"სამტრედია"-"დინამო" ტურის გამორჩეული შეხვედრა იყო

დაძაბულობით, დრამატიზმით, ინციდენტით, შედეგით "სამტრედია"-"დინამო" გასული ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა იყო. იმერლებმა შეძლეს და ეს თამაში მოიგეს. მართალია, სტუმართა გუნდი მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა და პროტესტიც გამოთქვა, მაგრამ ამით დაფიქსირებული შედეგი არ შეცვლილა. ამ მოგებით სამტრედიელებმა ქულათა მარაგი 18-მდე გაზარდეს, "კოლხეთს" გაუსწრეს და მერვე ადგილზე აინაცვლეს.

გასული ტურის მწვრთნელი "სამტრედიას" ახალგაზრდა თავკაცი გელა სანაიაა. გუშინ მას იმერეთში დავუკავშირდით...

- "დინამოს" ძლევით ტურის მწვრთნელი გახდით...

- ეს ჩემთვის დიდი პატივი და სტიმულია მომდევნო მატჩებისთვის. "სამტრედიას" არ ულხინს, არც ფინანსებით, არც ქულებით და არც სატურნირო მდგომარეობით, ამიტომ "დინამოსთან" მოგება გმირობის ტოლფასი იყო. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ძლევა ჩვენში ყველა გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა, მით უფრო ჩვენთვის, ასეთ გასაჭირში მყოფთათვის. ამ გამარჯვებაში ფეხბურთელებთან ერთად გულშემატკივარმაც დიდი წვლილი შეიტანა.

- რისი წყალობით შეძელით სენსაციური გამარჯვების მოპოვება, რომელსაც სამტრედიაში ბევრი სენსაციად არც მიიჩნევს?

- სამტრედიაში უზომოდ უყვართ ფეხბურთი, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ჩვენი გუნდის საშინაო მატჩზე, ამაში დარწმუნდებოდა. იყო დრო, სამტრედიას ძლიერი გუნდი ჰყავდა და "დინამოს" ტოლს არ უდებდა, ამიტომაცაა, რომ დღეს "დინამოსთან" გამარჯვებას სამტრედიელები სენსაციად არ მიიჩნევენ.

ჩვენ ორი ფორვარდით ვითამაშეთ და სწრაფ გოლზე ვიყავით ორიენტირებული. ჩვენ მეორე ნომრად მოთამაშე გუნდი არ უნდა ვყოფილიყავით და მატჩის გარკვეულ პერიოდებში ეს გამოგვივიდა კიდეც. სისწრაფესა და სხვა კომპონენტებში ტოლი არ დავუდეთ მოწინააღმდეგეს. ფეხბურთელების მონდომება და გულშემატკივრის მხარდაჭერა რომ არა, ამ ჩანაფიქრის განხორციელება გაგვიჭირდებოდა.

- "სამტრედიამ" კი მოიგო, მაგრამ "დინამო" მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა. მსაჯების გარჯას როგორ შეაფასებდით?

- მსაჯების ადვოკატად ვერ გამოვდგები, მათი შეცდომების გამო, არაერთხელ ვიზარალეთ, მაგრამ არასდროს არაფერი მითქვამს. "დინამოსთან" მატჩშიც ჰქონდათ მსაჯებს შეცდომები, მაგრამ ამას თამაშის საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

- დინამოელებმა განსაკუთრებით გააპროტესტეს მეტრეველის ჩათვლილ-არჩათვლილი გოლი. ამ ეპიზოდზე რას იტყვით?

- მატჩის ჩანაწერი არ მინახავს და გადაჭრით ვერაფერს გეტყვით. რაც დავინახე, იმის მიხედვით ის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან სტუმართა თავდამსხმელმა ჩვენს ფეხბურთელ სპარტაკ გოგიას წინააღმდეგ დაარღვია თამაშის წესი. მსგავს სიტუაციაში ჩვენც გავიტანეთ, მაგრამ არბიტრმა არ ჩათვალა და არც გაგვიპროტესტებია.

- მატჩის მიწურულსაც იყო თბილისელთა პროტესტი...

- სტუმრების აზრით ჩვენმა ფეხბურთელმა ხელით ითამაშა. ვიმეორებ, ვიდეოჩანაწერი არ მინახავს, მაგრამ, როგორც დავინახე, იმ ეპიზოდში არბიტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

- ამ მატჩამდეც იყო ლაპარაკი, სანაია "დინამოს" თუ მოუგებს ზამთარში ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდებაო...

- ეს მეც გავიგე, მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ "დინამოს" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება არ მქონია. თუ ვინმეს სურვილია, "დინამოს" მთავარი მწვრთნელი გავხდე, მოხარული ვარ, ეს ჩემთვის დიდი პატივია.

- "დინამოსთან" მატჩს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია... ფეხბურთი ემოციური გულშემატკივრის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ბოთლების სროლა...

- თავის დროზე, რამაც სამტრედიაში მუშაობაზე თანხმობა მათქმევინა, ეს ემოციური გულშემატკივარი იყო. ამ პატარა და გულიან ქალაქში სწორედ ისეთი ქომაგი დამხვდა, როგორსაც ველოდი. გულშემატკივარი იმისაა, იყვიროს, უქომაგოს, ემოცია გამოხატოს. მდუმარე გულშემატკივარი არ არსებობს, ამას მაყურებელი ჰქვია თეატრსა და კინოში. თუმცა პირველი მე ვარ იმის წინააღმდეგი, თანაც კატეგორიული წინააღმდეგი, რომ ტრიბუნიდან ბოთლები ან სხვა რამ საგანი ისროლონ. სამწუხაროდ ფეხბურთში ასეც ხდება, მაგრამ ამას სისტემატური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.

- ამ მოგებით 18 ქულა დააგროვეთ და ცხრილში პოზიცია გაიმყარეთ, მეცხრედან მერვე ადგილზე აინაცვლეთ...

- რამდენიმე ქულა ჩვენი უნიათობით დავკარგეთ, ზოგიც მსაჯების შეცდომებით, მაგრამ საწუწუნო არაფერი გვაქვს. რეალობა ესაა, უნდა შევეგუოთ და ნელ-ნელა ზემოთ უნდა ავინაცვლოთ. მოწინავე ტრიოს თუ არ ჩავთვლით, ცხრილში სიმჭიდროვეა და ქულებში დიდი სხვაობაც არ არის. ასე რომ, კიდევ შეგვიძლია წაწევა.

- უსახსრობის ფონზე ეს ძალიან გაგიჭირდებათ. ბოლო-ბოლო, "დინამოს" მძლეველ კლუბს დავალიანება მაინც არ უნდა ჰქონდეს. მაინც რა თანხა ეს დავალიანება?

- ოქტომბრისა და ამ თვის ხელფასები და პრემიალური გვაქვს ასაღები. ენთუზიაზმი დიდხანს არავის გაჰყვება. მოედანზე ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და მეტსაც მივაღწევთ, თუ ფინანსური მხარდაჭერა გვექნება. თუ ამ მხრივ მდგომარეობა არ გამოსწორდა, შესაძლოა, "კოლხეთის" მსგავს ვითარებაშიც კი აღმოვჩნდეთ და ფეხბურთელებმა დატოვონ კლუბი. ფინანსების მხრივ მართლაც ცუდი მდგომარეობაა, რომ იტყვიან, ეს ზღვარია, მაგრამ რაღაც იმედი გაგვიჩნდა და ვნახოთ...

- ეს იმედი საიმედოა?

- "დინამოსთან" მატჩის შემდეგ რაიონის ხელმძღვანელები გვესაუბრნენ და თვის ბოლომდე დავალიანების გასტუმრებას დაგვპირდნენ. ყველას იმედი გვაქვს, რომ დაპირება შესრულდება, თორემ, "სამტრედიაშიც" ის მოხდება, რაც "კოლხეთში" მოხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს