რის კითხვას ურჩევს გია

გეგუჩაძე ფეხბურთელებს

`ხვედელიძე, გოლი მინდა, გოლი!~ _ თავისდა უნებურად, ეს სიტყვები ამეკვიატა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელთან, გია გეგუჩაძესთან საუბრისას... ფაქტია და დღეს უკვე არავინ დავობს, რომ ყველა გუნდმა, რომელსაც გეგუჩაძე თავკაცობდა, სერიოზულ წარმატებას მიაღწია. გულშემატკივრებიც მიეჩვივნენ, რომ მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ლამაზად და გააზრებულად უნდა ითამაშოს. სხვათა შორის, ბატონი გია ახლახან დაუბრუნდა საფეხბურთო გუნდ `ზესტაფონს~ და კვლავაც მისი მთავარი მწვრთნელია. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ გია გეგუჩაძე ისეთივე გატაცებით საუბრობს თავის რჩეულ წიგნებზე, როგორც საყვარელ საქმეზე, რომელსაც ამდენი წელია ერთგულად ემსახურება. უფრო მეტიც, მიაჩნია, რომ ფეხბურთიც შემოქმედებაა და უნიჭო თამაშს არავინ აფასებს, ისევე როგორც უნიჭოდ დაწერილ ლექსს ან მოთხრობას:

_ ბატონო გია, ჯერ იმაზე ვისაუბროთ, რაც თქვენს მრავალრიცხოვან გულშემატკივარს ძალიან აინტერესებს _ როგორ აირჩიეთ პროფესია?

_ ტექნიკური უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ფეხბურთი ყოველთვის ძალიან მიყვარდა, ალბათ ამ სიყვარულის გამო გადავწყვიტე მწვრთნელი გავმხდარიყავი. ძალიან რთული პროფესია ავირჩიე: სამწუხაროდ, მწვრთნელი `წუთშესვენებებისთვის~ ყოველთვის მზად უნდა იყოს. ასეთი გამონათქვამიც არსებობს: მწვრთნელს ჩემოდანი ჩალაგებული უნდა ჰქონდესო, რადგან ის ყოველთვის მზად უნდა იყოს მუშაობის დაწყებისთვის და იმისთვისაც, რომ ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება წლობით ნალოლიავები გუნდისა და კოლეგების დატოვებამ მოუწიოს.

_ სხვათა შორის, ეს ყველაფერი კარგად არის ნაჩვენები ფილმში `ფეოლა~, სადაც მწვრთნელის როლს შეუდარებელი იპოლიტე ხვიჩია ასრულებს...

_ გეთანხმებით. ამ ფილმში მართლა კარგად არის გადმოცემული სულიერი მდგომარეობა, რომელიც ჩვენთვის, მწვრთნელებისათვის ასე ნაცნობია.

_ რატომღაც ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებულია კლიშე, რომ კარგი სპორტსმენი იშვიათად არის კარგი მკითხველი...

_ ასეთი აზრი მართლაც არსებობს, რაც ძალიან მწყინს, რადგან გუნდებში, სადაც მიმუშავია, ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან ნაკითხი და განათლებულია. 21-22 წლის ბიჭები თავისუფლად საუბრობენ საკმაოდ რთულ თემებზე, ისეთ მწერლებზე, რომელთა წაკითხვაც ადამიანში სერიოზულ ფსიქოლოგიურ ძვრებს იწვევს, ზოგჯერ ვურჩევ კიდეც, რომ უფრო მსუბუქი რამ წაიკითხონ. შემიძლია დაგისახელოთ ფეხბურთში მოღვაწე ბევრი ადამიანი, რომელიც თავისუფლად მსჯელობს თეოლოგიაზე, ფილოსოფიაზე და საერთოდ, ნებისმიერ საკითხზე.

_ როგორ ლიტერატურას ანიჭებდით და ანიჭებთ უპირატესობას?

_ ყველა ასაკს მისთვის დამახასიათებელი გემოვნება აქვს. ბავშვობაში მეც ძალიან მიყვარდა მარკ ტვენის კითხვა და ხშირად ვბაძავდი ტომ სოიერს _ ამით ნამდვილად არ გამოვირჩეოდი თანატოლებისაგან. უფრო მოგვიანებით წავიკითხე ვოინიჩის `კრაზანა~, რომელმაც ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა და ეს შთაბეჭდილება დღემდე მომყვება. მე რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული, ამიტომ რუსულ ლიტერატურასთან მეტი შეხება მქონდა. გამოკვეთილად მიყვარდა `ზედმეტი ადამიანები~, ჩემთვის ყოველთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდა ხალხი, რომელიც საზოგადოების მიერ დადგენილი კანონების წინააღმდეგ მიდიოდა. სწორედ ასეთი _ გამორჩეული და საინტერესო პერსონაჟები მომწონს დღესაც. ძალიან მიყვარს გრიგოლ რობაქიძე და მისი `გველის პერანგი~. თავის დროზე პროსპერ მერიმესაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი. ერთი წელი დუბაიში ვმუშაობდი, ეს პერიოდი იმითაც დამამახსოვრდა, რომ იქ პაულო კოელიოს `ალქიმიკოსი~ წავიკითხე, რომელიც მართლა ძალიან მომეწონა. დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე `მატეო ფალკონემ~: ერთი შეხედვით აუხსნელი და დაუჯერებელია, როცა მამა შვილს კლავს, მაგრამ გამაოგნა ამ ადამიანის პრინციპულობამ _ თვისებამ, რომელსაც ძალიან ვაფასებ, მაგრამ მოდით, ნუ ავურევთ ამ თვისებას სიჯიუტეში. აღარაფერს ვამბობ `დათა თუთაშხიაზე~ ან ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე, თავისთავად იგულისხმება, რომ მათი ნააზრევი ყველა ოჯახში სამაგიდო წიგნად უნდა იდოს. არ ვიცი, რისი ბრალია, მაგრამ დღესდღეობით მცირე ზომის ნაწარმოებები უფრო მიყვარს. მომწონს, როცა შემოქმედი რამდენიმე სტრიქონში ჩაატევს იმას, რაც ადამიანს სტკივა და აწუხებს. ასეთ პოეტად მიმაჩნია მუხრან მაჭავარიანი. სხვათა შორის, მქონდა პერიოდი, როცა სულ ლექსებზე ვიყავი გადართული, სამეგობრო წრეც ისეთი მყავდა, რომ ყველაზე კარგ წიგნებს მაწვდიდნენ, ერთმანეთს ვურჩევდით, რა წაგვეკითხა და რა _ არა. ყოველთვის მიყვარდა და ახლაც მიყვარს გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიების კითხვაც. ძალიან საყურადღებოდ მიმაჩნია პატრიარქის მოწოდება, რომ წიგნებს ყველა ოჯახში უნდა კითხულობდნენ, განსაკუთრებით _ ბავშვები. თუმცა ჩემს შვილებთან ჯერჯერობით ამას ვერ მივაღწიე: ოთხი შვილი მყავს და მათაც ისევე ურჩევნიათ აიპადი თუ აიპოდი წიგნს, როგორც ყველა თანამედროვე ბავშვს. ვცდილობ, ჩემს შვილებს როგორღაც წიგნი შევაყვარო და იმედი მაქვს, რომ ამას მოვახერხებ.

_ ბატონო გია, არ შემიძლია ეს შეკითხვა არ დაგისვათ: თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ქართული ფეხბურთის დაკნინება?

_ ინტელექტის დეფიციტი ალბათ ერთ-ერთი მიზეზია, რომლის გამოც ქართული ფეხბურთი იმ სიმაღლეზე არ დგას, რომელზეც უნდა იდგეს. კარგ ფეხბურთს ჭკვიანი ადამიანები თამაშობენ. მართალია, შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს განათლება და კარგად ითამაშოს, შეიძლება სხვა სფეროშიც მიაღწიოს წარმატებას, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, წარმატების მთავარი საწინდარი და სტიმული მაინც განათლებაა, განათლებას კი წიგნის გარეშე ვერ მიიღებ. სხვათა შორის, არის ასეთი წიგნი _ `ფეხბურთი და ჭადრაკი~, სადაც სპორტის ამ ორ სახეობას შორის საოცარი პარალელებია გავლებული: საფეხბურთო კომბინაცია ძალიან ჰგავს საჭადრაკო კომბინაციას. ორივე შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ლოგიკა, რომლის გარეშეც კარგი თამაში თითქმის წარმოუდგენელია. კარგ თამაშში იმდენი ლამაზი სვლაა, რომ მისი ყურების დროს თითქოს საინტერესო წიგნს კითხულობ და წინასწარ ხვდები, რა შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ეპიზოდს, თუ კომბინაციას. ჩემი ღრმა რწმენით, ფეხბურთიც ხელოვნებაა, უფერული და უნიჭო თამაში აღტაცებაში ვერავის მოიყვანს და ვერც თავს დაგამახსოვრებს, ასევეა უფერული და უნიჭოდ დაწერილი წიგნიც. ასეთ წიგნებს ბოლომდე ვერასოდეს ვკითხულობ.

გვერდი მოამზადა

ხათუნა ჩიგოგიძემ

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
პირველად ბოლო 17 წელიწადში - კრიშტიანო რონალდოს გენიალური სერია შეწყდა
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა