ჯუკიჩი პაბონს უნდა უმადლოდეს
ლა ლიგის მე-12 ტურში ოთხივე ლიდერმა იმარჯვა და დანარჩენ გუნდებს კიდევ უფრო დაშორდა. საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ჩემპიონატის მესამედია გასული, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამეული ცნობილია და დანარჩენი გუნდები მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის და ევროპალიგის საგზურებისთვის თუ იბრძოლებენ...

ბოლო წამები

ტურის ათ შეხვედრაში ფრე არ დაფიქსირებულა - 5 მატჩი მასპინძლებმა მოიგეს, 5 სტუმრებმა. არადა, ბოლო სამ შეხვედრაში - "ლევანტე"-"გრანადა", "მალაგა"-"ბეტისი" და "ელჩე"-"ვილიარეალი", 90-ე წუთისთვის საყაიმო ანგარიში იყო, მაგრამ პირველ მატჩში პიტიმ გაიტანა და "გრანადას" მოაგებინა, ანდალუსიურ დერბიში თავი ცვლილებაზე გამოსულმა სამუმ გამოიჩინა და "მალაგამ" 3:2 იმარჯვა, ორშაბათს კი ბოლო წუთზე იკეჩუკვუ უჩემ იხეირა და "ვილიარეალს" ვალენსიურ დერბიში მოაგებინა.

სხვათა შორის, "მალაგას" 23 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ლა ლიგაში სულ მეოთხე შეხვედრას ატარებდა, კარიერაში პირველი გოლი გაიტანა. ასევე, ამ შეხვედრაში ადგილი ჰქონდა ინციდენტს, რომელსაც კინაღამ ტრაგედია მოჰყვა: მეორე ტაიმის დებიუტში ერთმანეთს დამიენ პერკისი და ფაბრის ოლინგა შეეჯახნენ. შედეგად, ფრანგული წარმოშობის პოლონელმა მცველმა მძიმე ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა. პერკისი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გაირკვა, რომ 29 წლის მცველმა ოპერაცია უნდა გაიკეთოს, რომლის გამოც "ბეტისს" დაახლოებით ორი თვე ვერ დაეხმარება.

გრანდებს გაუჭირდათ

"ბარსელონამ" და "რეალმა" რთული გამარჯვებები მოიპოვეს, მაგრამ მატჩების სცენარი განსხვავებული იყო. "ბარსელონა" ბურთს აკონტროლებდა, მაგრამ "ესპანიოლის" კართან რეალური მომენტის შექმნა უჭირდა. საბოლოოდ, კატალონიური დერბის ბედი ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაწყვიტა - ნეიმარმა სანჩესს "დაუხატა" და ამ უკანასკნელმაც ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

ბრაზილიელის პასის შემდეგ ბურთი "ესპანიოლის" ორ ფეხბურთელს ფეხებს შორის გაუძვრა და ადრესატამდე ისე მივიდა.

აი, "რეალი" კი 3:0-ს იგებდა, მაგრამ კინაღამ დამარცხდა. დიახ, არ ვაჭარბებთ - "რაიო ვალეკანო" საკმაოდ დიდ უპირატესობას ფლობდა და მასპინძლებმა რამდენიმე ხელსაყრელი მომენტიც ვერ გამოიყენეს.

საერთოდ, პაკო ხემესის გუნდი ბოლო პოზიციაზე კი არის, მაგრამ "ფუტკრები" ძალიან მიმზიდველ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ლა ლიგის მასშტაბით, ბურთის ფლობის მხრივ, "ბარსელონას" შემდეგ მეორე პოზიციაზე სწორედ "რაიო ვალეკანოა".

"სამეფო კლუბთან" ხემესის შეგირდებმა (ბურთის ფლობა: 61%) კარისკენ 23 დარტყმა განახორციელეს, მაგრამ მხოლოდ ორი გოლი (ორივე პენალტით) გაიტანეს.

თამაშის შემდეგ კარლო ანჩელოტი მეტოქის თამაშით აღფრთოვანებული იყო. იტალიელმა ხემესი შეაქო და მის ერთ-ერთ ვარჯიშზე დასწრების სურვილიც გამოთქვა.

ჯუკიჩი პაბონს უნდა უმადლოდეს

მიროსლავ ჯუკიჩი "ვალენსიას" მწვრთნელის პოსტზე რჩება - მისმა გუნდმა "ხეტაფეს" მოუგო და 3-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე დორლან პაბონმა გაიტანა, რომელსაც საგოლე გადაცემა შარშან "ხეტაფეში" მყოფმა პაკო ალკასერმა გაუკეთა.

მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების და მატჩის გადარჩენის შანსი კი ჰქონდათ, მაგრამ ბოლო წამებზე გავილანმა ძალიან ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა.

ამ ეპიზოდს ფეხბურთელებს შორის შეკამათება მოჰყვა, გოლი რომ გასულიყო, სკანდალს ნამდვილად ვერ ავცდებოდით. საქმე იმაშია, რომ "ვალენსიას" კონტრშეტევის დროს, მასპინძელთა კიპერმა მოიამ ტრავმა მიიღო, რის გამოც სტუმრებმა ბურთი აუტში გადააგდეს. თამაშის განახლების შემდეგ კი "ხეტაფეს" ფეხბურთელებმა "ფეირ პლეის" წესი დაარღვიეს, მეტოქეს ბურთი არ დაუბრუნეს და კინაღამ ანგარიშიც გაათანაბრეს.

გუაიტამ და ალექსის რუანომ ყვითელი ბარათები მიიღეს. გაწევ-გამოწევა საფინალო სასტვენის შემდეგაც გაგრძელდა, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

რონალდოს მაისურა

"რაიო ვალეკანოს" და "რეალის" შეხვედრაში კრიშტიანო რონალდომ დუბლი შეასრულა და პრიმერას მიმდინარე სეზონში 13 გოლი დააგროვა. გარდა გოლებისა, პორტუგალიელმა ერთხელ მიზანსაც ააცილა და ბურთი 12-13 წლის "რაიოს" გულშემატკივარ გოგონას გაარტყა, რის შემდეგაც ბოდიშის მოხდის მიზნით, მან ქომაგს საკუთარი მაისურა აჩუქა.

რამდენიმე წუთის შემდეგ "რაიოს" რამდენიმე გულშემატკივარმა გოგონას წრე დაარტყა და მაისურის დაწვა მოსთხოვა. შედეგად, ახალგაზრდა ქომაგი იძულებული გახდა, რომ საჩუქარი დაცვის წევრებისთვის გადაეცა.

ყველაზე ლამაზი და ყველაზე სულელური

ტურის ყველაზე ლამაზ გოლზე უკვე ვისაუბრეთ: დორლან პაბონმა "ხეტაფეს" კარი ულამაზესი შორეული დარტყმით დალაშქრა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. ყველაზე სულელური გოლი კი "სევილიამ" გაუშვა - ანდალუსიელთა გოლკიპერმა ბეტუმ ბურთი პირდაპირ "სელტას" ნახევარმცველ ალექს ლოპესს დაუმიზნა, რომელმაც საჩუქარი შეირგო და ანგარიში გახსნა. საბოლოოდ, ეს ბურთი ერთადერთი აღმოჩნდა და ვიგოელებმა სევილიიდან 3 ქულა წაიღეს.

ბომბარდირები:

13 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო), კრიშტიანო რონალდო (რეალი)

8 - ლიონელ მესი (ბარსელონა)

7 - ალექსის სანჩესი (ბარსელონა), ივან რაკიტიჩი (სევილია), ანტუან გრიზმანი (სოსიედადი)

ასისტენტები:

7 - კოკე (ატლეტიკო), ნეიმარი (ბარსელონა)

6 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

5 - კანი (ვილიარეალი), სუსო (ალმერია)

სიმბოლური ნაკრები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტური: დაძაბული დერბები [VIDEO]

მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და რა გოლი - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ფულჰემთან" მატჩში?
[VIDEO] მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ლივერპულმა" "ფულჰემს" მოუგო
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
[VIDEO] ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" დრეზდენის "დინამოსთან" დამარცხდა
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია
"კვარა"? შეიძლება, ოსიმენზე მაღლაც დგას" - დავიდ ვილია ქართველის თამაშით აღფრთოვანებულია
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
ტრანსფერები. 28-30 იანვარი: კაბაი... პარიზელები ფრანგებს საფრანგეთში აბრუნებენ
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
დავიდ ვილიას ისტორია: მენახშირე მამა, კოჭლად დარჩენის საშიშროება და ავსტოსადგომზე დაწყებული საფეხბურთო კარიერა
ლა ლიგა. მწვრთნელები: ახლები და პრიმერა
"ვალენსიას" არგენტინელი გაწვრთნის?
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
დავიდ ვილია MLS-ს ტოვებს, დაბრუნდება ვეტერანი თავდამსხმელი ესპანეთში?
ფეხბურთს დაუბრუნდა - დავიდ ვილია "ატლეტიკოში" დასაქმდა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
3 წლის შემდეგ: დავიდ ვილია ნაკრებში გამოიძახეს
"ვალენსიამ" მიროსლავ ჯუკიჩი დაითხოვა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
ხუან ანტონიო პიცი "ვალენსიას" ახალი თავკაცია
ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტური: დაძაბული დერბები [VIDEO]
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
ესპანეთი. ლა ლიგა. XIII ტური: "რეალის" მორიგი შოუ [VIDEO]
ტომას ვერმაელენი ინიესტასა და ვილიას თანაგუნდელი გახდება