ჟოზემ "ჩელსიში" გატარებული ნაყოფიერი წლებისთვის სპეციალური პრიზი მიიღო

ჟოზე მოურინიო ერთი დღით ლონდონში იყო ჩასული, სადაც ინგლისის მწვრთნელთა ასოციაციისგან სპეციალური პრიზი მიიღო "ჩელსიში" გატარებული ნაყოფიერი წლებისთვის. საზეიმო საღამოს პორტუგალიელთან ერთად, ისეთი სახელოვანი მწვრთნელები დაესწრნენ, როგორებიც სერ ალექს ფერგიუსონი, ფაბიო კაპელო და ტერი ვენეიბლზი არიან. თითოეულმა მათგანმა მოურინიოს ეს დაფასება გულითადად მიულოცა.

თავად ჟოზემ სამადლობელ სიტყვებში მადლობა გადაუხადა აწ განსვენებულ ბობი რობსონს და განაცხადა, რომ მწვრთნელად სწორედ მისი წყალობით ჩამოყალიბდა.

"ძალიან გამიმართლა, მასთან ერთად მუშაობის საშუალება რომ მომეცა. ფაქტობრივად, ბავშვი ვიყავი და ფეხბურთში ბევრი არაფერი გამეგებოდა, როცა განგებამ ბობი რობსონის გვერდით მომახვედრა. ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვიყავით. "ჩელსიში" გატარებულ პერიოდს დიდი სიამოვნებით ვიხსენებ, მაგრამ ალბათ, სჯობდა, იქიდან უფრო ადრე წავსულიყავი. ინგლისში სამუშაოდ კი ოდესმე აუცილებლად დავბრუნდები", - განაცხადა სამეფო კლუბის დამრიგებელმა.

კრუიფი აფელაის აქებს

იოჰან კრუიფის აზრით, იბრაჰიმ აფელაი "ბარსელონას" დიდ სარგებლობას მოუტანს. "დარწმუნებული ვარ, აფელაის კლასი ისეთ დიდ კლუბსაც კი შეესაბამება, როგორიც "ბარსელონაა". ამ ბიჭს მოედანზე განსხვავებული ამოცანების გადაწყვეტა შეუძლია, ძალიან ტექნიკური და მოაზროვნეა. ალბათ, ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ მჯერა, იგი "ბარსასთვის" შეუცვლელ მოთამაშედ იქცევა", - ამბობს ჰოლანდიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა.

ფაბიანოს პაუზა

ლუიშ ფაბიანო პრიმერა დივიზიონის გასულ ტურში, "მალიორკასთან" მატჩში დაშავდა და როგორც სამედიცინო გამოკვლევებმა უჩვენა, თამაშს სამი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. შესაბამისად, უკვე ცნობილია, რომ "სევილიას" ბრაზილიელი ფორვარდი ესპანეთის ჩემპიონატში "ხეტაფესა" და "ვილიარეალის", ხოლო ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პსჟ-ის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. "მალიორკასთან" შეხვედრაში მიკროტრავმები "სევილიას" კიდევ ორმა ფეხბურთელმა, ფედერიკო ფაციომ და ლაუტარო აკოსტამ მიიღეს, მაგრამ ისინი მომდევნო მატჩისთვის მზად იქნებიან.

დამნაშავე მე ვარ მხოლოდ

ვისენტე დელ ბოსკემ არგენტინასა და პორტუგალიასთან განცდილ გამანადგურებელ მარცხებზე პასუხისმგებლობა იკისრა. "ამ მატჩებისგან უმნიშვნელოვანესი გაკვეთილები მივიღეთ და დარწმუნებული ვარ, იქ დაშვებულ შეცდომებს მომავალში აღარ გავიმეორებთ. არ შეიძლება შეხვედრაში ბოლომდე არ დაიხარჯო მარტო იმიტომ, რომ იქ ქულები არ თამაშდება. მომხდარში ბრალი მხოლოდ და მხოლოდ მე მიმიძღვის, რადგან ფეხბურთელებისთვის მოტივაციის ამაღლება ვერ შევძელი", - განაცხადა მსოფლიოს ჩემპიონთა თავკაცმა.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა