოზული პრობლემაა", - ამბობს ციმაკურიძე.

ის ამბობს, რომ მალე, შესაძლოა, ტაილანდის ჩემპიონშიც გადავიდეს:

"ჩემი საკითხი მალე გადაწყდება. "ფხუკეტში" დარჩენა აღარ მსურს და, ალბათ, ახალი სეზონიდან სხვა გუნდში გადავალ. ტაილანდის პრემიერლიგის რამდენიმე წამყვანი გუნდი მეპატიჟება და იმედია, კარიერას რომელიმე მათგანში გავაგრძელებ.

მინდა, აზიის ჩემპიონთა ლიგაშიც ვითამაშო და საკმაოდ დიდი შანსია, "ბურირამ მინტოლ იუნაიტეტში" მოვხვდე, რომელმაც ტაილანდის ჩემპიონის ტიტული ორი ტურით ადრე გაინაღდა. სხვათა შორის, ეს გუნდი იმდენად მდიდარია, ორი წლის წინ დელ პიეროსაც იწვევდა. იტალიელი თანახმაც იყო, მაგრამ მერე ავსტრალიაში უკეთესი პირობები შესთავაზეს და იქ წავიდა.

ჩემით დაინტერესებული მეორე გუნდი "ბანგკოკ გლასია", რომელიც მე-5 ადგილზე გავიდა. მოკლედ, მიწვევები მაქვს და მალე ყველაფერი გაირკვევა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფინანსური კატასტროფა: ტაილანდი, ვიეტნამი და ინდოეთი გაგვისწრებენ

SHUKOVANI
ავშენდით და , ეგ არის !
"არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგის მოგება "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად საკმარისი იყო" - კვარაცხელიას მხარდამჭერმა ნასრიმ კეინი გააკრიტიკა
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
დიდების დასაბრუნებლად! - შოთა "ფახთაქორს" აჩისა და გოჩა ტყებუჩავასთან ერთად გაწვრთნის [VIDEO]
გია გილიგაშვილი და გოჩა ტყებუჩავა სფფ-ის არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებენ
მერანი-კოლხეთი 1:1 - ისევ ბეწვის ხიდზე...
ფინანსური კატასტროფა: ტაილანდი, ვიეტნამი და ინდოეთი გაგვისწრებენ
სპორტულმა ტრიბუნალმა სფფ-ის აღმასკომის დელეგატთა შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა
ესპანური "ალავესი" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
მარტვილის "მერანი": ციმაკურიძე ტაილანდში, კუპატაძე უგუნდოდ
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]
არჩილ არველაძე: საქმე მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება...