ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

თორნიკე ოქრიაშვილი: მინდოდა, ჩემი დებიუტი ყველას დამახსოვრებოდა

თორნიკე ოქრიაშვილი: მინდოდა, ჩემი დებიუტი ყველას დამახსოვრებოდა

18 წლის ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ ქეცბაიას ნდობას შემდეგშიც დაიმსახურებს

18 წლის თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ თემურ ქეცბაიას ნდობას შემდეგშიც დაიმსახურებს. "შახტარისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს დონეცკში გუშინ შევეხმიანეთ.

- თორნიკე, ეროვნულ ნაკრებში წარმატებულ დებიუტს გილოცავ. თუმცა დავიწყოთ იმით, რომ გაშვებულ გოლამდე, თამაშის მოგება არარეალური ჩანდა.

- გეთანხმებით, ალბათ, ცოტა გაგვიმართლა კიდეც. თუმცა თემურ ქეცბაიამ მაგრად განგვაწყო, გვითხრა, რა გუნდსაც უნდა ვეთამაშებოდეთ, სტადიონზე მხოლოდ მოსაგებად გავდივართო. ძნელია იმის გადმოცემა, როგორ მოახერხა, მაგრამ ფაქტია, რომ სლოვენიასთან წარმატებაში დაგვარწმუნა. მე ძირითადში არ ვთამაშობდი, მაგრამ სათადარიგოებიც ასევე ვიყავით, მე კი ჩემს შანსს ველოდი.

- თამაშამდე ქეცბაია ცალ-ცალკე გელაპარაკათ თუ ერთად?

- ერთად გველაპარაკა და ძალიან დაგვმუხტა.

- შედეგს სიმკაცრით აღწევს?

- დიახ, მკაცრია, მაგრამ სამართლიანი. დღემდე ასეთ მწერთნელთან არ მიმუშავია. ფეხბურთელებთან მიდგომა იცის. სლოვენიელების გოლზე არ გავტყდით, პირიქით, ჩვენზე კარგად იმოქმედა. ანგარიში გათანაბრებამ კი ისე გაგვახარა, გავთამამდით და ფრეზე გაჩერება აღარ გვინდოდა - ერთ წუთში მეორე გოლიც გავიტანეთ.

- სხვათა შორის, სლოვენიის ტელევიზიამ მეორე გოლი მხოლოდ იქიდან აჩვენა, ვაწაძემ ანანიძე პირისპირ რომ გაიყვანა. შეტევა როგორ დაიწყო?

- სლოვენიელმა მცველმა ბურთი მარჯვნივ, ჩემს ფლანგზე გადააწოდა, მეტოქე შევაწუხე, ისიც შეცდა და თავისიანის ნაცვლად ბურთი ვაწაძეს გადააწოდა, მათემ კი ანანიძე მეკარესთან პირისპირ დატოვა.

- მოედანზე საკმაოდ თამამი ჩანდი...

- ასეთი ვარ, კომპლექსი და შიში არ მაქვს. უფროს-უმცროსობა მოედნის გარეთ არ მეშლება, მაგრამ თამაშის დროს მორიდება ნაკლია.

- მაღალი კლასის მეტოქესთან მხოლოდ მონდომებით ვერაფერს გახდები. ეტყობა, "შახტარში" კარგად გავარჯიშებენ.

- რა თქმა უნდა, მარტო მონდომება საკმარისი არ არის, მაგრამ ასე ვიტყვი: ძალიან მინდოდა, ჩემი დებიუტი ყველას დამახსოვრებოდა, მეც კმაყოფილი ვყოფილიყავი, ქეცბაიაც და გულშემატკივარიც.

"შახტარში" კი ძალიან ვინდომებ, ვარჯიშის შემდეგ ვრჩები და ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. დონეცკში ყველნაირი პირობაა, დიდი ფეხბურთი რომ ვითამაშო და ამ პირობებს მაქსიმალურად ვიყენებ.

- ბევრ ფეხბურთელს გული გართობისკენ მიუწევს, ბევრმა ცდუნებებს ვერ გაუძლო და ვარჯიშებზე გული აიცრუა. თავს ჩააგონე, ჯერ ფეხბურთი და მერე გართობა?

- გართობის დრო სულ მექნება, ფეხბურთს კი 35 წლამდე თუ ვითამაშებ. დიდი ფეხბურთის თამაში ბევრ ქართველს შეეძლო, ისინი ჩემზე ბევრად ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ გართობას გადაყვნენ და ვერ ითამაშეს. გართობის გამო კარიერას არ დავანგრევ. მთავარი ფეხბურთია, გართობის დროც მოვა. მე მართლა ასე ვფიქრობ, რაღაც ფრაზებს არ ვიგონებ. თამაში და ვარჯიში მსიამოვნებს და ამ სიამოვნებას არ შეველევი.

საღამოს ათ საათზე ვიძინებ და დილით ცხრაზე ვდგები, იმიტომ რომ აჭიმვები გავაკეთო, მოვითელო, ვარჯიშისთვის მოვემზადო, დღითიდღე მოვუმატო და რაც მთავარია, საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება დავიმსახურო. ჩემთვის ეს ყველაზე მთავარია.

- გაქვს იმედი, რომ ქეცბაია ოფიციალურ შეხვედრებშიც გამოგიძახებს?

- რა თქმა უნდა, იმედი მაქვს და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ. ჩემთვის სანაკრებო 18 კაცში დასახელებაც დიდი ბედნიერება იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს