6 ნოემბერს გასამართი მატჩებიდან გამორჩეულად საინტერესო ორი შეხვედრაა: "დორტმუნდი"-"არსენალი" და "ბარსელონა"-"მილანი"
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეოთხე ტური ის ეტაპია, როცა მერვედფინალის საგზურებისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის და ხშირად მეოთხე ტურშიც ირკვევა ხოლმე იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც პლეი ოფში ითამაშებენ.

ეს ის პერიოდია, როცა გუნდები განსაკუთრებულად მძიმე წნეხის ქვეშ ექცევიან.

6 ნოემბერს გასამართი მატჩებიდან გამორჩეულად საინტერესო ორი შეხვედრაა: "დორტმუნდი"-"არსენალი" და "ბარსელონა"-"მილანი".

E ჯგუფი: მოურინიო გამწარებულია

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩელსი 3 2 0 1 8-2 6

2. შალკე 3 2 0 1 4-3 6

3. ბაზელი 3 1 1 1 3-3 4

4. სტიაუა 3 0 1 2 1-8 1

მესამე ტურში "ჩელსიმ" "შალკეს" უფასო გაკვეთილი ჩაუტარა - "ფელტინს არენა აუფ შალკეზე" 3:0 მოუგო. რისი ან ვისი იმედი უნდა ჰქონდეთ გელზენკირხენელებს "სტემფორდ ბრიჯზე", ამ საკითხზე მსჯელობა თქვენთვის მოგვინდვია, ფაქტი კი ის არის, რომ "შალკეს" ფეხბურთელებმა 5 ნოემბერს რამდენჯერმე ახსენეს სიტყვა რევანში.

საკუთარ მოედანზე განცდილი სამარცხვინო მარცხის გამო ფანებს ბოდიში ლონდონიდან უნდა მოვუხადოთო, ამბობს კაპიტანი ბენედიქტ ჰიოვედესი. "შალკეს" ახალი ლიდერი კევინ-პრინს ბოატენგი კი მინიმალურ მიზნად ლონდონიდან ქულის წაღებას ისახავს.

გელზენკირხენელთა არაერთგზის გაკრიტიკებული თავკაცი იენს კელერი კმაყოფილია იმით, რომ დღეს ნოიშტედტერისა და სალაის გამოყენება შეუძლია - ეს ფეხბურთელები "ჰერტასთან" (2:0 "შალკეს" სასარგებლოდ) დაშავდნენ, თუმცა 6 ნოემბერს მოედანზე გასვლას მოახერხებენ.

"ჩელსიმ" პრემიერლიგის მე-10 ტურში "ნიუკასლთან" 0:2 წააგო, რის გამოც არისტოკრატების თავკაცი ჟოზე მოურინიო ისე გაბრაზდა, რომ თავის შეგირდებზე ასეთი რამ თქვა: "ძირითადი შემადგენლობა მთლიანად უნდა შემეცვალა - თერთმეტივე ფეხბურთელი სკამზე უნდა დამესვა!"

შესაბამისად, პორტუგალიელმა სპეციალისტმა დაიქადნა, რომ "შალკესთან" ბევრ რამეს შეცვლის.

"თერთმეტს არა, მაგრამ რამდენიმე მოთამაშეს ნამდვილად შევცვლი," - დასძინა 50 წლის ჟოზემ.

ფაქტია, რომ მოურინიო დღეს ფერნანდო ტორესს ვერ გამოიყენებს - ეს ინფორმაცია 5 ნოემბერს ოფიციალურად დადასტურდა და იმას ნიშნავს, რომ "ჩელსის" ძირითად ცენტრფორვარდად სამუელ ეტო’ო უნდა ვიხილოთ.

ჩელსი-შალკე 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ე. კოული - რამირესი, ლემპარდი - ვილიანი, ოსკარი, შიურლე - ეტო’ო.

შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, კოლასინაცი - ნოიშტედტერი, აოგო - კ. ბოატენგი, მ. მაიერი, დრაქსლერი - სალაი.

არბიტრი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია)

ჯგუფის პარალელურ შეხვერაში "ბაზელი" "სტიაუას" მასპინძლობს და თუ შვეიცარიელებს ჯგუფიდან გასვლა უნდათ, რუმინული კლუბი აუცილებლად უნდა დაამარცხონ.

"ბაზელის" მთავარ მწვრთნელ მურატ იაკინს შტოკერის დაბრუნების იმედი აქვს, რომელიც გასულ უქმეებზე, "არაუსთან" (1:1) დაშავდა.

ეს მატჩი უკანასკნელი შანსია "სტიაუასთვისაც" - ბუქარესტელები მინიმუმ მესამე ადგილზე და ევროპალიგაში მოხვედრაზე ჯერ კიდევ ოცნებობენ.

ბაზელი-სტიაუა 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

ბაზელი (4-4-1-1): ზომერი - ფოზერი, ივანოვი, შერი, ტ. ჯაკა - სალაჰი, დელგადო, ფ. ფრაი, ანდრისტი - ელნენი - შტრელერი.

სტიაუა (4-2-3-1): ტატარუსანუ - გეორგიევსკი, ფილიპი, სუკალა, პარვულესკუ - გარდოში, ბურჩეანუ - პოპა, სტანჩუ, ტანასე - პიოვაკარი.

არბიტრი: ოლეგარიო ბენკერენშა (პორტუგალია)

დარჩენილი მატჩები

ბაზელი-ჩელსი 26.11

სტიაუა-შალკე 26.11

შალკე-ბაზელი 11.12

ჩელსი-სტიაუა 11.12

F ჯგუფი: ჰევი მეტალი თუ ორკესტრი?

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. დორტმუნდი 3 2 0 1 6-3 6

2. არსენალი 3 2 0 1 5-3 6

3. ნაპოლი 3 2 0 1 4-4 6

4. მარსელი 3 0 0 3 2-7 0

ოთხშაბათს გასამართი შეხვედრებიდან ყურადღების ცენტრში "დორტმუნდისა" და "არსენალის" გერმანულ-ინგლისური დუელია.

"ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დისკვალიფიკაცია მოიხადა და პირველი ტურის შემდეგ 6 ნოემბერს პირველად დაჯდება თავის ადგილზე. მატჩის წინ კლოპმა არსენ ვენგერი და მისი გუნდი აქო:

"ვენგერი ძალიან მიყვარს. არსენი ჩემთვის სერია. მასაც უყვარს, როცა ფეხბურთელები ბურთს ფლობენ და ფეხბურთს თამაშობენ. "არსენალი" ორკესტრივითაა, ოღონდ მშვიდი ორკესტრია. მე კი ხმამაღალი ჰევი მეტალი მიყვარს!"

ბუნდესლიგაში "დორტმუნდმა" პარასკევს "შტუტგარტი" 6:1 გაანადგურა და კლოპი ძირითად შემადგენლობას, ალბათ, არ შეცვლის - იმ მატჩისგან განსხვავებით, სასტარტოში მოხვედრის საუკეთესო შანსი პიერ-ემერიკ ობამეიანგს აქვს.

ლონდონელები დორტმუნდში თავაწეულები ჩავიდნენ, რადგან პრემიერლიგაში მდევარი "ლივერპული" 2:0 დაამარცხეს. ვენგერის პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ ჯეკ უილშირისა და კირან გიბსის თამაში დიდად საეჭვოა. როგორც იცით, "არსენალმა" "ბორუსიასთან" ლონდონში 1:2 წააგო, რის გამოც ვენგერი რევანშზე საუბრობს:

"კიდევ ერთი შესანიშნავი თამაში გველის, რომელშიც მესამე ტურში გაფუჭებული საქმის გამოსწორება გვმართებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გერმანიაში კარგად ვითამაშოთ," - აღნიშნა ვენგერმა მატჩის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

დორტმუნდი-არსენალი 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ობამეიანგი, მხითარიანი, როისი - ლევანდოვსკი.

არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, ჯენკინსონი - რემსი, უილშირი - არტეტა, იოზილი, კასორლა - ჟირუ.

არბიტრი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

"დორტმუნდისა" და "არსენალის" ურთიერთჯახებით "ნაპოლიმ" წინა ტურში უკვე ისარგებლა, აუტსაიდერი "მარსელი" მისსავე ველოდრომზე დაამარცხა, ახლა კი საკუთარ "სან პაოლოზე" მასპინძლობს.

"ბორუსიასა" და "არსენალის" დარად, "ნაპოლისაც" ექვსი ქულა აქვს და რაკი ბოლო ორ ტურში სწორედ მათ ხვდება, რაფა ბენიტესის გუნდი, ფაქტობრივად, ვალდებულია, "მარსელთან" მორიგი სამი ქულა აიღოს. ნეაპოლელებს ჯანდომენიკო მესტო აკლიათ, რომელიც "კატანიასთან" (2:1) სერიოზულად დაშავდა და მისთვის ეს სეზონი უკვე დამთავრებულია.

ნაპოლი-მარსელი 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, ალბიოლი, პ. კანავარო, არმერო - ბეჰრამი, ინლერი - კალეხონი, ჰამშიკი, მერტენსი - იგუაინი.

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - მორელი, ნ’კულუ, დიავარა, მენდი - რომაო, იმბულა - პაიე, ვალბუენა, თოვინი - ჟინიაკი.

არბიტრი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

დარჩენილი მატჩები

არსენალი-მარსელი 26.11

დორტმუნდი-ნაპოლი 26.11

ნაპოლი-არსენალი 11.12

მარსელი-დორტმუნდი 11.12

G ჯგუფი: "ატლეტიკოს" ბოლო ნაბიჯი?

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ატლეტიკო 3 3 0 0 8-2 9

2. ზენიტი 3 1 1 1 2-3 4

3. პორტუ 3 1 0 2 2-3 3

4. აუსტრია 3 0 1 2 0-4 1

"ატლეტიკოს" სამივე მატჩი მოგებული აქვს. მადრიდელებს "აუსტრიას" დამარცხება, წესით, არც საკუთარ კედლებში უნდა გაუჭირდეთ, ასეთ შემთხვევაში კი "ატლეტიკო" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაშს გაინაღდებს.

მადრიდელთა თავკაც დიეგო სიმეონეს არდა თურანი აკლია, რომელსაც ოქტომბრის შუა რიცხვების შემდეგ არ უთამაშია. მუხლის ტრავმის გამო კითხვის ნიშნის ქვეშაა სუარესის ასპარეზობაც. თუმცა უკიდურეს პესიმისტებსაც არ ეპარებათ ეჭვი იმაში, რომ "ატლეტიკო" სამ ქულას ვერ აიღებს.

"აუსტრიამ" ერთი ქულის მოპოვება კი მოახერხა (0:0 "ზენიტთან"), მაგრამ გოლი ჯერაც არ გაუტანია. ასე რომ, ავსტრიელთა მთავარი მიზანი რეალურად სწორედ გოლის გატანაა...

ატლეტიკო-აუსტრია 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ლუისი - რაულ გარსია, ტიაგო, გაბი, კოკე - დავიდ ვილია, დიეგო კოშტა.

აუსტრია (4-3-3): ლინდნერი - კოხი, რამსებნერი, ორტლეხნერი, სუტნერი - სტანკოვიჩი, ჰოლანდი, მადერი - როიერი, ჰოსინერი, იუნი.

არბიტრი: ისტვან ვადი (უნგრეთი)

როცა "ატლეტიკო" და "აუსტრია" მოედანზე გავლენ, "ზენიტისა" და "პორტუს" მატჩის ანგარიში უკვე ეცოდინებათ, რადგან ეს შეხვედრა გაცილებით ადრე, ჩვენი დროით 21 საათზე იწყება.

"პორტუ" "ზენიტთან" საკუთარ მოედანზეც დამარცხდა (0:1) და სანკტ-პეტერბურგშიც საკადრო პრობლემებით ჩავიდა: კინტერო ტრავმირებულია, ერერა - დისკვალიფიცირებული. "პორტუს" თავკაცმა პაულო ფონსეკამ რუსეთში ამიტომაც წაიყვანა ახალგაზრდა ფეხბურთელები, აგუ და რეიესი.

"ზენიტი" მოგების შემთხვევაში მერვედფინალისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს, თუმცა ლუჩანო სპალეტის დისკვალიფიკაციის გამო ვიტსელი აკლია.

ზენიტი-პორტუ 21:00

სავარაუდო შემადგენლობები

ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი - ანიუკოვი, ლომბერტსი, ნეტო, ანსალდი - შატოვი, ფაიზულინი - არშავინი, შიროკოვი, დანი - ჰალკი.

პორტუ (4-2-3-1): ჰელტონი - დანილო, მანგალა, ოტამენდი, სანდრო - ფერნანდო, დეფური - ჟოსუე, ლუჩო გონსალესი, ლიკა - ჯექსონ მარტინესი.

არბიტრი: ტომ ჰარალდ ჰაგენი (ნორვეგია)

დარჩენილი მატჩები

ზენიტი-ატლეტიკო 26.11

პორტუ-აუსტრია 26.11

ატლეტიკო-პორტუ 11.12

აუსტრია-ზენიტი 11.12

H ჯგუფი: "აიაქსის" და ალეგრის ბოლო შანსი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბარსელონა 3 2 1 0 6-1 7

2. მილანი 3 1 2 0 4-2 5

3. სელტიკი 3 1 0 2 2-4 3

4. აიაქსი 3 0 1 2 2-7 1

"ბარსელონამ" მილანიდან სამი ქულა ვერ წაიღო (1:1), "ნოუ კამპზე" კი კატალონიური გრანდი აბსოლუტური ფავორიტია, რადგან "მილანს" ძალიან მძიმე დროება უდგას.

"როსონერის" კრიზისი "ფიორენტინასთან" წაგების (0:2) შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა, რის შემდეგაც "მილანი" იტალიის ჩემპიონატში 12 ქულით მე-11 ადგილზეა.

შესაბამისად, მილანელთა თავკაცი მასიმილიანო ალეგრი უკვე მართლა დენთის კასრზე ზის. მართალია, ადრიანო გალიანიმ თქვა, ალეგრისთვის ეს სულაც არაა გადამწყვეტი კვირაო, მაგრამ იტალიაში ეს, ფაქტობრივად, აღარავის სჯერა.

აი, "ბარსას" თავკაცი ხერარდო მარტინო კი თავის სკამზე ისე მყარად ზის, მეტი რომ არ შეიძლება, თუმცა, მიუხედავად წარმატებებისა, შეგირდების მიმართ მაინც კრიტიკულადაა განწყობილი - უკეთესად თამაში გვმართებსო.

ბარსელონა-მილანი 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, მონტოია - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ალექსის სანჩესი, მესი, ნეიმარი.

მილანი (4-3-2-1): ამელია - აბატე, საპატა, მექსე, კონსტანტი - მონტოლივო, ნ. დე იონგი, მუნტარი - ბირსა, კაკა - ბალოტელი.

არბიტრი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)

პარალელურ შეხვედრაში "აიაქსი" "სელტიკთან" თავისი უკანასკელი შანსისთვის იბრძოლებს.

ფრანკ დე ბურის ახალგაზრდულ გუნდს, მართალია, სამივე თამაშის შემდეგ აქებდნენ, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ამსტერდამელებს სამი ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვთ, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ "აიაქსმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თავის ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტი აიღო.

მერვედფინალში გასვლის იმედს ჰოლანდიურ კლუბს მხოლოდ მოგება გაუცოცხლებს, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება, რადგან "სელტიკიც" ძალიან მონდომებულია და თანაც, გლაზგოელებს სამი ქულა აქვთ და "მილანს" მხოლოდ ორით ჩამორჩებიან.

აიაქსი-სელტიკი 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

აიაქსი (4-3-3): კილესენი - ვან რინი, ველტმანი, დენსვილი, ბოილესენი - სერერო, პოულსენი, ს. დე იონგი - ანდერსენი, სიგტორსონი, ფიშერი.

სელტიკი (4-2-3-1): ფორსტერი - ლუსტიგი, დიკი, ამბროუზი, ისაგირე - მულგრიუ, კაიალი - ფორესტი, სტოკსი, სამარასი - პუკი.

არბიტრი: დენიზ აითექინი (გერმანია)

დარჩენილი მატჩები

სელტიკი-მილანი 26.11

აიაქსი-ბარსელონა 26.11

მილანი-აიაქსი 11.12

ბარსელონა-სელტიკი 11.12

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი რაუნდი ესტონეთში გამარჯვებით დაიწყო
[VIDEO] კაბო-ვერდე ეძახე და ესპანეთს ფრე გაუგორა
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
გერმანია. ბუნდესლიგა. XXIII ტური: რობენმა "შალკე" აწამა! [VIDEO]
კლოპმა დაადასტურა - "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი გერმანიის საფეხბურთო ასოციაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
ფანებმა დაიწყეს კამპანია, რათა ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებიდან წასვლა გადააფიქრებინონ
"ალეგრისთვის ხელშეუხებელია" - დე ბრუინი "ნაპოლიში" რჩება
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
კოპა ამერიკა სენტენარიო: Don't cry for me Argentina [VIDEO]
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტური: "ბაიერნი" წინ უკვე 16 ქულით გაიჭრა [VIDEO]
ლუკაკუს თურქეთში უხმობენ - "ნაპოლიმ" სატრანსფერო ფასი დაასახელა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
"ეს ორი ადამიანი ფეხბურთის აზრზე არაა" - კლოპმა ინფანტინო და ტრამპი გაკრიტიკა
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
მოურინიოს ინიციატივით - ბერნარდო სილვამ "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
"სიტი" თუ "არსენალი"? - ვენგერმა პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა
შალკე VS რეალი - შესაძლებლობების 120 პროცენტი!
"შარშან უფრო ძლიერები იყვნენ" - ვენგერმა პსჟ-ზე ისაუბრა
კლუბი ფოკუსში - "შალკე": იენს კელერის რევოლუცია
ოფიციალურად - მოურინიო "რეალში" დაბრუნდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
შესაძლოა, დიეგო სიმეონემ "ატლეტიკოს" პარალელურად არგენტინის ნაკრებიც გაწვრთნას
არგენტინის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
"ბოლოს ტიტული როდის მოიგო?" - ოუენმა "რეალი" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნის გამო გააკრიტიკა
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
"ბარსელონას" ყოფილი თავკაცი მექსიკის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
ბაიერნი-შალკე 5:1: სამახსოვრო ბურთი რობენების ოჯახში [VIDEO]
მაიამის "ინტერის" მწვრთნელად ხერარდო მარტინო დანიშნეს
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
შეთანხმებასთან ახლოს - კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის
დიდი ცვლილებები - კლოპი მუნდიალზე გერმანიის შერცხვენის შემდეგ შვებულებიდან ბრუნდება
გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტურის შეჯამება: ორმაგი ბრძოლა ბომბარდირობისთვის
ოფიციალურად - ალეგრი "ნაპოლის" მწვრთნელია